"კეზერაშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა" - ვინ არის ირაკლი რუხაძე, ვინც "მაესტროს" მთავარი ინვესტორი ხდება?!
"კეზერაშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა" - ვინ არის ირაკლი რუხაძე, ვინც "მაესტროს" მთავარი ინვესტორი ხდება?!
02-02-2016
"მაკასთან  და მის მეუღლესთან ყველაფერზე შევთანხმდით და მოლაპარაკებები პოზიტიურად დასრულდა. დღეს მე 55%-ის მფლობელი ვარ და გადაწყვეტილებებსაც თავად მივიღებ"

"მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც გადაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის არ აპირებს "მაესტროში" მუშაობას პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში, ვინაიდან არხის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.

ბაია გადაბაძე: "მაესტროს" მეწილეები, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტორები იყვნენ, დღეს უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ეს გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის მფლობელი გახდა "იმედის" არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე. რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბუნებრივია არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. კომპანია, რომელსაც გააჩნია 50-მილიონიანი ვალი, არ შეიძლება იყოს მიმზიდველი".

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" გია გაჩეჩილაძე (უცნობი) საუბრობს:
- დიდი ხანია ინვესტორზე ვლაპარაკობ და საზოგადოებისთვის მისი ვინაობის დამალვასაც არ ვაპირებ - როგორც კი, "მაესტროს" გაკოტრებაზე ინფორმაცია გავრცელდა, ქვეყანაში მოიძებნა ადამიანები, რომლებმაც ტელევიზიის გადარჩენაში დახმარება შემომთავაზეს. ინვესტორი, ვინც ტელეკომპანიის შენარჩუნებაში დამეხმარა, ჩემი მეგობარი ირაკლი რუხაძეა. სწორედ მისი დახმარების შემდეგ, შევძლებ "მაესტრო" ისეთი ხარისხიანი ტელევიზია გავხადო, როგორც ეკადრება.

- რა არ მოგწონთ დღეს "მაესტროს" მაუწყებლობაში?
- ტელევიზია გადაკეთებას საჭიროებს. ჩემი აზრით, ზოგადად, ქართული ტელევიზიების მაუწყებლობა მოძველდა, ახალი, საინტერესო და ცოცხალი ფორმატის შექმნაა საჭირო. ქვეყანას გემოვნებიანი მაუწყებლობა სჭირდება. ამ საკითხზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და საკმაოდ საინტერესო ფორმატიც შევიმუშავე. ვფიქრობ, ჩემი იდეა ჟურნალისტებისთვისაც საინტერესო იქნება.

- ფორმატის შეცვლა ნიშნავს, რომ არსებული გადაცემები დაიხურება?
- ჯერჯერობით, გადაცემების დახურვას არ ვგეგმავ, მაუწყებლობა არსებულ ფორმატში გაგრძელდება, რადგან ახალზე გადასვლა საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს.

- ტელევიზია საინფორმაციო ფორმატს შეინარჩუნებს თუ საინფორმაციო გასართობი გადაცემებით ჩანაცვლდება?
- ბუნებრივია, საინფორმაციო გადაცემებიც გვექნება. უბრალოდ, ზეპირად, ფორმატის დეტალებს ვერ მოგიყვებით.

- გავრცელებული ინფორმაციით, "მაესტროს" შეძენის სურვილი კეზერაშვილსაც ჰქონდა. ეს პრობლემა როგორ მოაგვარეთ?
- დიახ, "რუსთავი 2"-ს სურდა, "მაესტროს" სარეკლამო დრო შეეძინა, მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა, რადგან ის "იმედმა" შეიძინა. შესაბამისად, კეზერაშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვრადა.

- ცნობილია, რომ არც თქვენი მეგობრისთვის, მაკა ასათიანისა და მისი მეუღლისთვის იყო თქვენი წინადადება თავდაპირველად მისაღები.

- მაკასთან  და მის მეუღლესთან ყველაფერზე შევთანხმდით და მოლაპარაკებები პოზიტიურად დასრულდა. დღეს მე 55%-ის მფლობელი ვარ და გადაწყვეტილებებსაც თავად მივიღებ.

- რამდენი გადაიხადა ინვესტორმა "მაესტროში"?
- ეს თანხა კონფიდენციალურია.

- ამბობენ, რომ "მაესტროს" ყიდვაში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დაგეხმარათ.

- უკვე გითხარით, რომ ინვესტორი ჩემი მეგობარი ირაკლი რუხაძეა.

ვინ არის ირაკლი რუხაძე?!
ირაკლი რუხაძე, "სალფორდ ჯორჯიას" ხელმძღვანელი და ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი გახლდათ. როგორც ოფიციალური მასალებიდან ირკვევა, ის ამერიკის მოქალაქეა. მეტიც, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ცოტა ხნის წინ, "ლიბერთი ბანკის" აქციები ვლადიმერ გურგენიძემ გაყიდა, "სამეთვალყურეო საბჭოს" წევრად კი, სწორედ ირაკლი რუხაძე აირჩიეს. რუხაძის გვარი
დაუკავშირდა ირაკლი ალასანიას პარტიასაც, გავრცელებული ინფორმაციით, რუხაძე 2010 წელს მერის არჩევნებში "თავისუფალ დემოკრატებსაც" აფინანსებდა. კულუარებში ამბობენ იმასაც, რომ მას საქართველოში დიდი პოლიტიკური გეგმები აქვს.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
- ირაკლი რუხაძე პატარკაციშვილების ოჯახს საკმაოდ მძიმე წუთებში დაუდგა გვერდით და საკმაოდ დიდი პრობლემების გადაჭრაშიც დაეხმარა. არ ვიცი, რუხაძე ალასანიას აფინანსებდა თუ არა, მაგრამ სხვადასხვა ეტაპზე მას ბევრ პოლიტიკოსთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის, გიგი უგულავასთანაც. მოგეხსენებათ, ის პატარკაციშვილების ოჯახს წარმოადგენდა და მათი ინტერესების დაცვაც უწევდა. რაც შეეხება პოლიტიკურ ამბიციებს, კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს უნდა თუ არა პოლიტიკაში ჩართვა. ამ შემთხვევაში, პატარკაციშვილების ოჯახი არაფერ შუაშია, ეს მისი პირადი არჩევანი იქნება - რუხაძე პატარკაციშვილების ოჯახის წევრი არ გახლავთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა მისი პროექტი მაინცდამაინც ამ ოჯახთანაა კავშირში.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)
მევლუდი
16 თებერვალი 2016 09:52
ძმებმა "გრეჩიხებმა" საქართველოს უახლოეს წარსულიდან 100000 კაცი მიიყვანეს სტადიონზე და მერე ფულის გულიზა დაშალეს, ეკლესიაში წადით სალოცავადო? ეს მე მგონი ყველას კარგად ახსოვს. ახლა მაფიოზ რუხაძის დახმარებით და ივანიშვილის დავალებით, უნდა ჩაიგდონ ხელში " მაესტრო" და რას დაატრიალებენ ღმერთმა უწყის. ესენი საკმაოდ ნიჭიერი და ფულზე დახარბებული ხალხი არიან და საზოგადოების ყურადღებაა საჭირო, თორემ დაღუპავენ ქვეყანას.
ალექს
10 თებერვალი 2016 13:43
რედაქცია!
თქვენ რა 2 ალექს გყავთ ?
ეს ქვედა პოსტი მე არ მეკუთვნის ,ადრეც შემიმჩნევია ,ვიღაც წერს ჩემს მაგივრად !?
სხვა სიახლეები
ყველასთვის საყვარელ კომპოზიტორს, გოგი ცაბაძეს 24 აგვისტოს 92 წელი შეუსრულდებოდა. მან იცხოვრა ისე, როგორც ნაღდმა თბილისელმა, უნიჭიერესმა ადამიანმა... სცენაზე გარდაიცვალა, როგორც ჭეშმარიტი ხელოვანი.
დაწვრილებით...
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
დაწვრილებით...
1744 წელს ირანის 139-წლიანი ბატონობის შემდეგ სვეტიცხოველში, ქრისტიანული წესით, ქართლის მეფედ ეკურთხა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II (1744-1762),
დაწვრილებით...
ბათუმმა რიგით მეთერთმეტე მასშტაბურ ავტორბოლას ,,Bridgestone Black Sea Cup-2016” უმასპინძლა
დაწვრილებით...
გიორგი II (1565-1585) იმერეთის მეფემ ხანგრძლივად იმეფა.
დაწვრილებით...
"გზა მქონდა გადაკეტილი და როდესაც საზღვრები გაიხსნა, უკვე სიბერემ მომისწრო... უკვე 72 წლის ვარ. ზოგჯერ მავიწყდება ჩემი ასაკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვცურავ. ყოველდღე დავდივარ აუზზე. ზოგჯერ გამისწრებენ ახალგაზრდები, მაგრამ მერე ვცდილობ, არ მაჯობონ!..."
დაწვრილებით...
PRIME
ლეილა აბაშიძე: "როდესაც გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა, ამერიკული კინოს გმირს ჰგავდა. თენგიზი არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, საოცრად მგრძნობიარე, ტაქტიანი და ჭკვიანი. მან შექმნა ქართულ კინოში მამაკაცის ახალი, ინტელექტუალური გმირის სახე"
დაწვრილებით...
PRIME
ჟურნალისტი, "პროფესიით" - ტურისტი, ზღვასა და მთას ვეწვიე. ყველაფერს უცხო თვალით შევხედე, რომ სამშობლოს სიყვარულს არ გადაეძალა და ხარვეზებზე თვალი არ დამეხუჭა

"სანაპიროს ალაგებენ, მაგრამ დამსვენებლები ზღვაში ყრიან ნაგავს, პირდაპირ პლაჟზე ყრიან საზამთროს ქერქებსა და სიმინდის ნარჩენებს, სიგარეტის კოლოფებსა და ნაყინის ქაღალდებს..."
დაწვრილებით...
PRIME
"არ დავასახელებ იმ ადამიანებს, რომელთა სცენაზე დანახვა უფრო გამიხარდებოდა, ვიდრე პარლამენტში"
დაწვრილებით...
PRIME
აქ ადამიანები არსებო­ბისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, მყიდველი­ ცდილობს, იაფად შეიძინოს პროდუქტი, ისიც ხომ სიდუხჭირეს ებრძვის. როლებია სხვადასხვა, ამ ორომტრიალში კი გამარჯვებული მხოლოდ რეალობაა - ერთ წრეზე სიარულის რეალობა: ყიდიან და ყიდულობენ,
ამ მოჯადოებულ წრეზე კი გაჭირვებაა გამეფებული...

დღის ბოლოს ნავაჭრმა 24 ლარი და 50 თეთრი შეადგინა... ასე გაილია მძიმე და მომქანცველი დღე. გაყიდული პროდუქციიდან, როგორც დახლის მეპატრონემ დაიანგარიშა, მხოლოდ 2,50 ლარი დარჩა მოგება
დაწვრილებით...
PRIME
იყიდეთ საუკეთესო ბინა ძველი იპიდრომის
ქირავდება ბინა დღიურად, 2 комнатная
პირველი სართული კომერციული ფარტი 120
სასწრაფოდ იყიდება საბურთალოზე 3.5 ოთახიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები