საშინელი ტრაგედია თბილისში - ბუნებრივ აირს ამჯერად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა
საშინელი ტრაგედია თბილისში - ბუნებრივ აირს ამჯერად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა
23-01-2016
21 იანვარს, ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

27 წლის შორენა აბულაძე და 32 წლის ზაზა ხუხუნაიშვილი რამდენიმე თვის დაქორწინებულები იყვნენ. როგორც ირკვევა, ახალდაოჯახებულებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლებმა მას შემდეგ, რაც მათთან დაკავშირება ვერ მოახერხეს, სამაშველო სამსახური გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდათ.

დაღუპული შორენა აბულაძე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი იყო. სამინისტროს "ფეისბუკის" გვერდზე სამძიმრის ტექსტი გავრცელდა:

"შორენა აბულაძე 2009 წლის 25 ნოემბრიდან გადიოდა სტაჟირებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე. 2014 წლის 8 მაისიდან მუშაობდა საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე. იუსტიციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს".

"ვერაფრით ვერ ვიჯერებ და ვერ ვინელებ, დღე
You must have Flash Player installed in order to see this player.
და ღამე ვფიქრობ და ვერ ვხვდები ესეთი უსამართლობა რატო უნდა ხდებოდეს, ადამიანებს რომლებსაც ესე უყვარდათ ერთმანეთი სულ თვალებში შესციცინებდნენ, ესე ნაადრევად და ესე საცოდავად რატო უნდა დაესრულებინათ ცხოვრება, როგორ გინდა ახლა რამის გჯეროდეს კიდე და ცხოვრება გიხაროდეს"
.

"რა არის ეს ცხოვრება, დღეს ვართ და ხვალ შეიძლება აღარ ვიყოთ. ადამიანისგან მხოლოდ ტკბილი მოგონებები გრჩება, მთელი დღე შენს სურათებს ვათვალიერებ, ასჯერ შემოვედი შენ საიტზე, სულ აქ იყავი და მგონია შემოხვალ, მთელი დღე ვიხსენებთ შენთან გატარებულ დღეებს, არაფერი ცუდი არ მახსენდება, ერთი მომენტი არ გამახსენდა, სადაც მოწყენილი იყავი, როგორ შეიძლებოდა შენი სიკვდილი, სიცოცხლით სავსე იყავი, ვერცერთს ვერ მოგინელებთ ვერასოდეს", - წერენ გარდაცვლილი შორენა აბულაძის მეგობარები "ფეისბუკში". მათი თქმით, შორენა საოცრად ხალისიანი და სიცოცხლით სავსე გოგონა იყო.

ზაზა ხუხუნეიშვილის "ფეისბუკგვერდიდან" ირკვევა, რომ ახალგაზრდა "იბერია ბიზნეს ჯგუფის" თანამშრომელი იყო.


რუსო
08 თებერვალი 2016 18:27
ღმერთმა შეიწყალოს მათი სულები. ძალიან გული დამწყდა.
...
27 იანვარი 2016 17:23
90-იანი წლებიდან ყოველწლიურად ეწირება ათეულობით ადამიანის სიცოცხლე გაზის გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებს და დღემდე არ არის მოსახლეობა ინფორმირებული რეალური გამომწვევი მიზეზის თაობაზე, რაშიც შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების გარდა ბრალი მიუძღვის მასმედიას, რომელიც არასწორ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს. აბსოლიტურად უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილის გამომწვევი მიზეზია არა "გაზის გაჟონვა", არამედ ოთახში ნამწვი აირის (გაზის წვის პროდუქტი)დაგროვება, რომელსაც არ აქვს სუნი და თანდათან იწვევს ადამიანის მოწამვლას. ხშირ შემთხვევაში მას ეძინება და შემდგომ გონზე მოუსვლელად იგუდება. რადგან აქცენტი კეთდება "გაზის გაჟონვაზე" ადამიანები უშვებენ საბედისწერო შეცდომას: გულდასმით ამოწმებენ გაზის მილებსა და დამჭერებს (ე.წ. "ხამუტებს") და თუ გაზი არ ჟონავს მშვიდააა. ნამწვი აირის დაგროვების თავიდან ასაცილებლად არსებობს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრავს ნამწვი აირის კონცენტრაციას ოთახში და ზღვრული კონცენტრაციის შემთხვევაში იძლევა სიგნალს.ასეთი მოწყობილობის არქონის შემთხვევაში, მათ ვინც რისკავს და უდგას "ნიკალას" ტიპის გამათბობელი ან გამაცხელებელი, რომლებშიც ნამწვი აირის სექცია არ არის ჰერმერტულად გამოყოფილი ოთახისგან, ღია უნდა დატოვონ სარკმელი და ხშირად გაანიავონ ოთახი. ღამით კი მსგავსი ტიპის გამათბობლის ჩართული დატოვება ყოვლად დაუშვებელია!
სხვა სიახლეები
"გვარამია ნულია ჩემს თვალში! ეს არის მიხეილ სააკაშვილის რუპორი და ყოფილი პროკურორი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ მუსიკაში ერკვევა..."
დაწვრილებით...
ძველად ონიქსს „ბელადების ქვას“ უწოდებდნენ, რადგან მას თავისი ძალით შეუძლია მფლობელს მოუტანოს ძალაუფლება, გონებამახვილობა, დაეხმაროს პატრონს მტრის გეგმების გამოცნობაში.
დაწვრილებით...

სილქნეტის მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ მომსახურებას, რომელიც გაუმარტივებს ყოველდღიურობას ან სახლიდან გაუსვლელად  მოუგვარებს პრობლემას.

დაწვრილებით...
"დგახარ 5049 მეტრ სიმაღლეზე და ქვეყანა შენი გგონია"

"მყინვარზე ასასვლელი­ რთული გზაც არსებობს და იოლიც. ჩემს ასაკში გაცილებით რთულია, მაგრამ ერთი რამ, რაც მთებში სიარულმა მასწავლა, ძალისა და ენერგიის განაწილებაა. მიზნის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ბუნებამ და ამინდმაც უნდა შეგიწყოს ხელი"
დაწვრილებით...
PRIME
"სიკვდილის შიში არ მქონდა, ან რა უფლება მქონდა, ამაზე მეფიქრა, როცა ვიცოდი, რომ ორივე შვილი ფრონტის წინა ხაზზე მყავდა"

"ამ ომში კარგი ახალგაზრდები დავკარგეთ. გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ მათ შესახებ არაფერი იცის. იყო შემთხვევები, როცა ხუთი კაცი ერთი იარაღით იბრძოდა. ეს ხომ არ უნდა მიეცეს დავიწყებას?! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომლებმაც საქართველოს უახლესი ისტორია შექმნეს"
დაწვრილებით...
PRIME
რამდენჯერ მინატრია ბეღურობა - ავფრინდებოდი და საკენკს მოვიძიებდი... გიჟი არ გეგონო, შვილო, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს პატარა ფრინველი ჩემზე ბედნიერიც არის და თავისუფალიც

"ამ უბნის ყველა კატა მიცნობს, მაგრამ ახლა ხედავ რომელიმეს? როგორც კი განათდება, ეს ონავრებიც საშოვარზე გამოდიან და ხომ უნდა დავასწრო, მერე ნაგვის მანქანაც ჩამოივლის და ჭირი მოგჭამა ჩემმა ნამცეცებმა... კიდევ, ხალხს ვერიდები, შვილო..."
დაწვრილებით...
PRIME
"ინგლისში სცენაზე ავიდნენ დედოფალი და პრინცი ჩარლზი და დათოს პირადად მიულოცეს წარმატება. რამდენჯერმე ბუკინგემის სასახლეშიც მიიწვიეს"

"ამერიკაში საბალეტო სკოლას ვხელმძღვანელობ, ბევრი ხელოვანი აღვზარდე, ჯილდოც ბევრი მივიღე...
დაწვრილებით...
PRIME
"ბათუმი თურქეთს ყოველთვის ქართულად მოლაპარაკე თურქებით დასახლებულ თურქულ ქალაქად მიაჩნდა"
დაწვრილებით...
PRIME
"ერთხელ გავეხუმრე, მკლავზე მოვკიდე ხელი - ბატონო დოდო, მართლა ასეთი მაგარი იყავით ახალგაზრდობაში-მეთქი? გასწიე, ბიჭო, ხელი, შენისთანას თორმეტს მაინც მოვერეოდიო"
დაწვრილებით...
PRIME
"მარტოხელა დედა თურქეთში წავედი სამუშაოდ. გავიცანი კაცი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელი გამოდგა. მერე მეც მომინდა გამესინჯა, რას განიცდიდნენ მისი ზემოქმედებისას"
დაწვრილებით...
PRIME
ვაქირავებ უცხოვრებელ ბინას ყაზბეგის 25-ში,
სასწრაფოდ! იყიდება 600 კვ.მ მიწის
სასწრაფოდ და იაფად! შიდა განვადებით
ქირავდება დღიურად ბინა საბურთალოს ცენტრში,სპორტის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები