"ქალი შვილის დასახმარებლად წავიდა, ახლა კი მის დასატირებლად ჩამოდის!" - ორი ახალგაზრდის სიკვდილის"იარაღი" კვლავ გაზის გამათბობელია
"ქალი შვილის დასახმარებლად წავიდა, ახლა კი მის დასატირებლად ჩამოდის!" - ორი ახალგაზრდის სიკვდილის"იარაღი" კვლავ გაზის გამათბობელია
27-01-2016
21 იანვარს, ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. 27 წლის შორენა აბულაძე და 32 წლის ზაზა ხუხუნაიშვილი რამდენიმე თვის დაქორწინებულები იყვნენ, ახალდაოჯახებულებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ.

25 იანვარს მორიგი ტრაგედია ქუთაისის ქუჩაზე დატრიალდა, მიზეზი ისევ ბუნებრივი აირის გაჟონვაა, რომელმაც ორი ახალგაზრდის- 28 წლის პაპუნა ხაინდრავასა და 16 წლის გიორგი ტალახაძის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბიჭები ერთ ოჯახში გაიზარდნენ და ძმებივით უყვარდათ ერთმანეთი. გიორგი 51-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო, მისი მეგობრები "ფეისბუკში" წერენ, რომ ის გონიერი და გულიანი ბიჭი იყო. ორივე შემთხვევაში ბინა გაქირავებული იყო და წინასწარი კვლევით, ტრაგედიების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გამათბობლები გახდა. ქუთაისის ქუჩის მაცხოვრებელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარზე გვიამბობს:

- ეს ხალხი ჩვენი კორპუსის ძირითადი მაცხოვრებლები არ არიან, ამ ცოტა ხნის წინ იქირავეს ბინა და გადმოვიდნენ საცხოვრებლად; გიორგის ხშირად, ყოველ დღე სკოლაში წასვლა-მოსვლისას ვხედავდი, საყვარელი ბიჭი იყო, სალმიანი, მიხაროდა მისი დანახვა.
ერთხელაც დედამისი მოვიკითხე, - ამ ბიჭს ვხედავ, მაგრამ დედა არასოდეს დამინახავს, სად არის-მეთქი, - მითხრეს, დედა ამერიკაშია წასული, მუშაობს და ოჯახს იქიდან ეხმარებაო. ამაზე რომ ვფიქრობ, სიცოცხლე აღარ მინდა, - ქალი შვილის დასახმარებლად წავიდა, ახლა კი შვილის დასატირებლად ჩამოდის! ამ უბედურების აღწერაც კი არ შეიძლება! მტერსაც კი ვერ უსურვებ ასეთ რამეს ადამიანი.

უფროსი პაპუნაც დამინახავს, მამასთან და გიორგისთან მოდიოდა ხოლმე, ისიც კარგი ბიჭი იყო… მადლობა უფალს, რომ მის სახელზე მაინც დარჩა ვიღაც, - 8 წლის გოგონა ჰყავს… გიორგი კი ისე წავიდა, რომ ამქვეყნად ცხოვრებაში ვერაფერი მოასწრო. არადა, წინ რამდენი რამ ჰქონდა.

- საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, ტრაგედია დღის საათებში მოხდა. ამ დროს ალბათ ბიჭები ჩაძინებულები არ იქნებოდნენ, როგორ
უნდა მომხდარიყო, რომ ვერაფერი იგრძნეს?
!
- სავარაუდოდ, სუნი არ ჰქონდა აირს და ალბათ ამიტომ ვერ იგრძნეს ვერაფერი, თორემ რაიმეს ხომ მოიმოქმედებდნენ! როგორც ვიცი, ბუნებრივმა აირმა გამათბობლისგან გაჟონა, ბინაში ის საშინელი "ნიკალას" ტიპის ღუმელი ედგათ თურმე... მაგ ტიპის გამათბობლები ზედმიწევნით კარგად თუ არ არის დამონტაჟებული მკვლელობის იარაღად იქცევა, აქამდეც რამდენი ტრაგედია დატრიალდა "ნიკალას" გამო, საერთოდ რომ აკრძალონ მაგის გამოყენება, არ შეიძლება?!

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით არის აღძრული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)


akrzalet
28 იანვარი 2016 19:16
აკრზალეტ ასეტი გამატბობლების დამონტაჟება
Tea
28 იანვარი 2016 16:57
Natelshi amkofos tqveni suli ufalma.ojaxs da mshoblebs gamjleoba mogcet gmertma.
სხვა სიახლეები
აჭარაში ტურისტული სეზონის გახანგძლივებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ცნობილ ტელეარხებზე ვიდეო რეკლამა გაუშვა.
დაწვრილებით...
2016 წლის 22-25 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი “Ad Black Sea” გაიმართა.
დაწვრილებით...
“თეგეტა მოტორსი” პრემიუმ კლასის Shell -ის, Motul-ისა და Mobil-ის ბრენდის ძრავის ზეთებზე მომხმარებელს აქციას სთავაზობს.
დაწვრილებით...
დედაქალაქის ავტობუსით მგზავრობა, როგორც მოსახლეობა ამბობს, ბოლო დროს რისკფაქტორი გახდა, რადგანაც დიდი ხანი არ არის, რაც ორი, არც თუ სახარბიელო ფაქტი მოხდა
დაწვრილებით...
"რუსები დაგვცინიან, ჩვენ კი ძმებს და სტრატეგიულ მოკავშირეებს ვეძახით. აფხაზეთის ხელისუფლება მათ მიმართ პოზიციის კი არა, ქალაქის საკანალიზაციო სისტემის შეცვლასაც ვერ ახერხებს. ამასობაში კი, დანარჩენ ცივილურ სამყაროს ერთი საუკუნით ჩამოვრჩით..."
დაწვრილებით...
ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი დასრულდა.
დაწვრილებით...
"რა აფხაზი ხარ, აფხაზური არ იციო. არადა, თვითონ რუსულად ლაპარაკობდნენ. ვეკითხებოდი, რატომ ფიქრობთ, რომ თუკი რუსულად არ ვმეტყველებ, ამიტომ აფხაზი არ ვარ-მეთქი"?
დაწვრილებით...
აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია
დაწვრილებით...
სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის ორნითოლოგი და ამ დარგით გატაცებული ტურისტი აკვირდება.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე Automechanika Frankfurt 2016 წარდგა.
დაწვრილებით...
ქირავდება საბურთალოზე 110 კვ.მ.
ქირავდება იზოლირებული, კომფორტული მყუდრო ბინა
სასწრაფოდ! იყიდება ბინა საბურთალოზე, სანდრო
სასწრაფოდ! გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები