"ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, მართლაც და უნიათობა" - უშგულში ჩარჩენილი გადამღები ჯგუფი დახმარებას ითხოვს
"ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, მართლაც და უნიათობა" - უშგულში ჩარჩენილი გადამღები ჯგუფი დახმარებას ითხოვს
30-01-2016
"გამგებელს რომ დავურეკე და მედიკამენტების და სურსათ-სანოვაგის ამოწურვის ამბავი ვუთხარი, მედიკამენტებზე რეაქცია არ ჰქონდა, საჭმელზე კი მითხრა: რა იყო, უშგულში კვება გაგიჭირდათო?"

სვანეთში, კერძოდ უშგულში ფილმის გადასაღებად ჩასული ჯგუფი დიდთოვლობის გამო თბილისში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს. მათ სასმელ-საჭმლის და მედიკამენტების მარაგი ამოეწურათ და როგორც ჩანს, ადგილობრივ ხელისუფლებასაც უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუკის" პირად გვერდზე მსახიობი მიშა გომიაშვილი ავრცელებს: "30 კაცისაგან შემდგარი კინო გადამღები ჯგუფი უკვე ერთი კვირაა ვერ ახერხებს უშგულიდან გამოღწევას??? და მიზეზი ამისა არის მხოლოდ იქაური ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, მართლაცდა უნიათობა! საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი! ამუშავებენ "ნიკოლოზის" დროინდელ ტრაქტორს, რომელსაც ყოველ ნახევარ საათში ხან "დინამო" უფუჭდება, ხან-"კოვში", ხან სალიარკა გაასხავს... იქაური დეპუტატი ჯაფარიძე ვიქტორი ტელეფონით საუბარში უცხადებს -"ეგ რა ჩემი საქმეა, მე ეს არ მეხება, ვინ გთხოვათ აქ ჩამოსვლაო?"

მსახიობის მეუღლე - ქეთევან კალანდაძე ამ ფილმის კოსტიუმების მხატვარი ყოფილა და ისიც დანარჩენებთან ერთად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. უშგულში გადამღები ჯგუფის ხელმძღვანელს, დალი ნარიმანიძეს ტელეფონით ვესაუბრეთ და დეტალებიც მისგან შევიტყვეთ.

დალი ნარიმანიძე, ფილმის წარმართვის მენეჯერი:
- სვანეთზე სვანურ ენაზე ვიღებდით ფილმს, რომელსაც "დედე" ჰქვია. რეჟისორი უშგულელია - მარიამ ხაჭვანი, ძირითადად, სვანი არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ, მთავარ როლშიც ჭუბერელი გოგონაა - ნათია ვიბლიანი. გადაღებები 4 დღის წინ დამთავრდა. 10 დღეა, გზა ჩაკეტილია. დავურეკე გამგებელს, კახა ჟორჟოლიანს და ავუხსენი ჩვენი მდგომარეობა და ძალიან ვთხოვე, იქნებ დაგვეხმაროთ და როგორმე აქედან გაგვიყვანეთ-მეთქი.

- რამდენი დღეა, სვანეთში ხართ?
- 10 იანვარს წამოვედით, რადგან გვითხრეს, გზა გახსნილიაო. 12 დღით უნდა დავრჩენილიყავით. სოფელ კალამდე ამოგვიყვანეს და აღმოჩნდა, რომ უშგულამდე გზა არ იყო. კალაში, რომელიღაც ახლად გახსნილ სასტუმროში, სადაც გათბობაც კი არ იყო, 2 ღამით გავჩერდით, რადგან დაგვპირდნენ, 2 დღეში უშგულში აგიყვანთო. სოფლის მცხოვრები წლინახევრის ვირუსიანი, ლამის მომაკვდავი ბავშვი ცხენით გადაიყვანეს სოფლიდან. უშგულამდე ავაღწიეთ და ერთ-ერთ კერძო სასტუმროში დავბინავდით. მინუს 20-15 გრადუს ყინვაში გადაღებაც დავიწყეთ და ყველანი დავვირუსდით. თითოეული ჩვენგანის ტემპერატურა 38 გრადუსს სცდებოდა. ახლა სიცხე აღარ გვაქვს, მაგრამ ხველა და ცხვირიდან გამონადენი კი დაგვრჩა. თბილისიდან წამოღებული ყველა მედიკამენტი გავხარჯეთ. გამგებელს რომ დავურეკე და მედიკამენტების და სურსათ-სანოვაგის ამოწურვის ამბავი ვუთხარი, მედიკამენტებზე რეაქცია არ ჰქონდა, საჭმელზე კი მითხრა: რა იყო, უშგულში კვება გაგიჭირდათო? - თან დააყოლა, ხვალ გზას გაგიწმენდთ და გაგიშვებთო. კვების გამო ძალიან შეურაცხყოფილად კი ვიგრძენი თავი, მაგრამ არაფერი მითქვამს. მხოლოდ მადლობა გადავუხადე. მოგვატყუეს... მეორე დღეს გზა არავის გაუწმენდია, რადგან ტრაქტორები მწყობრიდან გამოსულია და ამით რა გზა უნდა გაწმინდონ, გაჩერებული ჰყავთ. კიდევ დავრეკე და გვთხოვეს, ეს ამბავი არ გაგვიხმაუროთ და ხვალ ყველა ვარიანტში გაგიყვანთ უშგულიდანო. კიდევ შევევედრე, ჯგუფის წევრები ძალიან ცუდად გვყავს, იქნებ მალე გვიშველოთ-მეთქი - განსაკუთრებით მძიმედ ვიყავით ოპერატორი და მე. კიდევ რომ არ გაწმინდეს გზა, წუხელ უკვე დეპუტატს, ვიქტორ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჯაფარიძეს დავურეკე, მასაც ავუხსენი მდგომარეობა და იცით, რა მიპასუხა? - გოგონი, ახლა გაგითიშავ ყურმილს... გზა კეთდებაო. გავბრაზდი - გოგონი არ ვარ-მეთქი და კორექტულობისკენ მივუთითე. თანაც ვუსაყვედურე, იცოდით, ავად ვიყავით, ერთხელ როგორ არ დაინტერესდით და არ ამოხვედით-მეთქი. ბატონმა დეპუტატმა გამომიცხადა, რომ ვალდებული არ იყო, ჩვენთვის მოეხედა. გაღიზიანებულმა ვუთხარი, ბალიშის ქვეშ ამოსადებად ხომ არ მინდა ეს ფილმი, სახელმწიფო საქმეს ვაკეთებთ, თქვენ კი სახელმწიფოსა და ხალხს წარმოადგენთ პარლამენტში და აქ, სწორედაც რომ გევალებათ, მოგვხედოთ-მეთქი. გარდა ამისა, ადამიანური თვალსაზრისით მაინც ხომ უნდა მოეხედა, წამალსა და საკვებზე იყო ლაპარაკი. რა გააკეთა, იცით? - დაურეკა უშგულის მოსახლეობას და ისედაც გაჭირვებული ხალხი გამოლანძღა, საჭმელს რატომ არ აჭმევთო!
შეშინდა ხალხი და გვთხოვა, იქნებ არ თქვათ, საჭმელი რომ გაკლიათო. დავურეკე ისევ ბატონ ვიქტორს და ავუხსენი, რომ ეს ხალხი არ იყო ვალდებული, ჩვენ გამოვეკვებეთ. მიპასუხა, აბა ვინ არის ვალდებულიო? - სწორედ თქვენ - ხელისუფლება ხართ ვალდებული, მოგვხედოთ და არა - გაჭირვებული მოსახლეობა-მეთქი! - ვუთხარი და მომიგო: მე თქვენთვის არ მითხოვია, სვანეთში ჩამოდით და ფილმი გადაიღეთ. ეგ საერთოდ არ მეხებაო. ძალიან გავწიწმატდი და ვკითხე, რამდენი ფილმი გაქვთ სვანეთზე და თანაც - სვანურად-მეთქი? დეპუტატობა იქით იყოს და, მის, როგორც რიგითი სვანის სვანობას, სვანეთს, ადათ-წესებს, ტრადიციებს არ ვუწევთ ამით პოპულარობას?!

- ახლა რა ვითარება გაქვთ?
- ვიღაცას მისთვის დაურეკავს და უთქვამს, მაგათ წამლები არ სჭირდებათო და იმდენი თავხედობა ეყო, ახლა მე დამირეკა, თქვენ, თურმე, წამლები არ გჭირდებათ და ტყუილად რატომ მაყიდინეთო? ახლაც ატყუებენ თბილისს, ტრაქტორი მუშაობსო, არადა, ყველა ტრაქტორი გაჩერებულია, რადგან მწყობრიდანაა გამოსული. ფიზიკურთან ერთად უკვე ფსიქოლოგიურადაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ.

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ვერაფრით დავუკავშირდით, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი კი აღელვებული გველაპარაკა:
- მე რაც შემიძლია, ვეხმარები ტექნიკით. ახლაც ასული ვარ, რომ ტრაქტორის ნაწილები ჩავიტანო უშგულში და ტრაქტორები დავქოქო.

- 4 დღის წინ დაგირეკეს და ამდენ ხანს რატომ გაჭიანურდა გზის გაწმენდა?

- გზების დეპარტამენტს დაურეკეთ და მას ჰკითხეთ, ისინი არიან პასუხისმგებლები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰკითხეთ, რატომ არ ასრულებენ მაგ გზას? მე მეტი რა გავაკეთო, რაც შემიძლია, ვაკეთებ. ცოტა ხანს უნდა მოითმინონ და გაკეთდება გზა. ქუჩაში ხომ არ არიან? პატარა ბავშვებივით ნუ წუწუნებენ. თითქოს მე ვარ ტრაქტორი და არ ვაკეთებ გზას!

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)
რიჩარდი
02 თებერვალი 2016 21:02
უშგულიდან კალადე ყოველ ნაბიჯზე ზვავ საშიში მონაკვეთებია,თვითონ მექანიზატორებს ეზარებათ სასიკვდილო გზაზე წასვლა.ზვავს ვერც გამგებელი ვერც დეპუტატი დავერც მთელი პარლამენტი ვერ შეაჩერებს.ენით ადვილი სათქმელია.
sveta
02 თებერვალი 2016 03:33
ამ ისტორიამ გამახსენა ავადსახსენებელი აფხაზეთის ომი. იმ გაგანია ომში ხალხში დაისადგურა რა თქმა უნდა შიშმა და უიმედობამ. ყველას უჭირდა ოჯახის დატოვება, ყველა ფეხს ითრევდა წასვლაზე და ოჯახის დატოვებაზე, ეგებ მოხდეს სასწაული და გვეშველოსო რამე, მთელი ომის პერიოდი გაიძახოდნენ ქობქლია მოდის და ქობქლია მოურს და ვერ იქნა და ვერ ჩამოაღწია ქობალიამ სოხუმამდე..... სამაგიეროდ გადაკეტა ცენტრალური ტრასა სოხუმი თბილისის დამაკავშირებელი და ცეცხლი გაუხსნა იმერეთის მოსახლეობას. აფხაზეთის ქართველობა აღმოჩნდა ხაფანგში. ერთადერთი გადარჩენის გზა იყო კოდორი ჭუბერის პერევალი.200000 ადამიანის გატარება მარტო წარმოიდგინეთ რა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული იმ პერევალზე იმ სიცივეში. სანამ სამანქანო გზა იყო კი წამოიყვანეს დატვირთული კამაზები თუ ჯიპები და რა მარკის მანქანა არ იყო იქ თავმოყრილი რა თქმა უნდა აფხაზეთში ყველა კარგად ცხოვრობდა.... პერევლის ძირს რომ მიადგნენ იმის იქით მანქანით გადაადგილება იყო ფიზიკურად შეუძლებელი... პრეტენზიები წაუყენეს კოდორის მოსახლეობას არ გვეხნარებიანო მანქანების გადმოყვანაშიო... როგორ????? ზურგზე აკიდებული გადმოეყვანათ? იმ საცალფეხო ბილიკზე, იმ თოვლსა და ჭყაპში. კოდორში მოსახლეობის რაოდენობა წარმოადგენდა იმ დროისთვის 2500 სულს რომლებმაც შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს რომ ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ დევნილებისთვის თავს დამტყდარი უბედურება, ლუკმა გაუყვეს იყო ოჯახები სახლი იმდენად იყო დევნილებით გაჭედილი, ოჯახის წევრების ადგილი აღარ რჩებოდა და იძულებულნი იყვნენ თივაზე დაეძინათ. ბევრი ოჯახი ზამთრის სარჩოს გარეშე დარჩა. მაგრამ 2500 მოსახლე 200000 სულის გამოკვებას შეძლებდა ?? მარტო თითო ლუკმა რომ ეჭმიათ კოდორის მთლიანი შემოსავალი ვერ ეყოფოდათ. მანქანები და ქონება რახან ვერ გადმოიტანეს ზოგიერთებმა ასე თქვეს =რაღა ამათ დარჩეთ ეს ქონება და დაასხეს ბენზინი და დაწვეს ,,,, დამწვარი მანქანებით იყო სავსე კოდორი. .... უშგულში ზამთარში კი არა გაგანია ზაფხულში ჭირს ასვლადა როცა გადაწყვეტილებას იღებ წახვიდე სვანეთში ყველაფერი უნდა გაიაზრო.ზვავს ვერავინ ვერ შეაჩერებს და ვერც ჯაფარიძე...და იმ ზვავის გაწმენდას დრო რომ სჭირდება არახალია, და იმ ამორტიზირებული ტექნიკით რომ ებრძვიან იქაურ მკაცრ ზამთარს და მაინც ახერხებენ (აფერუმ თქვენს ვაჟკაცობას ჩემო სვანებო) ეგებ იქაური გამგებელს წავუყენოთ ბრალი რომ ცენტრალური ხელისუფლება აძლევს ახალ ტექნიკას და არ იღებს .......ნუთუ მადლიერების გრზნობა დავკარგეთ???? არ მინდა ეს დავიჯერო ქართველს არ ეკადრება მადლიერების გრძნობა დაკარგოს. ფილმს რომ იღებთ მადლობა მთლიანად ქართველებისგან და განსაკუთრებით სვანებისგან, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს უანგაროდ, დაუმადლებლად
სხვა სიახლეები

"ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა თუ კანონს არ არღვევს და არავიზე არ ძალადობს, რანაირი ფოტოც უნდა ისეთი გადაიღოს საკუთარ საცხოვრებელში და საჯაროდ გამოფინოს. გინდ შიშველი პოზირებდეს, გინდ ტიტველი და გინდ წურბელებით კისერზე"

დაწვრილებით...
"ძალიან მინდა ვიყო... გრიშა კაკაჩიასავით მდიდარი, რომ ქველმოქმედების საშუალება მქონდეს"

დაწვრილებით...
ბათუმი განსაკუთრებული ახალი წლისთვის ემზადება.
დაწვრილებით...
შარშან ნაძალადევში, ნაქირავებ ბინაში, ახალგაზრდა­ ცოლ-ქმარი დაიღუპა. ქალი 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა ახალგაზრდები­ აღარ გამოჩნდნენ, მეზობლებმა მოიკითხეს. ბინა მაშველებმა შეანგრიეს და...
დაწვრილებით...
6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე ბიზნეს-კონფერენცია,
დაწვრილებით...
"გვარამია ნულია ჩემს თვალში! ეს არის მიხეილ სააკაშვილის რუპორი და ყოფილი პროკურორი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ მუსიკაში ერკვევა..."
დაწვრილებით...
ძველად ონიქსს „ბელადების ქვას“ უწოდებდნენ, რადგან მას თავისი ძალით შეუძლია მფლობელს მოუტანოს ძალაუფლება, გონებამახვილობა, დაეხმაროს პატრონს მტრის გეგმების გამოცნობაში.
დაწვრილებით...
5 დეკემებრს, ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის სპეციალური საინფომაციო ტური ჩატარდა.
დაწვრილებით...

სილქნეტის მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ მომსახურებას, რომელიც გაუმარტივებს ყოველდღიურობას ან სახლიდან გაუსვლელად  მოუგვარებს პრობლემას.

დაწვრილებით...
"დგახარ 5049 მეტრ სიმაღლეზე და ქვეყანა შენი გგონია"

"მყინვარზე ასასვლელი­ რთული გზაც არსებობს და იოლიც. ჩემს ასაკში გაცილებით რთულია, მაგრამ ერთი რამ, რაც მთებში სიარულმა მასწავლა, ძალისა და ენერგიის განაწილებაა. მიზნის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ბუნებამ და ამინდმაც უნდა შეგიწყოს ხელი"
დაწვრილებით...
იყიდება ბინა (ლილოს ბაზრობასთან 2
არაჩვეულებრივ ადაგილზე. დ. გამრეკელის
იყიდება კერძო სახლი მაღალ ბელეტაჟზე,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები