"მერე კი ეს საშინელი სტიქია მოხდა და ორი და წამართვა..."
"მერე კი ეს საშინელი სტიქია მოხდა და ორი და წამართვა..."
27-01-2016
"კვირის პალიტრამ" გერმანიაში გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულებს გადასცა

გასული წლის 25 სექტემბერს, ფრანკფურტში, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, კონცერტი გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც მარიამ შტილერი-ფოფხაძე და პაატა ბოლოთაშვილი იყვნენ. კონცერტის იდეის ავტორმა, პაატა ბოლოთაშვილმა საღამოს პირველ ნაწილში, პრეზენტაციის სახით, სტუმრებს საქართველოსა და თბილისში 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ უამბო. კონცერტის მეორე ნაწილი კი ცნობილ, გერმანიაში მოღვაწე ვირტუოზ მუსიკოსებს დაეთმო. დასწრება თავისუფალი იყო.
შემდეგ, მათ ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნეს, რომელთა საფასურიც, ასევე შემოწირულობის სახით, დაზარალებულთათვის შეგროვდა და გადმოეგზავნა.
როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბარში ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ შტილერი-ფოფხაძე აცხადებს, მათ თავად აარჩიეს ორი 13 ივნისის დაზარალებული და შეგროვილი თანხა მათზე გაიყო.

დავით ხიჯაკაძე, 13 ივნისის დაზარალებული:
- სტიქიისას მე და ჩემი ცოლ-შვილი ვერეს ხეობაში ვიყავით, ივნისის ტრაგედიის შემდეგ, ფაქტობრივად, ბოსელში გვიწევდა ცხოვრება, მაშინ, ლამის ყველა ტელევიზიამ გააშუქა ჩვენი საცხოვრებელი პირობები... შემდეგ, მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის რეკომენდაციით (მან მოამზადა ყველა საჭირო დოკუმენტი და მიმართვა) სულ რამდენიმე კვირაა, მოსკოვში მოღვაწე მომღერლებმა, დებმა მედეა და მირანდა მირიანიშვილებმა, გვიყიდეს ოროთახიანი ბინა, სადაც შეგვასახლეს. მეუღლეს მწვავე არითმია აქვს. მე, როგორც გითხარით, უმუშევარი ვარ, ეს თანხა, მართლაც მისწრებაა ჩვენთვის. ათასი რამე გვაქვს შესაძენი, მაგიდა და სკამებიც კი არ გვაქვს.

ლუკა ზარანდია, 14 წლის, 13 ივნისის დაზარალებული:
- იმ ღამეს, როდესაც ტრაგედია მოხდა, სახლში ვიყავი ნუცუბიძეზე, მეძინა...

ჩემი დები მარჯანიშვილზე იყვნენ, კაფეში, მეგობრებთან ერთად... როდესაც წვიმა დაიწყო, იმ დროს ისინი გმირთა მოედანით ტაქსით ბრუნდებოდნენ სახლში.
ინდირამ თავის შეყვარებულს, ირაკლის დაურეკა, ამა და ამ ადგილზე ვართ და სახლში რომ მივალთ, შეგეხმიანებიო, მაგრამ არ შეხმიანებია, ირაკლიმ ლიზისაც დაურეკა, მაგრამ ვერც მას დაუკავშირდა... მათთან დაკავშირება ვერც დედაჩემმა შეძლო და
You must have Flash Player installed in order to see this player.
დავიწყეთ ძებნა... რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ჯერ ინდირა იპოვეს, შემდეგ ლიზი... სერგი, ჩემი დის შეყვარებული დღემდე არ არის ნაპოვნი. ისევე როგორც ტაქსის მძღოლი, ვინც მართავდა მანქანას...
13 ივნისს გარდაცვლილი ინდირა და ლიზი ზარანდიები

- ლუკა, ახლა სად ცხოვრობ?
- ახლა ხობში დავბრუნდი საცხოვრებლად, მშობლებიც იქ არიან... ამ თანხას დედას ჩავუტან და ერთად გადავწყვეტთ, რაში უნდა მოვიხმაროთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გერმანიაში ჩვენი ტრაგედია გულთან მიიტანა და ასევე "კვირის პალიტრას". საბედნიეროდ, გულისხმიერი ადმიანები ბევრი არიან, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ პენსიონერს დაურეკავს, - 50 ლარს გირიცხავთო და სახელი და გვარიც არ უთქვამს. ასევე, მოსკოველმა დებმა მირიანაშვილებმა გვიყიდეს ბინა თბილისში. იქამდე ქირით ვიყავით. დედ-მამა გარევაჭრობით არჩენდნენ ოჯახს. ჩემი ორივე და მუშაობდა და ასე გაგვქონდა თავი. თითქოს ყველაფერი კარგად იყო... მერე კი ეს საშინელი სტიქია მოხდა და ორი და წამართვა...


იხილეთ ასევე: საქველმოქმედო კონცერტი გერმანიაში – რას ჰყვებიან გაწბილებული და მადლიერი ორგანიზატორები?

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)


sofo
28 იანვარი 2016 10:17
ძალიან კარგია, რომ გაშუქდა ეს ქველმოქმედება. ყველა სიკეთეზე უნდა დაიწეროს და ითქვას, რაც კეთდება. აგერ, ვინმე დებ მირიანაშვილებს ბინაც უყიდიათ ზარანდიების ოჯახისათვის. ამაზეც ვრცლად უნდა დაიწეროს, ვინ არიან ეს ქველმოქმედი დები. ჟურბალისტებს ვთხოვ, მეტი წერონ სიკეთეზე და ადამიანობაზე და ნაკლები სისასტიკესა და არაჰუმანურობაზე. სკანდალებით და რეიტინგული, მაგრამ არაფრისმთქმელი ინფორმაციით მხოლოდ ბოროტებას თესავთ და ამას მერე ყველა ერთად ვიმკით. არადა, სიკეთე ბევრად ჭარბობს ბოროტებას, თუნდაც თანამედროვეობაში.
rrrrrrrrr
28 იანვარი 2016 09:08
ეს ყველაფერი ზალიან კარგი დასასიამოვნოა, მაგრამ რა თანხა შემოვიდა რატომ არ წერენ?????
სხვა სიახლეები
დღევანდელ წერილში რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის თავს გადახდენილ მხიარულ ისტორიებს მოგიყვებით.
დაწვრილებით...
"სულ ნოსტალგია მაქვს, როცა "ფეისბუკში" ჩემი მშობლიური და საყვარელი დაბა ცემის ფოტოებს ვუყურებ - წელს მაინც რამხელა თოვლი მოსულა"!
დაწვრილებით...

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს.
დაწვრილებით...
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
თენგიზ აბულაძის ფილმის - "მე, ბებია,­ ილიკო და ილარიონი" - გადაღებისას ბებიის როლის შესასრულებლად 55 წლის სეს­ილია თაყაიშვილმა საღი კბილები დაიძრო.
დაწვრილებით...
PRIME
როგორც კი პუტინის მანქანა ჯორს გაუსწორდა, ეს უკანასკნელი ადგილს მოსწყდა, სწორედ პრეზიდენტის მანქანის წინ დადგა. პუტინი შეეცადა, მისთვის გვერდი აევლო, მაგრამ ამაოდ - ჯორი იქით გადადგა, რა მიმართულებითაც პუტინმა წასვლა გადაწყვიტა. ბოლოს პუტინმა ჯორს თავი დააღწია და მინიმალური სიჩქარით გააგრძელა გზა. ასე მიდიოდნენ ფეხშეწყობილად..­.
დაწვრილებით...
PRIME
"ვეფხისტყაოსანი" ქართველებისთვის­ ის ძეგლია, რომელსაც ჯერაც ვერც ერთი ქართული შედევრი ვერ გაუტოლდა, ამიტომაც მის სცენაზე გადატანას ყველა ერიდებოდა,
დაწვრილებით...
PRIME
"კარგია, როცა ქვეყანა შენდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს,­ შენი ქვეყნის ისტორია წყალმა წაიღოს..."

შალვა ივანიძე: "სუვენირების გამყიდველი ვარ, მაგრამ შენი ქალაქის ისტორია როგორ არ უნდა იცოდე? გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ თავისი ქვეყნის წარსულის შესახებ ნაკლებად იცის"
დაწვრილებით...
PRIME
იყიდება კერძო სახლი ბაგების ბოლოს,
LTD ,,NDS” გთავაზობთ დიღმის მასივში
იყიდება ზაარბრუკენის მოედანზე (ყოფილი ვორონცოვი)
სასწრაფოდ და იაფად! იყიდება
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები