ფეხბურთის ვარსკვლავის პატარა ფანი ავღანეთიდან, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია - კვირის პალიტრა

ფეხბურთის ვარსკვლავის პატარა ფანი ავღანეთიდან, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია

5 წლის ავღანელი ბიჭუნა მურთაზა აჰმადი თავის კუმირს, "ბარსელონას" ვარსკვლავს, ლიონელ მესის შეხვდება.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც ავღანელი ბიჭუნა პოლიეთილენის პარკისგან დამზადებულ მაისურშია გამოწყობილი და თოვლში ბურთს აგორებს. "მაისურზე" კი, რომელიც არგენტინის ნაკრების ფერებშია, ლიონელ მესის ნომერი და სახელია დაწერილი.

მურთაზა ომგადატანილ ღარიბულ ქალაქ გაზნიში ცხოვრობს, რომელიც ავღანეთის სამხრეთით მდებარეობს.

მას ძალიან უყვარს ფეხბურთი და ლიონელ მესი.

"ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ლიონელ მესი. ერთხელაც მას შევხვდები. ძალიან მინდა, მას ვგავდე", - თქვა მურთაზამ.

მურთაზას მამას არ ჰქონდა საშუალება, შვილისთვის ნამდვილი ფორმა ეყიდა და ამის გამო მურთაზა სულ ტიროდა. თუმცა მურთაზას უფროსმა ძმამ მას, იმ მომენტში ხელში რაც მოხვდა, ფორმა გაუკეთა და პატარა ბიჭუნას სახეზე ღიმილმა გაიბრწყინა.

"ჩვენს სახლთან ახლოს საფეხბურთო მოედანი არ არის, მხოლოდ ბურთი გვაქვს და ისიც დაზიანებულია", - თქვა ბიჭუნამ CNN-თან საუბარში.

გაგრძელება