"მიშა ისე განიცდის, მკვდარია"
"მიშა ისე განიცდის, მკვდარია"
25-01-2016
"ამ ამბის შემდეგ­ მიშა მონასტერში იყო, ახლა ფანტასტიკურად­ არის და არ მინდა ნერვები მოეშალოს"

"სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ მათ სასმლისგან­ და "ლირიკისგან"­ მოეწამლათ ორგანიზმი"


სოციალურ ქსელში, უკრაინული ტელეკომპანია Еспресо TV-ს მიერ ბორისპოლის აეროპორტში­ გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც ქართველი­ მსახიობი­ მიშა მესხი და მისი მეგობარი რეზი ოძელაშვილი არიან აღბეჭდ­ილი. სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ ორი ქართველი ნარ­კოტიკული ნივთიერების გადაჭ­არბებული დოზის შედეგად ცუდად გახდა, რის შესახებაც მათ ტაქსის მძღოლმა შეატყობინა. ეს ვიდეო ორი თვის წინ არის გადაღებული, თუმცა ახლახან­ გავრ­ცელდა. კულუარებში ამბობენ, რომ ეს მიშა მესხის მიმართ შურისძიება იყო. ცნობილია, რომ მიშა მესხის ოჯახს მიხეილ სააკაშვილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, მიშაც ყოფილ პრეზიდენტს საჯაროდ აკრიტიკებდა.

მიშა მესხი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს. მიშას და, მარი მესხი კი აცხადებს:

- ეს ამბავი ნოემბერში მოხდა,­ როცა მიშა და მისი მეგობარი კიევში ქორწილში ჩავიდნენ და უკრაინაში ერთი კვირით დარჩნენ. ალბათ, ის ერთი კვირა საერთოდ არც ეძინათ და გადაიღალნენ. როცა ეს ფაქტი დაფიქსირდა,­ იმ დღესვე ჩავედი უკრაინაში. სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ მათ სასმლისგან­ და "ლირიკისგან"­ მოეწამლათ ორგანიზმი, ასე ვთქვათ, "პერედოზი"­ დაემართათ. საკონსულო გვერდით დაგვიდგა და დიდ მადლობას­ ვუხდი მათ. ვნახე ვიდეო და ძალ­იან ცუდად არის ყველაფერი ნაჩვენები. ფაქტია, რაღაცაშია საქმე, შავი პიარის აგორება უნდოდათ... ამ ამბამდე სამი დღით ადრე დაიწერა,­ რომ მიშა მესხი მოკვდა. მინდოდა მეჩივლა, მაგრამ აღარ ვიჩივლე. სიტყვას დიდი ძალა აქვს, ალბათ...

- იცოდით ამ ვიდეოს არსებ­ო­ბის­ შესახებ? ხომ არ აპირებთ,­ პასუხი მოსთხოვოთ უკრაინელ სამარ­­თალდამცველებსა თუ უკრაინულ მედიას ამის ჩვენებისთვის?

- არ ვიცოდი, გადაღებული­ თუ იყო. რატომ უნდა ვუჩივლო?­ მათი ნებაა, როგორც უნდათ, ისე აჩვენებენ. ერთ რამეზე მწყ­დ­ება­ გული - ამ ამბის შემდეგ­ მიშა მონასტერში იყო, ახლა ფანტასტიკურად­ არის და არ მინდა ნერვები მოეშალოს. მიშასთვის არც დამირეკავს, ზუსტად ვიცი, მკვდარია, ისე განიცდის. პრობლემები ყველას გვაქვს, მათ შორის მიშასაც... მისთვის ისიც პრობლემაა, რომ რეალიზებული არ არის. ასეთია საქართველოში მსახიობის ბედი. არ მინდოდა ინტერნეტში კომენტარების წაკითხვა, მაგრამ მაინც წავიკითხე. მივმართავ ხალხს,­ თავი შეიკავონ ლანძღვისგან. 90-იანი წლებიდან გამომდინარე ყველა ნარკოტიკებით­ არის გაუბედურებული. დედებს, დებს, ძმებს ვთხოვ, ნურავისზე იტყვიან ცუდს. ეს ცუდია, მაგრამ არავინ იცის, რა დაგვემართება...­ ისედაც გამწარებულ ოჯახს, კიდევ­ ნუ გაგვამწარებთ. მას ჰყავს დედა, შვილი, და. იმის მაგივრად, რომ გვერდით დავუდგეთ, ვლანძღავთ.

"რამ გაგაბოროტათ, ხალხო?!"

"რა გჭირთ, ხალხო, რას დაეტა­კეთ ამ ბიჭს, მეტი საქმე არ გაქვთ?! რას აქვეყნებთ გამწარებული­ ვიდეოს, თუ როგორ სძინავს მიშას ტაქსიში, იმის მაგივრად, რომ იგნ­ორი გაუკეთოთ ამ ყოვლად ამაზრზენ, ადამიანის უფლებების შემლახველ ვიდეოს! რა გაბოროტებულები ხართ! ოსკა­რზეც თუ დაიძინა, მე უნდა შევწუხებულიყავი ყველაზე მეტად, ჩემს მხარზე ეძინა და მე ვუვლიდი, თქვენ რამ შეგაწუხათ ასე?! სხვისი ცხოვრებით ნუ ცხოვრობთ, დაიღუპებით!" - წერდა "ფეისბუკის" გვერდზე ცნობილი რეჟისორი ზაზა ურუშაძე.

"ახლა კიდევ ის ვიდარდოთ, უკრაინასთან შევრცხვითო"

You must have Flash Player installed in order to see this player.
ბუბა კიკაბიძე, მომღერალი:
- უკრაინული საიტები რას აღარ წერენ და ერთი სერიოზული პასუხი სჭირდებათ მაგათ! თუმცა, ალბათ რაღაც იყო, თორემ ტყუილად არ მოიგონებდნენ მაინცდამაინც მიშა მესხზე. მთავარია, უშველეს და გადაარჩინეს! საქართველოში კი საზოგადოების ნაწილი აგრესიას გამოხატავს და არ შეიძლება ასე, კაცო! ეს არის საშინელი სენი, ჯერ უნდა ვუშველოთ და მერე ვილაპარაკოთ რა... მიშა მესხი ნიჭიერი ბიჭია და როგორი ადამიანია, არ ვიცი, ახლოს არ ვიცნობ, ახალგაზრდა კაცია, შვილიშვილად შემფერის. რაც მსმენია, უყვარს ხალხს და პატივს სცემენ. ალბათ, იმიტომ გაჰკიცხეს, უკრაინაში რომ დაემართა ეს, ნამდვილად სირცხვილია და ამიტომაც დაეტაკნენ! საქართველოში რომ დამართოდა, არ იქნებოდა ასეთი მძაფრი რეაქცია. სხვაგან როცა ხარ, შენს ქვეყანას წარმოადგენ და მეტი სიფრთხილე გმართებს! ჩემზე კარგად ალბათ, არავინ იცის, როგორ პატივს გვცემენ უკრაინელები და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს! ბევრი კარგი ადამიანი ჩადის იქ საქართველოდან, მაგრამ ბევრი ხარახურაც (მიშა მესხს არ ვგულისხმობ, ღმერთმა დამიფაროს). ამიტომაც, დღეს რომ პატივს გვცემენ უკრაინაში, ხვალ შეიძლება გვაგინონ!

ზურა ყიფშიძე, მსახიობი: "რა დროს აგრესიაა, ხალხო, ადამიანს თავისი უბედურება არ ეყოფა?! რომ გადაარჩინეს, ეგ არის მთავარი და რაღად უნდა საქმეში ცხვირის ჩაყოფა?! დიდი მადლობა უკრაინელ ექიმებს, ქართველების სახელით! მიშა ნერვებსაც მიშლის, ნაჩხუბარიც ვიყავი ერთი პერიოდი, მაგრადაც გავუბრაზდი, მაგრამ ეს ჩვენი პირადი საქმეა! რაც დაემართა, მხოლოდ მისი ბრალი არ არის, საზოგადოებაც ცოდავს! აკრძალვა კი არა, ამ საქმეს რეგულაცია სჭირდება. ადამიანი ბავშვივითაა, რასაც უკრძალავენ, იმისკენ მიძვრება! ამ საკითხს უფრო ფილოსოფიური მიდგომა სჭირდება და არა ასეთი ზედაპირული... ახლა კიდევ ის ვიდარდოთ, უკრაინელებთან შევრცხვითო... რა თქმა უნდა, სასახელო არაფერია, მაგრამ უკრაინელებსაც მოსდით ეგ, რუსებსაც და ამერიკელებსაც! კიდევ კარგი, უკრაინაში რომ მოხდა, თორემ შეიძლება საქართველოში ვერც ეშველათ... ციხეები და რაღაც უბედური "შტრაფები" ვერაფერს უშველის! კაცმა ჯერ ის არ იცის, ნარკოტიკის ფული სად იშოვოს და მერე კიდევ ფულს ახდევინებენ იმის გამო, რომ თავს იკლავდა... ხალხო, ეს ყველაფერი არის "ცეხი"! ასე იყო სააკაშვილის დროსაც და ხალხი ყველას ფეხებზე ჰკიდია. არა მგონია, ვინმე წუხდეს ადამიანების ჯანმრთელობაზე - გინდ მიშა იყოს, გინდ გრიშა! სინამდვილეში, უზარმაზარი ფული კეთდება და მეტი არაფერი!

თამარ ბოჭორიშვილი
მასწავლე*
24 თებერვალი 2016 21:54
სრულიად ვიზიარებ და ვეთანხმები ბატონ ყიფშიძის კომენტარს,რაც არა ერთხელ განმიცხადებია კიდეც:გახსენით კაFე კოშკები თავისუფლება გვიბოძეთ კაცსა თუ რამეს დაუშლით სწორედ ის უნდა იცოდეთ!*
თამრიკო
23 თებერვალი 2016 17:07
თავი აიყვანე და ადამიანს დაემსგავსე. ნუთუ მიგწონს შენი ვითომდა სვეტური გამოსვლები ტელევიზიით. ისე რაც გინდა ის ქენი ჩვენი საქმე არ არის ყველა კაცი თავის თავის მტერია. მაგრამ რამდენი ნიჭიერი და კარგი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან, იქნებ დაფიქრდე და მიხვდები. აგრესია თუ ვინმეს აქვს ალბათ ძალიან უყვარხარ და იმიტომ.
სხვა სიახლეები

"ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა თუ კანონს არ არღვევს და არავიზე არ ძალადობს, რანაირი ფოტოც უნდა ისეთი გადაიღოს საკუთარ საცხოვრებელში და საჯაროდ გამოფინოს. გინდ შიშველი პოზირებდეს, გინდ ტიტველი და გინდ წურბელებით კისერზე"

დაწვრილებით...
"ძალიან მინდა ვიყო... გრიშა კაკაჩიასავით მდიდარი, რომ ქველმოქმედების საშუალება მქონდეს"

დაწვრილებით...
ბათუმი განსაკუთრებული ახალი წლისთვის ემზადება.
დაწვრილებით...
შარშან ნაძალადევში, ნაქირავებ ბინაში, ახალგაზრდა­ ცოლ-ქმარი დაიღუპა. ქალი 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა ახალგაზრდები­ აღარ გამოჩნდნენ, მეზობლებმა მოიკითხეს. ბინა მაშველებმა შეანგრიეს და...
დაწვრილებით...
6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე ბიზნეს-კონფერენცია,
დაწვრილებით...
"გვარამია ნულია ჩემს თვალში! ეს არის მიხეილ სააკაშვილის რუპორი და ყოფილი პროკურორი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ მუსიკაში ერკვევა..."
დაწვრილებით...
ძველად ონიქსს „ბელადების ქვას“ უწოდებდნენ, რადგან მას თავისი ძალით შეუძლია მფლობელს მოუტანოს ძალაუფლება, გონებამახვილობა, დაეხმაროს პატრონს მტრის გეგმების გამოცნობაში.
დაწვრილებით...
5 დეკემებრს, ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის სპეციალური საინფომაციო ტური ჩატარდა.
დაწვრილებით...

სილქნეტის მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ მომსახურებას, რომელიც გაუმარტივებს ყოველდღიურობას ან სახლიდან გაუსვლელად  მოუგვარებს პრობლემას.

დაწვრილებით...
"დგახარ 5049 მეტრ სიმაღლეზე და ქვეყანა შენი გგონია"

"მყინვარზე ასასვლელი­ რთული გზაც არსებობს და იოლიც. ჩემს ასაკში გაცილებით რთულია, მაგრამ ერთი რამ, რაც მთებში სიარულმა მასწავლა, ძალისა და ენერგიის განაწილებაა. მიზნის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ბუნებამ და ამინდმაც უნდა შეგიწყოს ხელი"
დაწვრილებით...
აღმაშენებლის ხეივანზე, დიღომი-7 1520კვმ მიწის
სასწრაფოდ! იყიდება მიწის ნაკვეთი, კომუნიკაციები
იყიდება აღმაშენებლის ხეივანზე დიღომი 7-ში
სასწრაფოდ! იყიდება 1400 კვ.მ მიწის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები