რატომ გადახტა ახლადნამშობიარები ქალი კლინიკის მე-5 სართულიდან?! - კვირის პალიტრა

რატომ გადახტა ახლადნამშობიარები ქალი კლინიკის მე-5 სართულიდან?!

ბათუმში, კლინიკა "მედინას" მე-5 სართულის ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, 30 წლის ქალს მშობიარობის შემდგომი გართულებები ჰქონდა. კლინიკაში სამკურნალოდ სწორედ ამის გამო იყო მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.