"დათო ბერიშვილმა იყვირა, ბიჭებო, დავიღუპეთო!" - საშინელ ავტოკატასტროფას შეწირული 5 სიცოცხლე
"დათო ბერიშვილმა იყვირა, ბიჭებო, დავიღუპეთო!" - საშინელ ავტოკატასტროფას შეწირული 5 სიცოცხლე
გარდაცვლილთა შორის უფროსი 26 წლის არის, ყველაზე უმცროსი კი - 19-ის

28 იანვარს, საღამოს საზარელი ავტოკატასტროფა მოხდა ზუგდიდი - ჯვრის საგზაო მონაკვეთზე, სადაც "ფორდისა" და "ოპელის" მარკის ავტომანქანების შეჯახებამ 5 ადამიანის - გიორგი ციმინტიას, ბაჩანა შონიას, დათო ბერიშვილის, ლევან მატუასა და დათო ქუხილავას სიცოცხლე იმსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულების სიცოცხლის გადასარჩენად სხვადასხვა საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ექიმები იბრძვიან. გარდაცვლილთა შორის უფროსი 26 წლის არის,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყველაზე უმცროსი კი - 19-ის. მათ შორის ოთხი ჯვრის დასახლების ერთსა და იმავე კორპუსში ცხოვრობდა და ბავშვობის განუყრელი მეგობრები იყვნენ. მეხუთე, 21 წლის დავით ბერიშვილი კი სოფელ ლიას მკვიდრი იყო და როცა კატასტროფა მოხდა, ერთ-ერთი მანქანის საჭესთან სწორედ ის იჯდა.

ავტოკატასტროფის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

უმძიმეს ტრაგედიაზე სოფელ ლიას რწმუნებული ვახტანგ კვირკველია გვესაუბრება:
- როცა კატასტროფაში მოყოლილი მანქანები ვნახე, იმის გააზრებაც კი გამიჭირდა, რომ ოდესღაც ეს ჯართის გროვა
ავტომობილები იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ სიტუაციაში ვინმე გადარჩებოდა. ჯვარში მცხოვრები ბიჭების მანქანა შეჯახების შემდეგ რკინის ღობეს შეეხეთქა და ერთიანად აიზილა. 6 კაცი იჯდა მანქანაში, ოთხი მათგანი ცოცხალი აღარ არის.… ამაზე ლაპარაკი ძალიან მიმძიმს - განა რ
ამდენი ვართ ქართველები, რომ ამდენი ახალგაზრდა ერთად გავისტუმროთ იმ ქვეყნად. უბედურება ტრიალებს იმ ეზოში, სადაც ისინი გაიზარდნენ. ჩვენი 5 თანასოფლელიდან 4 გადარჩა, მაგრამ 21 წლის დათო ბერიშვილი დაგვეღუპა. სწორედ ის იჯდა საჭესთან, როცა ეს ენითაუწერელი უბედურება მოხდა. საჭის მხარე დარტყმისგან მთლიანად მანქანის სიღრმეშია შეტანილი. სხვა რა უნდა ვთქვა... ღმერთმა ინებოს, რომ გადარჩენილები გამოჯანმრთელდნენ; ჩემი ინფორმაციით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან...

- გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი სოფლის ხუთივე მკვიდრი თანაკლასელი იყო და სწორედ იმ საბედისწერო დღეს გადაწყვიტეს შეკრება.
- მეც ასე ვიცი. კარგი, წესიერი ბიჭები არიან, დათოც ასეთი იყო.

- რა გახდა ავტოკატასტროფის მიზეზი, მძღოლები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ?
- ავარია,ზუგდიდან დაახლოებით 26 კილომეტრში მოხდა, საღამოს 8-სა და 9 საათს შორის. ეს გზის, ფაქტობრივად, უხიფათო მონაკვეთია, არ ვიცი, რა უნდა მომხდარიყო. გამოიძიებენ და მიზეზსაც იტყვიან ალბათ. ავტოკატასტროფას გადარჩენილებიდან ერთია ჯერ იმ მდგომარეობაში, რომ რაიმე მოყვეს, სწორედ მან თქვა, დავინახეთ, როგორ აერია საპირისპირო მხარეს მომავალ მანქანის მძღოლს საჭე -  აქეთ-იქეთ მიხვევ-მოხვევა უაზროდ დაიწყოო, რის მერეც დათო ბერიშვილმა იყვირა, ბიჭებო, დავიღუპეთო!  ჯვრის მცხოვრებთა მანქანაში 6 კაციდან 3 წინ იჯდა, ანუ მძღოლს 2 უჯდა გვერდით და ვინ იცის ამ დროს საჭესთან რა მოხდა, ეგებ რომელიმეს ხელი შემთხვევით ისეთ რაიმეზე მოუხვდა, რომ ყველაფერი აირია და ალკოჰოლიც არც არაფერ შუაში იყო...

იხილეთ ვიდეო

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)


მკითხველის კომენტარი (26)
isariel
03 თებერვალი 2016 18:43
ყველა გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებ ეს დიდი ტრაგედიაა ,ნათელში იყოს თქვენი წმინდა სული.გერგედავასადა ქარდავას გამოჯამრთელებას უსურვებ.
ანანოს ვინც გამოეხმაურა
03 თებერვალი 2016 10:13
იცით ღმერთი რადროს ჭირდება ადამიანს როცა ასეთ განსაცდელშია , ცოტა დახმარება უნდა მისგან რომ არ დაიღუპონ და შენ ღმერთ საჭე კიარ უჭირავსო რომ ამბობ,და მიცვალებულებს კიცხავ არ იცი იქ რაც მოხდა , ეეგ დიდი ცოდვა მგონია ღმერთი თუ გწამს მაგრამ ჩემსავით ახლობელს რომ წაგათმევს მერე მესაუბრე ღმერის არსებობაზე ,,,,,,,,,,,,,,,
QARTVELEBI COTANI VART.
02 თებერვალი 2016 22:22
ეჰჰ სადა გყავს საქართველოვ შვილი დასაკარგავი.
dima
02 თებერვალი 2016 19:36
გამის რვა 9 საათზე არ არ მომხდარა ავარია
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-04-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა