რა გახდა 22 წლის ტრანსგენდერის გარდაცვალების მიზეზი?! - კვირის პალიტრა

რა გახდა 22 წლის ტრანსგენდერის გარდაცვალების მიზეზი?!

22 წლის ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა გარდაცვლილი თბილისში, იმ ბინაში იპოვეს, სადაც ცხოვრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ბუნებრივი აირით გაიგუდა. სავარაუდოდ ის, 3-4 დღის წინ გარდაიცვალა, თუმცა, მისი ცხედარი დღეს ნახეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თუმცა განიხილება მკვლელობის ვერსიაც. როგორც ბიაკნა შიგუროვას ტრანსგენდერი მეგობრები ამბობენ, ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა.

ბიანკა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ორმეთიდან იყო. ოჯახის წევრებზე საუბრისას ბიანკა ამბობდა, რომ დედა მას არ აღიარებდა. ბიანკა შიგუროვა თანასოფლელების მხრიდან ძალადობის ფაქტებზეც ლაპარაკობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ყვებოდა, რომ ორმოცმა ადამიანმა, მათ შორის, ბავშვებმა, ის სცემეს. მოგვიანებით ტრანსგენდერი ქალი სოფლიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და მეტრომშენის დასახლებაში დასახლდა.

2014 წლის ნოემბერში მისი მეგობარი, ასევე ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი სასტიკად მოკლეს თბილისის ცენტრში მდებარე ბინაში. ერთ-ერთ გადაცემაში მან პირდაპირ ისაუბრა საბი ბერიანის სავარაუდო მკვლელზე, რომელმაც ბერიანის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მისი მოკვლაც სცადა.

იხილეთ ასევე: მკვლელობა პეკინზე, - "სულ ქალის ტანსაცმლით დადიოდა, მაგის ტანზე შარვალი არ გვინახავს…"