გივი ბერიკაშვილი: "შინაურობაში პოლიტიკაზე ბევრს ვჩხუბობ და ვკამათობ"
გივი ბერიკაშვილი: "შინაურობაში პოლიტიკაზე ბევრს ვჩხუბობ და ვკამათობ"
17-02-2016
გახდებოდით თუ არა მომავალ არჩევნებში რომელიმე პოლიტიკური ძალის სახე?- ჟურნალმა "გზამ" ამ შეკითხვით ცნობილ ხელოვანებს, მომღერლებსა და მსახიობებს მიმართა. ვინ რა პასუხი გასცა ამას სრულად ჟურნალის 18 თებერვლის ნომერში იხილავთ. ჩვენ კი გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

გივი ბერიკაშვილი, მსახიობი:
-
ყოველთვის იმ ძალის მომხრე ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე უნდა. სხვათა შორის, "მოქალაქეთა კავშირის" დროს შემომთავაზეს პარლამენტარობა, მაგრამ მადლობა გადავუხადე და უარი ვუთხარი. როცა დრო დადგება, გამოვალ და ვიტყვი, რატომ ვუჭერ ამა თუ იმ ძალას მხარს. წინასწარ ლაპარაკი ჩემთვის ძალზე ძნელია. ჩემი მასწავლებელი აკაკი ხორავა იყო და ასე მასწავლიდა: შვილო, გივი, სცენაზე რომ დგახარ, დარბაზში ქურდი, მამაძაღლი, პროფესორი და აკადემიკოსი გვერდიგვერდ სხედან, შენც ყველასთვის ერთნაირად უნდა ითამაშოო. ჰოდა, ვიცი, რომ ყველასთვის უნდა ვითამაშო, რადგან ამ ქვეყნის შვილი ვარ, პოლიტიკაში კი ყველაფერი უფრო რთულადაა. ამიტომ, როცა არჩევნებზე მივალ, ჩემს პოზიციას იქ გამოვხატავ. ჩემი აზრიც მაქვს, ყველაფერს ვაკვირდები, შინაურობაში პოლიტიკაზე ბევრს ვჩხუბობ და ვკამათობ, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას არ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვაპირებ. მით უმეტეს- რომელიმე ძალის პიარსა და მხარდაჭერას. როგორც კი არჩევნები დაიწყება, შეიძლება, ხმამაღლაც ვთქვა, ვისი მხარდამჭერი ვარ. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი: სწორი ნაბიჯების გადადგმას და ქვეყნის სწორ გზაზე წაყვანას ვინც შეძლებს, მეც იმის მომხრე ვიქნები
.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 18 თებერვლის ნომერში

n.j.
01 მარტი 2016 10:41
ნეტავი ამ ბერიკაშვილებმა როდემდე უნდა იგოგმანონ პოლიტიკაში.
otari
19 თებერვალი 2016 07:39
ყველას ვეთანხმები,პოლიტიკოსოები ამ მსახიობებს თუ იმ ადამიანებს ვინც ხშირად ჩნდება ამა თუ იმ სახით ეკრანებზე თუ პრესის ფურცლებზე,არიან აგიტატორებად და რეკლამისტებად გამოყენებული,აი ამაშI უხდიან ამოდენა ხელფასებსაც და პრემიებსაც,გინდ ივანიშვილი,რომ არიგებს ფულებს ჩვენსას,ასე,რომ ქართველი ერის მხარეზე არც გარედან და არც შიგნიდან არ ჩანს იმედის,"ოცნება"კი უდრის "ნაცებს",1 % არაა განსხვავება
სხვა სიახლეები
დღევანდელ წერილში რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის თავს გადახდენილ მხიარულ ისტორიებს მოგიყვებით.
დაწვრილებით...
"სულ ნოსტალგია მაქვს, როცა "ფეისბუკში" ჩემი მშობლიური და საყვარელი დაბა ცემის ფოტოებს ვუყურებ - წელს მაინც რამხელა თოვლი მოსულა"!
დაწვრილებით...

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს.
დაწვრილებით...
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
თენგიზ აბულაძის ფილმის - "მე, ბებია,­ ილიკო და ილარიონი" - გადაღებისას ბებიის როლის შესასრულებლად 55 წლის სეს­ილია თაყაიშვილმა საღი კბილები დაიძრო.
დაწვრილებით...
PRIME
როგორც კი პუტინის მანქანა ჯორს გაუსწორდა, ეს უკანასკნელი ადგილს მოსწყდა, სწორედ პრეზიდენტის მანქანის წინ დადგა. პუტინი შეეცადა, მისთვის გვერდი აევლო, მაგრამ ამაოდ - ჯორი იქით გადადგა, რა მიმართულებითაც პუტინმა წასვლა გადაწყვიტა. ბოლოს პუტინმა ჯორს თავი დააღწია და მინიმალური სიჩქარით გააგრძელა გზა. ასე მიდიოდნენ ფეხშეწყობილად..­.
დაწვრილებით...
PRIME
"ვეფხისტყაოსანი" ქართველებისთვის­ ის ძეგლია, რომელსაც ჯერაც ვერც ერთი ქართული შედევრი ვერ გაუტოლდა, ამიტომაც მის სცენაზე გადატანას ყველა ერიდებოდა,
დაწვრილებით...
PRIME
"კარგია, როცა ქვეყანა შენდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს,­ შენი ქვეყნის ისტორია წყალმა წაიღოს..."

შალვა ივანიძე: "სუვენირების გამყიდველი ვარ, მაგრამ შენი ქალაქის ისტორია როგორ არ უნდა იცოდე? გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ თავისი ქვეყნის წარსულის შესახებ ნაკლებად იცის"
დაწვრილებით...
PRIME
იყიდება დუპლექსის ტიპის ბინა გოთუას
იყიდება გამჭოლი ბინა დოლიძეზე.
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
LTD ,,NDS” გთავაზობთ დიღმის მასივში
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები