"მდიდარ საქმროს არ ვეძებ" - ჯანეტ ქერდიყოშვილის სათქმელი ფილტრის გარეშე - კვირის პალიტრა

"მდიდარ საქმროს არ ვეძებ" - ჯანეტ ქერდიყოშვილის სათქმელი ფილტრის გარეშე

ჟურნალი "გზა" 21 იანვრიდან შემოგთავაზებთ ქართველი ლამაზმანის ჯანეტ ქერდიყოშვილის ასტროპორტრეტს, რომელიც თხის წელში დაბადებულ მშვილდოსანი ყოფილა.

ჯანეტ ქერდიყოშვილი:

- რომანტიკოსი ვარ, მაგრამ ეს თემა იმდენად "ჩაკეტილი" მაქვს, ადამიანებს ჰგონიათ, ვერასდროს ვერავის შევიყვარებ, რომ გულგრილი ვარ. სინამდვილეში ასე არ არის.

- ასეთი იმიჯი რატომ შეგექმნა?

- ალბათ იმიტომ, რომ საქმეებს, ურთიერთობებს ძალიან სერიოზულად ვუდგები. როდესაც რომელიმე ბიჭი ჩემთან ურთიერთობის დაწყებას ცდილობს და ზუსტად ვიცი, ამ ურთიერთობას მომავალი არ ექნება, ამას ეგრევე ვაგრძნობინებ. ფლირტი, კეკლუცობა, თაყვანისმცემლების დანომრვა ჩემი სტილი არ არის. სწორედ ამიტომაა, რომ ზოგიერთს ქედმაღალი ვგონივარ და იმაშიც დარწმუნებული არიან, რომ პრინცს ველოდები.

- როგორი ბიჭი შეგიყვარდება?

- შემიყვარდება ის, ვინც ჩემნაირი იქნება. პირველ რიგში, უნდა იყოს ენერგიული, შრომისმოყვარე, სიცოცხლით სავსე. არ უნდა იყოს "ხელით სატარებელი". მე მისი იმედი უნდა მქონდეს ნებისმიერ სიტუაციაში, ჩემთვის მყარი საყრდენი უნდა იყოს. სიყვარული არ არის გრძნობა, რომელიც "თავს დაგეცემა" და მერე სულ შენთან იქნება. მას გაფრთხილება სჭირდება.

- როგორ ფიქრობ, სიყვარული გონებიდან მოდის თუ გულიდან?

- რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ გონებიდან მოდის. ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა. ქმრისგან რაღაც უნდა ვისწავლო. ოჯახში როგორ კომფორტსაც მამა და ძმა მიქმნიან, მათნაირი მეორე ნახევარი მჭირდება. მე არ უნდა ვინერვიულო იმაზე, ხვალ სად ვიმუშაო, რომ შვილებს საკვები არ მოაკლდეთ. შესაძლოა, ვიღაცამ იფიქროს, - ბიჭი ფულიანი თუ არ იქნა, არ გაჰყვებაო, მაგრამ დასაწყისში ყურადღება შრომისმოყვარეობაზე, ენერგიულობაზე სწორედ იმიტომ გავამახვილე, რომ მდიდარ საქმროს არ ვეძებ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჯანეტ ქერდიყოშვილის ასტროპორტრეტს ვრცლად გაეცანით ჟურნალ "გზის" 21 იანვრის ნომერში