მაკა ასათიანი "მაესტროს" თანამშრომლებისგან სოლიდარობას ითხოვს - რას სთავაზობს ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე მათ?!
მაკა ასათიანი "მაესტროს" თანამშრომლებისგან სოლიდარობას ითხოვს - რას სთავაზობს ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე მათ?!
08-02-2016
"ქალბატონი ბაია ცრუობს. კარგი იქნება ჟურნალისტები იმ საბუთებს თუ გამოართმევთ და კარგად ჩაიხედავთ. იქ ყველაფერი გარკვევით წერია"

ტელეკომპანია "მაესტროს" მფლობელი მაკა ასათიანი ამ წუთებში კომპანიის თანამშრომლებს ხვდება. შეხვედრას მისი იურისტიც ესწრება. სანდო წყაროზე დაყრდნობით, მაკა ასათიანმა "მაესტროს" გადაყენებულ გენდირექტორთან ბაია გადაბაძესთან ერთად, თანამშრომლებისგან სოლიდარობა და გვერდში დგომა მოითხოვა.

მანვე შესთავაზა ჟურნალისტებს სანამ ლევან გაჩეჩილაძეს შეხვდებიან, დღესვე ყველამ დააფიქსიროს თავიანთი პოზიცია. ასათიანმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს გარანტია მისცა, რომ სამი თვის განმავლობაში ხელფასს აიღებენ, თუმცა რა იქნება 3 თვის მერე, ეს თავადაც არ იცის.

სანდო წყაროსვე ცნობით, თანამშრომლებს შორის აზრი ორად არის გაყოფილი.

მას შემდეგ, რაც "მაესტროს" გენდირექტორმა ბაია გადაბაძემ კომპანიის წილების გადანწილების სქემაზე ისაუბრა და დოკუმენტებიც გაასაჯაროვა, მის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ მეწილეები.

იხილეთ: "ირაკლი რუხაძე "მაესტროს" ხელში ჩასაგდებად კოტე გოგელიას ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა" - რაზეა საუბარი სკანდალურ მიმოწერაში?!

მაესტროს მფლობელმა, მაკა ასათიანმა დაადასტურა, რომ "მაესტროს" დათმობის მიზნით შეთავაზებები არსებობდა.

"რაც ტელეკომპანიას ვფლობ, მუდმივად ხდება შეთავაზება გასხვისებაზე. თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო დავრწმუნებულიყავით იმ ადამიანის წარმომავლობაში ვისგანაც ეს შეთავაზება მოდიოდა, რადგან "მაესტრო" თავისუფალი არხია. ასევე მინდა ვთქვა, რომ არც მე და არც ჩემი ქმარი პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებთ და არც ბიზნესის ლობირებისთვის გამოგვიყენებია ტელევიზია".

"მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, ის გაეცნო დოკუმენტებს და დაადასტურა, რომ ირაკლი რუხაძეს სურდა "მაესტროს" "ხელში ჩაგდება": "დოკუმენტი მეც ვნახე, სადაც რუხაძე 7,5 მილიონს სთავაზობს "მაესტროს" სახელის სანაცვლოდ მაკა ასათიანს. დასტურდება, რომ იგი ცდილობდა "მაესტროს" ხელში ჩაგდებას. პირდაპირ ცდილობს გახდეს მფლობელი".

პაატა კიკვიძე, მამუკა ღლონტის ადვოკატი:

"ბაია გადაბაძის მიერ გასაჯაროებული მიმოწერიდან, თუ ის სინამდვილეს შეესაბამება, ცალსახად ჩანს, რომ ადგილი აქვს მედიაკომპანიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდების მცდელობას. როცა კომპანია გადახდის უუნაროა და ეს პრობლემა გააჩნია, როდესაც ტელეკომპანიას სოლიდური დავალიანება აქვს, ეჭვები იბადება ამ კომპანიის ეკონომიკურ ინტერესთან მიმართებაში. ასეთი კომპანიის შესყიდვის სურვილი ძნელად წარმოასადგენია, რომ ვინმეს გაუჩნდეს. სწორედ ეს ბადებს ეჭვს, ამ მიმოწერაში არ არის მითითებული კომპანიაში შემოსვლის შემდეგ ვინმე თუ იღებს კომპანიის პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობას. ჩანს სურვილი ბრენდის მითვისებისა არამართლზომიერად. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მცდელობა, კერძოდ საკონტროლო პაკეტის შეძენა გაჩეჩილაძის სახელზე იმას ნიშნავს, რომ ამ პირს სურს ტელეკომპანიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება".

"მაესტროს" ყოფილმა მეწილემ, გიორგი ებრალიძემ კი ბაია გადაბაძე სიცრუეში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბრალდებები თითქოს ყოფილმა პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ წერილი გაუგზავნეს დანარჩენ პარტნიორებს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი აპირებდნენ საკუთარი წილების მესამე პირზე გაყიდვას და პარტნიორებს სთავაზობდნენ, მათი წილები ორნახევარ მილიონად სამ დღეში ეყიდათ, არ
შეესაბამება სიმართლეს.

"ქალბატონი ბაია ცრუობს. კარგი იქნება ჟურნალისტები იმ საბუთებს თუ გამოართმევთ და კარგად ჩაიხედავთ. იქ ყველაფერი გარკვევით წერია. წერია, რომ იქ ჩვენ 3 დღის ვადას კი არ ვაძლევთ შესყიდვაზე, არამედ ჩვენ ვაძლევთ 3 დღის ვადას მოფიქრებისთვის. 3 დღის განმავლობაში მათ უნდა ეთქვათ აპირებენ თუ არა ამ ტიპის შესყიდვას. ამის შემდეგ ჩვენ ველოდებოდით 5 დღე და შემდეგ კიდევ დავუმატეთ და საბოლოოდ სადღაც 8 დღე გამოვიდა. ამ სამი დღის და 8 დღის განმავლობაში ჩვენ წინადადებაც კი არ მიგვიღია შესყიდვის შესახებ".


data
15 თებერვალი 2016 01:32
იმ ხალხისგან, ვინც ნაცების მთავარ იდეოლოგთან ერთად ტრენინგებზე დადის და მასთან ჩახუტებულია რა უნდა ელოდო?? მაესტრო ეს შეფარული რ2 ია. ვინც არ აწყობდათ ყველა ჟურნალისტი გაუშვეს. ნახეთ ერთი მაგათი გადაცემა "ბიზნეს კონტაქტი" და მერე ნახეთ რ2-ზე გოგიჩაიშილის "ბიზნეს კურიერი", ერთი სცენარით დაწერილი გადაცემებია და ერთი და იგივე პროპაგანდა მიდის,ეთერშ მუდამ გოცირიზე ან ფადი ასლი უზით და მუდამ საუბარია ბიზნესის რეკეტზე. არადა ის მაინც ნათელია რომ ამ 4 წლის განმავლობაშ აცერთი ბიზნესმენი არაა დაჭრილი და არც ქონება წაურთმევიათ ვინმეზე. ნაცების პროპაგანდის ჩვეულებრივი მანქანაა
ალექს
09 თებერვალი 2016 15:06
მაესტრო არის ტენდენციური ტელევიზია ნუთუ ვერ ხვდებით,ეს არის ნაცების პროპაგანდის საშინელი მანქანა..მაგ. ბიზნეს კონტაქტი, გადაცემაში რომანა გოცირიძეს რომ მოიყვან რა უნდა კითხო..ერთაერთი რაც გაეპარათთ ეს იყო საღამოს ინტერაქტივები სადაც ჩანს ხალხის განწყობებიიიი რომანასთვის სამწუხაროდ.
სხვა სიახლეები
1247 წელს მონღოლებმა საქართველოს სამეფო ტახტზე თანაბარი უფლებებით ერთდროულად ორი მეფე დასვეს:
დაწვრილებით...
რკინიგზის სადგურებში ტურისტებს ახალი სერვისი ხვდება,
დაწვრილებით...
"იქ შეგიძლია შენი ოკეანის ნაწილი გქონდეს, გყავდეს საკუთარი მომსახურე პერსონალი, პირადი დაცვა"
დაწვრილებით...
PRIME
დედამიწის სეისმური მოვლენებიდან ყველაზე დიდი უბედურება მიწისძვრას მოაქვს.
დაწვრილებით...
PRIME
"ზოგი ძვირად იყიდება, ზოგიც იაფად"

დღევანდელი მთავრობისგან პოლიტიკაში წასვლის შემოთავაზება ნამდვ­ილად არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, რაღა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი.­ ის, რაც მოხდა­ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, რეგრესია ქვეყნისთვის
დაწვრილებით...
PRIME
"მეგობრები ძალიან კარგია, მაგრამ დედას ვერავინ შეცვლის"

"ვულგარულად ჩაცმა უზრდელობად და გარყვნილებად მიმაჩნია"
დაწვრილებით...
PRIME
"რაღაც ძალამ წამიყვანა ხატისკენ და გავოცდი, ახლოდან დავინახე ის სახე და თვალები, რომელმაც ჩემი ცხოვრების უმძიმეს პერიოდში საოცარი ძალა მომცა. ლალიმ მითხრა, ეს ბერი გაბრიელიაო. ბედნიერებისგან ვტიროდი. ეს ყველაფერი ნათლობის წინ მოხდა და ამიტომაც დამარქვეს გაბრიელი. მაშინ პირველად ვუამბე ჩემს მეუღლეს გამოცხადების შესახებ"
დაწვრილებით...
PRIME
"ერთადერთი, რაც შეიძლება ზღვაზე გასაპრანჭად გამოვიყენოთ, ჭილოფის ქუდი და მასთან შეხამებული ზღვის ჩანთაა. ეს აქსესუარები ძალიან უხდება საცურაო კოსტიუმებსა და მოსაცმელებს"

"მოდურია გამჭვირვალე ან აბრეშუმის გრძელი მოსაცმელები. სასურველია, ქსოვილი პრინტიანი იყოს. სანაპიროს ძალიან უხდება ჭრელი მოსაცმელი"
დაწვრილებით...
PRIME
სარეაბილიტაციო სახლი ხუთი წელია, ამ სნეული პატარებისთვის ყველაზე დიდი იმედია... აქ ეს პატარები იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება. დედა მილედი მათი ყოველი წუთისთვის იბრძვის

სიკვდილის წინ შვილმა დაუბარა: არასდროს მიატოვოთ ბავშვები, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდებათო... ხუთი წელია, ერთადერთი შვილისთვის მიცემულ პირობას ასრულებს.
დაწვრილებით...
PRIME
"ვიმღერებ, მაგრამ ჩემს სიმღერებს არ უშვებენ..."

"დოდო აბაშიძე დევი იყო, კეთილი დევი. გამტანი, სიმართლის მოყვარული, დამცველი"
დაწვრილებით...
PRIME
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
იყიდება 3 ოთახიანი კუთხის ბინა
ქირავდება პატარა, მყუდრო ბინა ყიფშიძეზე.
სასწრაფოდ! იყიდება სახლი ბორჯომში, კეთილმოწყობილი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები