"მასახიობი კი არა, ყარაჩოხელი ვარ!"
"მასახიობი კი არა, ყარაჩოხელი ვარ!"
04-02-2016
ახალგაზრდა ჩოხოსანი გიორგი გილიგაშვილი ფართო საზოგადობამ GDS-ის ტელეპროექტ "ტიფლისით" გაიცნო. ამბობს, სერიალში სწორედ იმიტო მოხვდა, რომ ნაღდი "ტიფლისელია", რომელსაც ყველგან ნახავთ, სადაც საქართველოა...

- არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, თუ ქრისტიანი ხარ და ცოდვა გამძიმებს, ამის შესახებ მოძღვარს უამბობ, ხოლო თუ შენში რაიმე კარგია, ამის თქმა შენი მხრიდან უკვე ამპარტავანებაა... როდესაც მეკთხებიან ვინ ხარო, ასე ვპასუხობ:
"საქართველოს შვილი ვარ დედამიწის გულიდან,
პირბასრი შამშირი ვარ არგადავალ რჯულიდან,
ჩემი ქვეყნის ვალი მაქვს მედროშეთა გვარი მაქვს,
არსად დავიკარგები გულზე ქრისტეს ჯვარი მაქვს!"

- მსახიობის პროფესიაზე ბავშვობიდანვე ფიქრობდით?
- მსახიობი არ ვარ, ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეს დამბადა უფალმა, მადლიერი ვარ ამისთვის, ჩემმა მზემ! ქართველი ბიჭი ვარ, ქართველობისთვის თამაში არ მჭირდება, ეს მე სისხლსა და ხორცში მაქვს გამჯდარი.  თუ გულისხმობთ სერიალ "ტიფლისს", გეტყვით, რომ იქ თამაში ნაკლებად მიწევს, იქ შეიძლება სცენა იყოს დადგმული, თორემ ის მენტალობა, მანერა რასაც ხედავთ, ზუსტად ეგ  ვარ. მოკლედ, მასახიობი კი არა, ყარაჩოხელი ვარ!

- მსახიობობა თუ არა, მაშინ რა არის თქვენი პროფესია?
- პროფესიას რაც შეეხება, ასე ვამბობ ხოლმე - ღვთის სამართალს ვიცავ-მეთქი. ისე სამართალდამცავი ვარ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. მიყვარს და პატივს ვცემ იმ წლებს, რომელიც მანდ გავატარე. იმდენად დაწერილი სამართლის პატივისმცემელი არ ვარ, რამდენადაც დაუწერელი მორალური სამართლის.

- როგორ მოხვდით სერიალ "ტიფლისში" ?
- "ტიფლისში" მოვხდი, იმიტომ, რომ ნაღდი ტიფლისელი ვარ. უფლის ნება იყო ყველაფერი. "ტიფლისის" პირველი სერიის გასვლის შემდეგ ნახევარი ქალაქი - ჩემი ძმადნაფიცები, ძმები მეუბნებოდნენ შენ ამ ფილმში" უნდა იყოო, მაგრამ მე ვამბობდი, " ტიფლისში" არ ვარ, მაგრამ ჩემს გარშემო სულ ტიფლისია-მეთქი.
ჰოდა, ერთ დღეს ცხენით ჩავიარე აბაშიძეზე, მაშინ იმ ჭკუზე ვიყავი, ცხენს გამოვიყვანდი და გავაჭენ-გამოვაჭენებდი ხოლმე შუა ქალაქში, ჰოდა, ამ დროს დამინახა ვიღაც ბიჭმა და მითხრა, - მელანდებიო?! - თუ რეალური ხარ, "ტფილიშში" უნდა გადაგიღოთო...

- შეცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება სერიალ "ტიფლისში" გამოჩენამ?

- ჩვენი ცხოვრება სულ იცვლება... დვბადებით, ვიზრდებით, ვბერდებით ნელ-ნელა... შეცვალა იმ თვალსაზრისით, რომ ჩემ ცხოვრებაში ახალი მეგობრები გაჩნდნენ, საერთოდაც მთელი დედამიწა, მინდა, ჩემი მეგობარი იყოს, რომ სიყვარულით ვიყოთ გაერთიანებული. სადაც ქრისტეა იქ გამარჯვებაა და მე ამას ყოველთვის ვამბობ.

- რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

- გუშინ, სიმართლე გითხრა, ვკვდებოდი, ოღონდ სერიალში სცენარის მიხედვით, მაგრამ მოხდა ისე, რომ ღვთის წყალობით გადავრჩი. ამიტომ წინასწარ არ მიყვარს არაფრის დაგეგმვა. კაცი ბჭობდა, გეგმავდა, უფალიკი მეოხებდა, ლოცულობდაო. როდესაც ვიწყებთ რაღაცის დაგეგმვას ძალიან სასაცილონი ვართ, ვინაიდან იმდენად პატარები ვართ ამხელა გალაქტიკაში, რომ ამ დროს ჩვენ არაფრის დაგეგმვის თავი არ გვაქვს... ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ უფალს მიანდო ყველაფერი დიდი სიყვარულით, მორჩილებით, მარხვითა და ლოცვით, და არა იცხოვრო ისე,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ მარხვისა და ლოცვის დრო აღარ დაგრჩეს...

- და ბოლოს, რა არის ჩოხოსნის დევიზი?

- მთავარია კაცობა - ესაა ჩემი დევიზი. რომ მეკითხებიან რატომ მაინცდამაინც კაცობაო, ვეუბნები, რომ ამაში მაინცდამაინც კაცი არ იგულისხმება. უფალამა შექმნა დედაკაცი და მამაკაცი. ასე იყო საწყისი, არსებობს კაცობრიობა და არა ქალობრიობა, ჰოდა, კაცობრიობაში მოაზრებული ადამის და ევას ერთობაა. კაცობის საწყისი, რომ უფალის სამებობიდან და მამაღმერთობიდან უპირველესია ამაზე ვთანხმდებით, ხოლო შემდეგ არის უდიდესი დედა ღვთისმშობელი. როგორც ქრისტემ ეკლესია შეიყვარა, ისე უნდა შეიყვაროს კაცმაც ქალი, აქ დიდი სიყვარულია, როგორც ქრისტემ გაწირა ეკლესიისთვის, ერთობისთვის თავი, ისე მეუღლემ უნდა გაწიროს თავი თავისი მეუღლისთვის. სხვაგან წავედი, მაგრამ კაცობაში რას ვგულისხმობდი მაგის ახსნა შევეცადე. კაცობა, პირველ რიგში ნიშნავს, რომ შენ ადამის მოდგმისა ხარ, მეორე ის, რომ უფლის სიყვარული გაქვს, სამშობლოს სიყვარული გაქვს, დედისა და მამის პატივისმცემელი ხარ, შენი მოყვასის მოტრფიალე ხარ... რაც კი სანუკვარი სიტყვები არის ღვთის წიაღში კაცში არის გაერთიანებული.

მარიამ კაპანაძე (სპეციალურად საიტისთვის)
zura
20 მაისი 2016 00:12
გიოს დღეს ვუთხარი, ზოგმა ცუდი კომენტარები დაგიწერათქო (თვითონ არც აინტერებს და არც კითხულობს). ყველა დაგლოცათ, მისი მაგინებლები, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოსო. კი ბატონო თავისი სამყარო აქვს, ჩვენგან განსხვავებული, რაც უცნაური გვეჩვენება. მაგრამ დამიჯერეთ, ის მხოლოდ სიკეთით ცხოვრობს, ნახეთ მისი სიმღერა იუთუბიზე, მისი ლექსები, ხალხთან ურთიერთობა(იმ დღეს ქუჩაში სრულიად უცნობ ასაკიან ქალბატონს ჩანთები გამოართვა და მე-5-ე სართულზე აატანინა) და ის ამას არ თამაშობს, ესეთია მისი სამყარო,....ცუდია, ადამიანს არ იცნობთ და ლანძღავთ, გგონიათ დახეული ჯინსები, აიფონი და ნახევრად ინგლისურად საუბარია მაგარი ტიპობა და ცხენი და ჩოხა გოიმობაა?? ეხ...
MMM
24 მარტი 2016 16:09
გილიგ ძალიან კარგი და იშვიათი ხარ :) მიხარია რომ გიცნოობ და მეამაყები, როგორც ქართველი კაცური კაცი...
სხვა სიახლეები
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
თენგიზ აბულაძის ფილმის - "მე, ბებია,­ ილიკო და ილარიონი" - გადაღებისას ბებიის როლის შესასრულებლად 55 წლის სეს­ილია თაყაიშვილმა საღი კბილები დაიძრო.
დაწვრილებით...
PRIME
როგორც კი პუტინის მანქანა ჯორს გაუსწორდა, ეს უკანასკნელი ადგილს მოსწყდა, სწორედ პრეზიდენტის მანქანის წინ დადგა. პუტინი შეეცადა, მისთვის გვერდი აევლო, მაგრამ ამაოდ - ჯორი იქით გადადგა, რა მიმართულებითაც პუტინმა წასვლა გადაწყვიტა. ბოლოს პუტინმა ჯორს თავი დააღწია და მინიმალური სიჩქარით გააგრძელა გზა. ასე მიდიოდნენ ფეხშეწყობილად..­.
დაწვრილებით...
PRIME
"ვეფხისტყაოსანი" ქართველებისთვის­ ის ძეგლია, რომელსაც ჯერაც ვერც ერთი ქართული შედევრი ვერ გაუტოლდა, ამიტომაც მის სცენაზე გადატანას ყველა ერიდებოდა,
დაწვრილებით...
PRIME
"კარგია, როცა ქვეყანა შენდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს,­ შენი ქვეყნის ისტორია წყალმა წაიღოს..."

შალვა ივანიძე: "სუვენირების გამყიდველი ვარ, მაგრამ შენი ქალაქის ისტორია როგორ არ უნდა იცოდე? გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ თავისი ქვეყნის წარსულის შესახებ ნაკლებად იცის"
დაწვრილებით...
PRIME
"არიქა, გურიკიე, რამაზიე... გოგიე ღორს კლავს, მისახმარებელია და კაი ყაურმა გვექნება!" - აბა, გურიაში "ღორის ქელეხში" მეზობლების­ მთელი ამალა რომ არ დაპატიჟონ და გათენებამდე კრიმანჭული არ შემოსძახონ, რა გურია იქნება!
დაწვრილებით...
PRIME
დავით ბეგიაშვილმა 2012 წელს დაამყარა მსოფლიო რეკორდი - სამ საათში 7237 პრესი

ანა ლომინაძემ ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი ცურვაში. 2012 წელს 17 წლისამ ხელფეხშეკრულმა დარდანელის სრუტის 5, 500 მეტრი 46 წუთსა და 47 წამში გადაცურა, მეორედ, 2014 წელს, 21, 76 წამში - 25-მეტრიანი აუზი
დაწვრილებით...
PRIME
აგვისტოს ომის დროს, როცა ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო იმათგან განსხვავებით, ვინც ქალაქიდან გარბოდა. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო...

ერთხელ ახალგაზრდა კაცი დანით გადმოძვრა საპატრიარქოში. ბიჭებმა დააკავეს... მოგვიანებით ამ ბიჭმა თავი დაიჭრა. კაცმა არ იცის, რას ჩაიდენდა, შენობაში რომ შეეღწია...
დაწვრილებით...
PRIME
შთაბეჭდილების წიგნში გამორჩეული ჩანაწერია: "ბუნებასთან სიახლოვე კურნავს და აკეთილშობილებს ადამიანს, სულიერად ათბობს მას. ღმერთმა დალოცოს ბატონი შოთა კუდავა, რომელიც საოცრად გრძნობს ბუნების ცხოველმყოფელ ძალას". ილია II, 1986 წელი

"მე ქვის კაცი ვარ", - ასე გამეცნო 72 წლის შოთა კუდავა­ და ულამაზეს სამყაროში შემიძღვა.­ გაქვავებული ცხოველებისა და ფრინველების ბუნებრივი ექსპონ­ატები შოთა კუდავას­ 35 წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეუკრებია­ და ერთ ჭერქვეშ დაუბინავებია.
დაწვრილებით...
PRIME
მძიმე სენსა და დუხჭირ ცხოვრებასთან მარტო დარჩენილი ქალი მომავალს იმედით შეჰყურებს
დაწვრილებით...
PRIME
ქირავდება დღიურად! ბინა ახალი რემონტით
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით იპოთეკის
ულტრა თანამედროვე რემონტი, იდეალური სისუფთავე,
იყიდება სამშენებლო მიწის ნაკვეთი მშენებლობის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები