კოტე გოგელია დავით კეზერაშვილთან მოლაპარაკებას აგრძელებს?!
კოტე გოგელია დავით კეზერაშვილთან მოლაპარაკებას აგრძელებს?!
15-02-2016
"მაესტროში" დაძაბულობის განმუხტვა მხოლოდ დროებითი და ისიც მოჩვენებითია - რეალურად ორივე მხარე ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. გია გაჩეჩილაძის ადვოკატი საჯარო რეესტრში ტელეკომპანიის დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნას მესამედ შეეცდება, ბაია გადაბაძე კი პროცესის შეჩერებას სასამართლოში სარჩელების შეტანით უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს.

რა მოხდა რეალურად "მაესტროში", რატომ მივიდა კომპანია გაკოტრებამდე და რა კავშირი აქვს პროცესებთან დავით კეზერაშვილს? – ეს ის კითხვებია, რომლებიც უკვე მეორე კვირაა საზოგადოებაში აქტიურად ისმის. რაც მთავარია, აღნიშნულ კითხვებზე მოდავე მხარეებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პასუხები აქვთ, რაც რეალობას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის და სხვადასხვა ვერსიების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ერთ-ერთი ვერსიით, კოტე გოგელიას "მაესტროსთვის" 54-მილიონიანი ვალის გაცემა თავიდანვე გათვლილი ჰქონდა - ტელევიზია გაკოტრებამდე უნდა მისულიყო, რაც მას შესაძლებლობას მისცემდა დანარჩენი დამფუძნებლები ნელ-ნელა გზიდან ჩამოეცილებინა და ტელეკომპანიის სრულუფლებიანი მფლობელი გამხდარიყო. ამავე ვერსიის მიხედვით, აღნიშნული გეგმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, "მაესტროს" 100%-იანი წილი დავით კეზერაშვილს უნდა შეეძინა, თანაც საკმაოდ სოლიდურ ფასად.

გოგელია, რომ ტელევიზიის მართვიდან გასვლასა და კუთვნილი წილის გაყიდვას გეგმავდა, ეს იმითაც დასტურდება, რომ ირაკლი რუხაძესთან "მაესტროს" საკითხზე მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მართავდა. თუმცა პატარკაციშვილის ფინანსისტისგან სასურველი ცხრა მილიონი, მოგვიანებით კი, ვერც ხუთი მილიონი მიიღო.

სავარაუდოდ, გოგელიასთან ვაჭრობის შემდეგ რუხაძემ ბევრად მარტივი გამოსავალი გამონახა და "მაესტრომდე" მისასვლელი გზა ნახევარ ფასად, გია გაჩეჩილაძის საშუალებით იპოვა. პროცესში მთავარ ფიგურანტად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გია გაჩეჩილაძემ "მაესტროს" გაკოტრების დაწყების გამოცხადებისთანავე დაასახელა.
ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით, გოგელია კეზერაშვილთან ახლაც აგრძელებს მოლაპარაკებას იმ შემთხვევისთვის თუ ტელეკომპანიის გაკოტრების საქმე ბოლომდე მაინც მივიდა.

მოკლედ, ახლა მთავარი საკითხად მაინც ის რჩება, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ დავის დასრულებამდე "მაესტროს" სასამართლო გაკოტრებულ ტელევიზიად გამოაცხადებს. სამოქმედო გეგმის გარკვევას "კვირის პალიტრა" "უცნობთან" შეეცადა:

- როგორც კი, გადაბაძემ "მაესტროს" გაკოტრებაზე განაცხადი სასამართლოში შეიტანა, მაშინათვე ვთქვი, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება კეზერაშვილს უნდოდა. მადლობა ღმერთს, ეს გეგმა ჩაიშალა, ახლა კი, ეთერ გადაბაძე და ნიკოლოზ გვარამია სახელმწიფოს დაშანტაჟებას ცდილობენ. რადგან მედიის წარმომადგენელი ხარ, საკუთარ თავს ყველაფრის კეთების უფლება უნდა მისცე? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მსგავსი რამ დედამიწის ზურგზე არსად ხდება! როგორც გითხარით, მე მაინც ვერავინ შემაშინებს - "მაესტრო" ისეთი ტელევიზია გახდება, როგორიც მას ეკადრება.

- დააკონკრეტეთ, რაზე მიანიშნებთ - გაკოტრებული "მაესტრო" კოტე გოგელიას კეზერაშვილისთვის რა მექანიზმით უნდა მიეყიდა?
- ყველა კითხვას მალე გაეცემა პასუხი. მანამდე სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვო და ტელევიზიის დირექტორად ჩემი ძმა დაინიშნოს. კოტე გოგელია ირაკლი რუხაძესთანაც მართავდა წილის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს... მოლაპარაკებები საკმაოდ მძიმე ვითარებაში მიმდინარეობდა, ამიტომ დეტალების გახმაურებაც საჯაროდ არ მინდა. რეალობა კი მართლაც ასეთია - ტელევიზიაში აჟიოტაჟის შექმნითა და შანტაჟით გოგელია ტელევიზიის ღირებულების გაზრდას ცდილობს.

- თუ დავის დასრულებამდე სასამართლომ ტელევიზია გაკოტრებულად გამოაცხადა, რა გეგმა გაქვთ?
- "მაესტროს" გაკოტრებას არ დავუშვებ, ეს წარმოუდგენელია.

კოტე გოგელიასთან მოლაპარაკებებში დავით კეზერაშვილის მონაწილეობას "მაესტროს" მოქმედი დირექტორი ბაია გადაბაძე კი კატეგორიულად გამორიცხავს: "რაც მე ამ ტელევიზიის დირექტორი ვარ, დავით კეზერაშვილთან შესაძლო მოლაპარაკებაზე საუბარიც კი არასოდეს ყოფილა. არ ვიცი მსგავსი ბრალდების გაჟღერებისას გია გაჩეჩილაძე კონკრეტულად რა ფაქტებს ეყრდნობა. ტელეკომპანიის გაკოტრებაზე სასამართლოსთვის მიმართვას კი კანონი მავალდებულებდა, რადგან კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით დავალიანებები დაუგროვდა. საუბარია, ჯამში 54 მილიონზე, რაც წლების განმავლობაში "მაეტსროს" განვითარებაზე დაიხარჯა. საინტერესოა, თუ შეძლებს გია გაჩეჩილაძე გეგმის წარმოდგენას, როგორ უნდა შეაჩეროს გაკოტრების პროცესი. ამ პროექტის ხილვას უკვე ექვსი თვეა უშედეგოდ ველოდებით".


პ.ს. გია გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრისგან ლევან გაჩეჩილაძის დრექტორად დარეგისტრირებაზე პასუხს დღეს ელოდება, დადასტურების შემთხვევაში კი, "მაესტროში" მისვლას, ძმასთან ერთად, დღესვე აპირებს.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)

გიორგი 9 ნომერი გლეხი
19 თებერვალი 2016 06:03
ბ-იძინეთ!!!
nikoloza
16 თებერვალი 2016 16:36
ოოო,რა გოიმები ხართ რა ზოგიერთები.ხო ეშინიათ სპეცნაზით და ძალადობით ტ ვ იაში და საერთოდ ძალადობა არა ოცნებას. აუ რა სოფელია რა.თქვე ქაჯებო ესენი ყველა უნდა მიუშვა და თვითონ შეჭამენ ერთმანეთს,როგორც მოსამართლეებს არასამთავრობოები. გოიმებო ბიძინა მოჭადრაკეა და თქვენ ყველამ მარტო დომინოს თამაში იცით.ვაი თქვენს პატრონს, უნიათოები არიან არა? ეეხ სოფელი სიფელია და გოიმი გოიმი.აცალეთ კატები ისე უნდა იხმარო არ დაგფხაჭნოსო ნათქვამია. აი ორნი რო დარჩებიან ვირთხები მერე ნახეთ.უაზრო სისხლი არავის ჭირდება მაინც ცოდვაა და ერთმანეთი დაჭამონ ჯერ.სად ეჩქარებათ გოიმებო.
სხვა სიახლეები
21 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძის, მისი მეუღლის, ასევე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც  Ambebi.ge-ს ლომინაძის მეუღლის, ნუცას მეგობარმა განუცხადა, მორაგბის ცოლი კომიდან დღეს გამოიყვანეს.
დაწვრილებით...
ორი დავითის მშვიდობიანი თანამეფობა სამიოდე წელს გაგრძელდა.
დაწვრილებით...
ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა "ოსკარის" უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შერჩევა დაიწყო. ვინ იქნებიან შესარჩევი ტურის ჟიურის წევრები და როგორ მიმდინაროებს ფილმების შერჩევის პორცესი?
დაწვრილებით...
შესაძლებელია თუ არა ინტერნეტის სიჩქარის გაზრდა პაკეტის შეუცვლელად? როგორ შევაჩეროთ ესა თუ ის სერვისი? როგორ ავიცილოთ დავალიანების დაგროვება? და თუ ვერ შეწვდით გადასახდელ თანხას?
დაწვრილებით...
სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” , დღეს, საქართველოს რაგბის კავშირსა და შპს”კანტს” შორის სასპონსორო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დაწვრილებით...
თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად გაატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები, თქვენს არჩევანს აჭარაზე შევაჩერებთ.
დაწვრილებით...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით აგრძელებს პიარკამპანიის წარმოებას სამიზნე ქვეყნებში.
დაწვრილებით...
“ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია “Stadler Bussnang AG” ულტრათანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა.
დაწვრილებით...
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მიზნები და გამოწვევები გააცნო.
დაწვრილებით...
"სულ ბეწვის ხიდზე გავლა მიხდებოდა. ჩემმა პედაგოგებმა - ლილი იოსელიანმა და მიშა თუმანიშვილმა კარგად მასწავლეს აბობოქრებულ ზღვაში ცურვა!" - ამბობს მსახიობი გია როინიშვილი, რომელმაც თავის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე ჟურნალ "გზასთან" გულახდილად ისაუბრა
დაწვრილებით...
ქირავდება ბინა დღიურად, 2 комнатная
იყიდება კეთილმოწყობილი, კაპიტალური ორ სართულიანი
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
გირავდება 2.5-ოთახიანი, ბინა ვარკეთილში 12000$-ად
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები