"მე მართლაც მაქვს ნარკოდამოკიდებულობის პრობლემა" - რას ამბობს მიშა მესხი მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე?!
"მე მართლაც მაქვს ნარკოდამოკიდებულობის პრობლემა" - რას ამბობს მიშა მესხი მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე?!
01-02-2016
"რთულია, საკუთარი "სიკვდილის" ქრონიკის ყურება, მერე კი, სხვადასხვა ადამიანების შეფასებების წაკითხვა, რომელთაგანაც ზოგი ხალისობს, ზოგი განიცდის, ზოგი გაკრიტიკებს"

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში უკრაინული ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული კადრები გავრცელდა, სადაც ქართველი­ მსახიობი­ მიშა მესხი და მისი მეგობარი რეზი ოძელაშვილი არიან აღბეჭდ­ილი. (იხილეთ: "მიშა ისე განიცდის, მკვდარია")

კადრების გავრცელების შემდეგ ამ ყველაფერს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სწორედ ამ თემას გამოეხმაურა თავად მსახობი და "ფეისბუკში" ვრცელი პოსტი მიუძღვნა.

"მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც, ამ ბოლო დღეებში, მხარს მიჭერდა. უფრო მეტად კი, იმ ხალხის მადლობელი ვარ, ვინც ყურადღება გამოიჩინა, გაჭირვებისას მიპატრონა, დამეხმარა და გადამარჩინა. დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს იმისთვის, რაც ნახა და გადაიტანა; მადლობა ღმერთს, რომ გადამარჩინა. დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ამავე პრობლემის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა, რადგანაც ვიცი, რომ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ყველაფერი გაგახსენდათ, გაგიახლდათ მათი დანაკლისით გამოწვეული ტკივილი, მაპატიეთ...

სინამდვილეში, არც კი მახსოვს რა როგორ მოხდა, მახსოვს რომ დავლიე ბევრი სასმელი, შემდეგ ტაბლეტები, ლირიკა, კიდევ რაღაცეები და გავითიშე... გონზე მოსვლის შემდეგ უკრაინელმა ექიმებმა მითხრეს, რომ ეს იყო ალკოჰოლით და ლირიკით გამოწვეული ინტოკსიკაცია. გავეცანი იმ გამოხმაურებებს, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა. ვფიქრობ, რომ ადმიანის პირად ცხოვრებაში სხვები არ უნდა ერეოდნენ, თუმცა, მეორე მხრივ, ამგვარი ინტერესი ბუნებრივია როცა საქმე "ცნობად სახეს" ეხება, ამიტომაც, ამას ვერავის ავუკრძალავ. ჩემი სისუსტეები არასდროს დამიმალავს, მათი გამომწვევი მიზეზებია: უიმედობა, დეპრესია, როცა არაფერი გაქვს საკეთებელი, როცა არავის ჭირდები. სინამდვილეში, ჩემს ცხოვრებას, რამდენიმე ახლობელი ადამიანის გარდა, არავინ იცნობს, ისინი ყველაზე მეტად განიცდიან ჩემს მდგომარეობას. ალბათ, ღვთის ნება იყო რომ გადავრჩი, გაფრენის წინა დღეს ეკლესიაში ვიყავი და ვნახე პატრიარქი, მოუყევი ის რაც მაწუხებდა, დამლოცა და მითხრა, რომ ხშირად მელოცა. მასთან რომ არ მივსულიყავი, ეს ამბავი, ალბათ, სხვანაირადაც დამთავრდებოდა. რთულია, საკუთარი "სიკვდილის" ქრონიკის ყურება, მერე კი, სხვადასხვა ადამიანების შეფასებების წაკითხვა, რომელთაგანაც ზოგი ხალისობს, ზოგი განიცდის, ზოგი გაკრიტიკებს.

ნარკოტიკი ყოველდღიური ცხოვრებით გახარების უნარს გაკარგვინებს, მაშინ როდესაც სასიხარულო ჩვენს გარშემო ისედაც ცოტაა, ამ ქვეყანაში, ხომ არავის ულხინს. მე მართლაც მაქვს ნარკოდამოკიდებულობის პრობლემა, რასაც სააფთიაქო ნარკოტიკებს ეძახიან.... ჩემი მეგობრები, მთელი თაობები არიან ამით დაავადებული, ამ პრობლემის სირთულეს, მნიშვნელობას და მასშტაბს ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ბოლომდე ვერ იაზრებს და სათანადო ყურადღებასაც არ უთმობს. ნარკომანი ავადმყოფია, მას ვერც დაჭერით განკურნავ და ვერც გაკიცხვით. იმედია, ბევრ ადამიანს მაგალითად გამოადგება ჩემი ამბავი, პირველ რიგში კი ბავშვებს, რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ ნარკომანია არის საშინელი დაავადება. მე ყველანაირად ვეცდები დავძლიო ეს სენი. აქვე, დიდ მადლობას ვუხდი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს რეაბილიტაციის კურსის შემოთავაზებისა და დახმარებისთვის. მე მინდა ამ პრობლემის დაძლევის მაგალითი ვაჩვენო ჩემს მეგობრებს და სხვა ადამიანებს. იმედი მაქვს ამას შევძლებ. აბა თქვენ იცით, ვეცდები სხვა დროს მხოლოდ კარგ ამბებზე გელაპარაკოთ, თუმცა, რამე ცუდი თუ მომივა, იცოდეთ, ძალით არ ვაკეთებ და მართალია შეცდომის დაშვება არასასურველია, მაგრამ ეს ჩემი უფლებაა..." - წერს მიშა მესხი.

წყარო

GIGILO
03 თებერვალი 2016 02:04
ე?! გაუში ბიჭი იკაიფოს ტო!!!
ნუგზარი
02 თებერვალი 2016 19:41
კარგი კაცი ხარ ჩემო მიშა!

ყველაფერი კარგად იქნება. წამალსაც გადააგდებ და ბევრ ფილმშიც გადაგიღებენ და ბევრი წარმატებაც გექნება. რაც უწმინდესმა გითხრა გააკეთე - ილოცე. ლოცვას დიდი ძალა აქვს. მაგრამ ერთი რამე იცოდე, მთავარი უკვე მომხდარია. შენ კარგი კაცი ხარ! დანარჩენს ყველაფერს მოევლება, ღმერთი მაღალია. მე კიდევ ძმურად მოგიხსენიებ ჩემს ლოცვებში. აბა შენ იცი. შეგეწიოს უფალი ყველა კარგ საქმეში!
სხვა სიახლეები
საქართველოში ჩამოსვლა საბედიწერო გამოდგა 41 წლის ფრიცისთვის. 12 აგვისტოს თუსეთისკენ მიმავალ გზაზე მისი მოგზაურობა სამუდამოდ დასრულდა.
დაწვრილებით...
10 დეკემბერს "თეთრი ხმაურის" მოძრაობამ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართა.
დაწვრილებით...

"ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა თუ კანონს არ არღვევს და არავიზე არ ძალადობს, რანაირი ფოტოც უნდა ისეთი გადაიღოს საკუთარ საცხოვრებელში და საჯაროდ გამოფინოს. გინდ შიშველი პოზირებდეს, გინდ ტიტველი და გინდ წურბელებით კისერზე"

დაწვრილებით...
"ძალიან მინდა ვიყო... გრიშა კაკაჩიასავით მდიდარი, რომ ქველმოქმედების საშუალება მქონდეს"

დაწვრილებით...
ბათუმი განსაკუთრებული ახალი წლისთვის ემზადება.
დაწვრილებით...
შარშან ნაძალადევში, ნაქირავებ ბინაში, ახალგაზრდა­ ცოლ-ქმარი დაიღუპა. ქალი 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა ახალგაზრდები­ აღარ გამოჩნდნენ, მეზობლებმა მოიკითხეს. ბინა მაშველებმა შეანგრიეს და...
დაწვრილებით...
6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე ბიზნეს-კონფერენცია,
დაწვრილებით...
"გვარამია ნულია ჩემს თვალში! ეს არის მიხეილ სააკაშვილის რუპორი და ყოფილი პროკურორი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ მუსიკაში ერკვევა..."
დაწვრილებით...
ძველად ონიქსს „ბელადების ქვას“ უწოდებდნენ, რადგან მას თავისი ძალით შეუძლია მფლობელს მოუტანოს ძალაუფლება, გონებამახვილობა, დაეხმაროს პატრონს მტრის გეგმების გამოცნობაში.
დაწვრილებით...
5 დეკემებრს, ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის სპეციალური საინფომაციო ტური ჩატარდა.
დაწვრილებით...
იყიდება ბინა (ლილოს ბაზრობასთან 2
იყიდება კერძო სახლი მაღალ ბელეტაჟზე,
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
სასწრაფოდ. ევრორემონტი, უმაღლესი ხარისხის მასალებით,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები