"უბრალოდ ვცხოვრობ და მადლობას ვუხდი უფალს ყოველი დღისთვის" - "ტიფლისელი" ქიარიმას - გიორგი ცაავას ცხოვრების კრედო
"უბრალოდ ვცხოვრობ და მადლობას ვუხდი უფალს ყოველი დღისთვის" - "ტიფლისელი" ქიარიმას - გიორგი ცაავას ცხოვრების კრედო
22-01-2016
"მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა მაყურებელს ამ სითბოსთვის"

მსახიობი გიორგი ცაავა თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. არაერთი როლი აქავს შესრულებული, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ "ტიფლისში" ტყეში ყაჩაღად გავარდნილი ქიარიმას როლმა მოუტანა, რის შემდეგაც მაყურებელი ტელეკომპანია GDS - ის კიდევ ერთ ტელესერიალ "ქერჩში" მის გამოჩენას დიდი სიხარულით შეხვდა და შეიყვარა კიდეც დედით ქართველი უკრაინელი კაპიტანი. ასევე ინტერნეტსივრცის ჰიტად იქცა მისი შესრულებული სიმღერა. (იხილეთ ვიდეო).
"კვირის პალიტრის" კითხვებს გიორგი ცაავა პასუხობს:

- ბავშვობიდანვე ფიქრობდით, რომ მსახიობის პროფესიას აირჩევდით?

- კი, ადრეული ასაკიდან მომწონდა კინო, თეატრი, სცენა. სულ რაღაცეებს ვაკეთებდი, ვწერდი სიმღერებს, ვმღეროდი... სკოლა როცა დავამთავრე, უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი მსახიობობა, ჩავაბარე ხელოვნების ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე. მაქვს თეატრალურის დიპლომიც.

- თეატრში თამაში არ გიცდიათ?
- კი, როცა ვამთავრებდი ინტიტუტს, მაშინ ვითამაშე მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლში და დირექტორმა შემომთავაზა დავრჩენილიყავი თეატრში. იქ საკმაოდ დიდ ხანს ვიმუშავე. მერე კი უცებ შეიცვალა ყველაფერი - თეატრში მოვიდნენ კინოსტუდიიდან, რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილს მხატვრულ ფილმში "კიდევ ერთი ქართული ისტორია" რაღაც ეპიზოდური როლების სათამაშოდ სჭირდებოდა ქერათმიანი ახალგაზრდები და შეგვარჩიეს რამდენიმე მსახიობი, თუმცა ისე მოხდა, რომ რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ეპიზოდური როლი აღარ მეთამაშა და მთავარი გმირის პარტნიორი ვყოფილიყავი, ასე მოვიწამლე კინოთი...

ოცამდე ფილმში ვითამაშე უკვე, ყველა ჩემი როლი მიყვარს, არა აქვს მნიშვნელობა ეპიზოდურია, მთავარი თუ მეორეხარისხოვანი... ყველა როლისთვის მაქსიმალურად ვიხარჯები, რათა ბოლომდე შევძვრე გმირის ტყავში. გამორჩეული ალბათ მაინც "ტიფლისია", რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მომიტანა...


- "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდით...
- მინდა ვთქვა, რომ "ჩემი ცოლის დაქალებს" აკეთებს ძალიან ნიჭიერი გუნდი, რომელთაც დიდ პატივს ვცემ. როგორც უკვე გითხარით, ჩემთვის არ არსებობს პატარა და დიდი როლი, საქართველოში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაღაცაზე უარი ვთქვათ, იმიტომ რომ ზოგადად კინოინდუსტრია ამ ბოლო წლების განმავლობაში ცოტა მოიკოჭლებს, უფრო სწორედ მოიკოჭლებდა. ახლა აშკარად იგრძნობა წინსვლა.

- რას იტყვით ფილმ "მანდარინებზე", სადაც ასევე მოგიწიათ თამაში?
- რა უნდა ვთქვა, "მანდარინებმა", ფილმმა თვითონ თქვა უკვე ყველაფერი. ბატონი ზაზა ურუშაძე არის უძლიერესი რეჟისორი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ძალიან მიხარია, რომ ამ ფილმში მივიღე მონაწილეობა.

- ახლა ტელეკომპანია GDS-ში მუშაობთ...

- GDS-ში ვმუშაობ, ფაქტობრივად, მისი დაარსებიდანვე. ვარ პროდიუსერი, "ტიფლისში" რასაც მაყურებელი ხედავს, ლოკაციებს, ყველაფერი არის ჩემი და ჩემი მეგობრების ნაპოვნი და გაკეთებული. GDS-ი არის ჩემი ცხოვრების ნაწილი და უდიდეს პატივს ვცემ ყველას დიდიან-პატარიანად. "მიხარია, რომ მაქვს საშუალება ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, ყველას ვუსურვებ ასეთ ბედნიერებას, რადგან იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა რაც გიყვარს, იმის გაკეთების საშუალება გეძლევა!

- დავუბრუნდეთ სერიალ "ტიფლისს", რომელმაც დიდი პოპულარობა მოგიტანათ, როგორ მოხვდით ამ სერიალში?

- დიდი ხანია ვმეგობრობ ლევან დაბრუნდაშვილთან,
"ტიფლისის" და "ქერჩის"და არა მარტო ამ ფილმების რეჟისორთან. ლევან დაბრუნდაშვილი მაშინ იყო GDS-ის დირექტორი. იმ დროისათვის, ასე ვთქვათ, ჩემი პროფილით არ ვმუშაობდი და საუბარში შემომთავაზა GDS-ში მუშაობა, გვერდში დგომა და დახმარება, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და დღემდე ერთად ვმუშაობთ.

ტიფლისმა არსებითად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ქიარიმას დამსახურრებაა ჩემი პოპულარობა, უდიდეს სიამოვნებას და ბედნიერებას მანიჭებს, როცა სრულიად უცნობი ადამიანები ქუჩაში მცნობენ, მოდიან და გულახდილად მადლობას მიხდიან. ამაზე დიდი ბედნიერება მართლა არ არსებობს. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა მაყურებელს ამ სითბოსთვის, ყველას  დიდ მადლობას გიხდით!


- კიდევ ერთი სერიალი, რომელშიც მონაწილეობთ "ქერჩში - დაკარგული გმირებია", რომელშიც ოცმეთაურის გრიგორი მალკოვიჩის როლს ასრულებთ. რას იტყოდით ამ სერიალსა და თავად თქვენს პერსონაჟზე?
- მინდა გითხრათ, რომ ეს არის პირველი ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ვთამაშობ, რაც უდიდესი გამოწვევაა ჩემთვის. თვრამეტი წელია კინოში ვარ და ეს არის პირველი ფილმი, რომელშიც მთავარი როლის თამაშის პატივი მხვდა წილად. რაც შეეხება პერსონაჟს, გრიგორი გამოცდილი მეომარია, რომელსაც გამოვლილი აქვს ნახევარი ომი იმ დროისათვის და ხვდება ამ პატარა ქართველ ბიჭებს, რომლებიც გაწვეულები არიან ომში, და შემდგომ მივდივართ ყველა ქერჩში. მამასავით უვლის და უფრთხილდება მათ, შეიძლება თავიდან ეს არ ჩანს, მაყურებელი თავადვე ნახავს რაც მოხდება ფილმის ბოლო ეპიზოდებში...

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- კონკრეტული გეგმა არ მაქვს, უბრალოდ ვცხოვრობ და მადლობას ვუხდი უფალს ყოველი დღისთვის. რაღაც ხომ მაინც იქნება ხვალ, ზეგ... მთავარია არ უნდა დაკარგო სტიმული, არ უნდა მოდუნდე, იცხოვრო სიკეთით და გაუფრთხილდეთ იმ ადამიანებს ვინც ირგვლივ გყავთ.

იხილეთ ფოტოგალერეა: "ტიფლისელი" ქიარიმა - გიორგი ცაავა


მარიამ კაპანაძე (სპეციალურად საიტისთვის)



LEVANI
22 იანვარი 2016 23:03
სად ვნახო ტიფლისი
levani
22 იანვარი 2016 23:01
სად შეიძლება სერიალის ტიფლისის ნახვა
სხვა სიახლეები
Porsche-ს ახალი 2016 წლის მოდელის - Porsche Panamera-ს მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
დაწვრილებით...
"ზამთარია, ტყაპუჭი მაცვია, ცხვირიც შიგ მაქვს ჩამალული, მარტო თვალები მიჩანს. ჩვენი პოლიციის უფროსს ბატონი გივი ბერიკაშვილი გაუჩერებია და მეც მივუახლოვდი, ოღონდ ხმას არ ვიღებ. ბატონი გადმოვიდა მანქანიდან, თვალი თვალში გამიყარა და სიცილით მეუბნება: სიკო, შენი შუბა დავწვიო. როგორ მიცანით-მეთქი. შენს ცნობას რა უნდაო, მომეფერა..."

"მზექალა (თინია) ახალსოფლიდან იყო. გადაღების დაწყებიდანვე დავმეგობრდით, თუმცა არ მავიწყდებოდა, "შემეხსენებინა", რომ "სიყვარული ყველას უნდა" მისი პირველი ფილმი იყო, მაშინ როდესაც მე უკვე "დამსახურებული მსახიობი" ვიყავ"
დაწვრილებით...
მამაკაცს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც საკუთარი სახლის ეზოში ბუნებრივი აირის მილს შედუღების აპარატით ადუღებდა.
დაწვრილებით...
"რაში ჭირდებოდათ რაცხა ყრილობაზე, ჰიმნის შესრულების დროს სოპრანო"
დაწვრილებით...
ჯანო იზორია: "ჩვენ ლუკმას ვუყოფდით­ ერთმანეთს"

"სტასი გაბრაზებული არ არის, მაგრამ ძალიან დასწყდა გული"
დაწვრილებით...
PRIME
"ადრე ამბროლაურში რო გაგევლო, ქვე მოიტეხავდი კისერს. შარშან შავ ყურძენში 5 ლარიც გადაგვიხადეს, მარა, ეს რო ზღვაში წვეთია?!"

"ძლივას გამოჩნდა სამუშაო და იმის მაგივრად, ჩვენი ხალხი ემუშავებინათ, უცხოები მოიყვანეს"
დაწვრილებით...
PRIME
"მძღოლს გაზეთიდან ამოჭრილი ჩემი სურათი ჰქონდა მიკრული სარკესთან, სტალინის ფოტოს გვერდით"
დაწვრილებით...
PRIME
"სახელი "თორნიკე" ძალიან მომწონს, ჰოდა ჩემს სამხრეთამერიკელ მახრჩობელას ამიტომაც დავარქვი"

თეკლა კვაჭაძე: "კარგი ზნისანი არიან ჩემი ავსტრალიელი აგამები - "სულიკო" და "მარია-ანტუანეტა"
დაწვრილებით...
PRIME
საოფისედ ქირავდება თელავის ცენტრში ორ-სართულიანი
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
სასწრაფოდ იყიდება გურჯაანში ( ნაორთალში)
იყიდება 3 ოთახიანი კუთხის ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები