რატი დურგლიშვილმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო - რატომ გაჩნდა ცეცხლი?! - კვირის პალიტრა

რატი დურგლიშვილმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო - რატომ გაჩნდა ცეცხლი?!

სოციალურ ქსელში მომხმარებელი დალი ფრიდონაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს რომ ავტომობილს ცეცხლი უკიდია.

როგორც მომხმარებელი წერს,  დაახლოებით ერთი საათის წინ, გაგარინის ქუჩაზე მანქანას ცეცხლი წაეკიდა. მისივე ინფორმაციით, მანქანა მომღერალ რატი დურგლიშვილს ეკუთვნის.

"როგორც დავაზუსტე არავინ დაშავებულა, მომღერალ რატი დურგლიშვილის მანქანას ქონდა რაღაც გაუმართაობა, ცეცხლი შემდგომ საბურავებს მოედო და ისინი დასკდა.. მომღერალი საბედნიეროდ გადმოსული იყო", - წერს დალი ფრიდონაშვილი "ფეისბუკში".

რატი დურგლიშვილმა უკვე დაადასტურა, რომ ცეცხლმოკიდებული მანქანა მისია. მისივე ინფორმაციით, აალების მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. როგორც ის ამბობს, დროულად მოახერხა ავტომობილიდან გადმოსვლა.

წყარო