ლევან ვასაძე: "ჩემმა ძმაკაცმა გიორგი მარგველაშვილმაც თავი დაიღუპა" - კვირის პალიტრა

ლევან ვასაძე: "ჩემმა ძმაკაცმა გიორგი მარგველაშვილმაც თავი დაიღუპა"

პეტიციას "განგაშის ზარები", რომელსაც ხელს აწერენ საზოგადოების ცნობილი წევრები და ითხოვენ, სკოლებში ახალი საგნები - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველოა" არ შეიტანონ, ერთ-ერთი ხელმომწერი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოეხმაურა და განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ტყუილში დაადანაშაულა.

"მინისტრი იტყუება... თამუნა ძალიან მიყვარს. ის ერთი წესიერი გოგოა, რომელიც დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი. ჩემმა ძმაკაცმა გიორგი მარგველაშვილმაც თავი დაიღუპა, როცა პოლიტიკაში წავიდა, ვეუბნებოდი არ წახვიდე-მეთქი და ეს ადამიანიც დიდ შეცდომაში შეიყვანა". პეტიციაში ვკითხულობთ: "განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენს შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს, ახალი სავალდებულო საგნების მიზანი იქნება 7-13 წლამდე ბავშვების, ერთი მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა". განთლების სამინისტროში აცხდებენ, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა.

იხილეთ პეტიცია