რა ვითარებაში დაიღუპა 23 წლის ახალგაზრდა ბათუმში?! - კვირის პალიტრა

რა ვითარებაში დაიღუპა 23 წლის ახალგაზრდა ბათუმში?!

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული

ბათუმში 23 წლის ახალგაზრდა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ინტერნეტ პროვაიდერ "ანეტის" თანამშრომელი ამწეთი ელექტრო ბოძზე ინტერნეტის სადენს ამაგრებდა.

როგორც ადგილობრივი მურად აბაშიძე აცხადებს, სპეციალისტი ინტერნეტის შეფერხების გამო გამოიძახა. მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოების დროს, როცა სახლიდან ელექტრო ბოძამდე სადენი გაყავდა, მამაკაცს დენმა დაარტყა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"