ე.წ. ღორის გრიპით ჯარისკაცი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ე.წ. ღორის გრიპით ჯარისკაცი გარდაიცვალა

ქართველი ჯარისკაცი გრიპის ვირუსით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა

H1N1-ით, ე.წ. ღორის გრიპით გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი განმარტებით, გარდაცვლილი 38 წლის იყო. ის სპეციალური ოპერაციების ძალებში მსახურობდა.

ქართველი ჯარისკაცი გრიპის ვირუსით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. გარდაცვლილს 4 შვილი დარჩა.