"აფხაზი მაღალჩინოსნის სახლში გამართულ ნადიმზე, ქართველი ექიმების სადღეგრძელო არაერთხელ გაისმა"
"აფხაზი მაღალჩინოსნის სახლში გამართულ ნადიმზე, ქართველი ექიმების სადღეგრძელო არაერთხელ გაისმა"
28-01-2016
ჟურნალისტი მანანა მაზიაშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე მეტად ემოციურ ჩანაწერს აქვეყნებს:
"გალიდან ჩამოსულმა მეგობარმა დღეს გულისამაჩუყებელი ამბავი მიამბო: რამდენიმე თვის წინ ოჩამჩირეში აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ოჯახის უფროსი ვაჟი სიმაღლიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. საჭირო იყო სასწრაფო ოპერაცია, რომელსაც სოხუმში ვერ გააკეთებდნენ. ოჯახი ასეთი არჩევანის წინაშე დადგა: ან თბილისი, ან რუსეთის რომელიმე დიდი ქალაქი. თუმცა როგორც აფხაზი ექიმები ამბობდნენ, მოზარდის ბედს წუთები წყვეტდა და ოჯახმაც მოკლე გზა აირჩია - თბილისი. ავადმყოფი ზუგდიდიდან ჩასული რეანომობილით წამოიყვანეს, მარტო, მშობლებმა გაყოლა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვერ შეძლეს. თბილისში ქართველმა ნეიროქირურგებმა ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, მთელმა საავადმყოფომ უპატრონა, მოუარა და გამოჯანმრთელებული გაამგზავრა ოჩამჩირეში.
მოგვიანებით, მთელი გალი ლაპარაკობდა აფხაზი მაღალჩინოსნის სახლში გამართულ ნადიმზე, სადაც ქართველი ექიმების სადღეგრძელო არაერთხელ გაისმა. ამის მერე გალელებმა ერთი უცნაურობაც შეამჩნიეს: ენგურს გაღმა ექიმთან მიმავალ მგზავრებს პრობლემებს აღარ უქმნიან, თუმცა იქაურებს კარგად ახსოვთ, უფრო ადრე როგორ გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭიდებოდა, მაგრამ მოუწესრიგებელი დოკუმენტების მომიზეზებით ე.წ. საზღვარზე არ გაატარეს.

ჩემი მეგობარი მარწმუნებს, ამ ფაქტებს წყალი არ გაუვაო. თუ ვინმემ მოიგონა, არც ეს არის ცუდი, როგორც ჩანს, ენგურს გაღმა მცირედით, მაგრამ მაინც დათბა".

წყარო
non
04 თებერვალი 2016 12:17
რატო მანამდე არ თქმულა აფხაზ ოჯახებში ქართველელების სადგერგძელო! უბრალოდ ისინი ნელ ნელა ხვდებიან თუ რას ნიშნავს მათთვის ქართველი ერი. რომ კარგად დაინახონ რუსსა და ქართველებს შორის დიდი სხვაობა. ჩვენ გულმოწყალე ხალხი ვართ, დარწმუნებული ვარ ასეთ სიკეთეს მარტო უფალი გადაუხდის იმ ექიმებს. ყოჩაღ მათ.
david67
30 იანვარი 2016 14:58
დიახაც ეს ჟესტია ასეთი.გინდა მოსყიდვა დაარქვით და გინდა პადხალიმობა.ყველაფერი უნდა გააკეთოს მთავრობამაც და ხალხმაც რომ ტერიტორია დაბრუნდეს!ბოდიშიც უნდა მოუხადოთ და სხვა დამამცირებელი საქმეებიც უნდა ვაკეთოთ! თუ შენი ქვეყანა გიყვარს. კომენტარების უმრავლესობიდან გამომდინარე ეს ასე არ სჩანს.რაღაც ავადმყოფური სიამაყე დაემართა აქ ხალხს! იმას ვისაც ერთი დღე მაინც უცხოვრია აფხაზეთში ის მიხვდება ,რაზეც ვლაპარაკობ. დედამიწის ზურგზე არ ყოფილა ისეთი ძმობა -მეგობრობა,როგორც აფხაზეთში იყო.იქ ყველა ერის წარმომადგენელი კარგად გრძნობდა თავს,აბსოლუტურად ყველა .ექიმი, მასწავლებელი , მწერალი პოეტი მუშა თუ ქურდი. ერთმანეთში ურთიერთგაგება არსებობდა. ყოჩაღ ქართველ ექიმებს! დიახაც უფრო მეტი ყურადღება აფხაზ პაციენტებს,ვიდრე ქართველებს.ზოგი ინტრიგანი ალბათ ისე გაიგებს ვითომ მე ქართველების მკურნალობის წინააღმდეგი ვიყო!რა გიკვირთ ეს როგორც სტუმარ-მასპინძლობა ისეა.როღესაც ჩემთანაფხაზეთში ჩამოდიოდნენ სტუმრები არა აქვს მნიშვნელობა ვინ თბილისელი,ქუთაისელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი მე ვიკლებდი და მათ ვაძლევდი. ასე იყო იქ ყველა, მათ შორის აფხაზებიც თუ უფრო მეტადაც არა.ამიტომ ვისაც არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ ამ კუთხით, სხვას ხელს ნუ შეუშლით!
სხვა სიახლეები
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
თენგიზ აბულაძის ფილმის - "მე, ბებია,­ ილიკო და ილარიონი" - გადაღებისას ბებიის როლის შესასრულებლად 55 წლის სეს­ილია თაყაიშვილმა საღი კბილები დაიძრო.
დაწვრილებით...
PRIME
როგორც კი პუტინის მანქანა ჯორს გაუსწორდა, ეს უკანასკნელი ადგილს მოსწყდა, სწორედ პრეზიდენტის მანქანის წინ დადგა. პუტინი შეეცადა, მისთვის გვერდი აევლო, მაგრამ ამაოდ - ჯორი იქით გადადგა, რა მიმართულებითაც პუტინმა წასვლა გადაწყვიტა. ბოლოს პუტინმა ჯორს თავი დააღწია და მინიმალური სიჩქარით გააგრძელა გზა. ასე მიდიოდნენ ფეხშეწყობილად..­.
დაწვრილებით...
PRIME
"ვეფხისტყაოსანი" ქართველებისთვის­ ის ძეგლია, რომელსაც ჯერაც ვერც ერთი ქართული შედევრი ვერ გაუტოლდა, ამიტომაც მის სცენაზე გადატანას ყველა ერიდებოდა,
დაწვრილებით...
PRIME
"კარგია, როცა ქვეყანა შენდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს,­ შენი ქვეყნის ისტორია წყალმა წაიღოს..."

შალვა ივანიძე: "სუვენირების გამყიდველი ვარ, მაგრამ შენი ქალაქის ისტორია როგორ არ უნდა იცოდე? გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ თავისი ქვეყნის წარსულის შესახებ ნაკლებად იცის"
დაწვრილებით...
PRIME
"არიქა, გურიკიე, რამაზიე... გოგიე ღორს კლავს, მისახმარებელია და კაი ყაურმა გვექნება!" - აბა, გურიაში "ღორის ქელეხში" მეზობლების­ მთელი ამალა რომ არ დაპატიჟონ და გათენებამდე კრიმანჭული არ შემოსძახონ, რა გურია იქნება!
დაწვრილებით...
PRIME
დავით ბეგიაშვილმა 2012 წელს დაამყარა მსოფლიო რეკორდი - სამ საათში 7237 პრესი

ანა ლომინაძემ ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი ცურვაში. 2012 წელს 17 წლისამ ხელფეხშეკრულმა დარდანელის სრუტის 5, 500 მეტრი 46 წუთსა და 47 წამში გადაცურა, მეორედ, 2014 წელს, 21, 76 წამში - 25-მეტრიანი აუზი
დაწვრილებით...
PRIME
აგვისტოს ომის დროს, როცა ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო იმათგან განსხვავებით, ვინც ქალაქიდან გარბოდა. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო...

ერთხელ ახალგაზრდა კაცი დანით გადმოძვრა საპატრიარქოში. ბიჭებმა დააკავეს... მოგვიანებით ამ ბიჭმა თავი დაიჭრა. კაცმა არ იცის, რას ჩაიდენდა, შენობაში რომ შეეღწია...
დაწვრილებით...
PRIME
შთაბეჭდილების წიგნში გამორჩეული ჩანაწერია: "ბუნებასთან სიახლოვე კურნავს და აკეთილშობილებს ადამიანს, სულიერად ათბობს მას. ღმერთმა დალოცოს ბატონი შოთა კუდავა, რომელიც საოცრად გრძნობს ბუნების ცხოველმყოფელ ძალას". ილია II, 1986 წელი

"მე ქვის კაცი ვარ", - ასე გამეცნო 72 წლის შოთა კუდავა­ და ულამაზეს სამყაროში შემიძღვა.­ გაქვავებული ცხოველებისა და ფრინველების ბუნებრივი ექსპონ­ატები შოთა კუდავას­ 35 წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეუკრებია­ და ერთ ჭერქვეშ დაუბინავებია.
დაწვრილებით...
PRIME
მძიმე სენსა და დუხჭირ ცხოვრებასთან მარტო დარჩენილი ქალი მომავალს იმედით შეჰყურებს
დაწვრილებით...
PRIME
ქირავდება საოფისე ფართი ბიზნეს ცენტრ
გირავდება ბინა 101 კვარდრატი
ქირავდება 5-ოთახიანი 280კვ.მ ბინა ახალაშენებულ
ტერიტორიაზე განთავსებულია: ადმინისტრაციული შენობა 650კვ.მ;
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები