"თუ არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს ქეთი მელუას ნამღერი, ძალით ხომ ვერ შევაყვარებ?!" - რას ჰყვება მეგავარსკვლავის ბაბუა?!
"თუ არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს ქეთი მელუას ნამღერი, ძალით ხომ ვერ შევაყვარებ?!" - რას ჰყვება მეგავარსკვლავის ბაბუა?!
18-02-2016
"ქეთის ქმარს ვთხოვე ქართული ისწავლე - მეთქი და დამიჯერა. ცდილობს ისწავლოს, ყოველთვის ქართულად მესალმება ტელეფონზე... ისიც მუსიკოსია, თავის ჯგუფი ჰყავს და ქეთის ძმა - ზურიკო ამ ჯგუფში უკრავს გიტარაზე და როიალზე"

"ქეთის ერთი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომელიც მასზე უგონოდ არის შეყვარებული. ქეთის კონცერტებზე ისეთ რამეებს სჩადის, ერთხელ პოლიციასაც კი დაუძახეს. მას აბრალებენ ამ ჭორის გავრცელებასაც. რას ვიზამთ, სიყვარულს ვერავის აუკრძალავ!"

(ფოტოგალერეა)

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეგავარსკვლავის, ქეთი მელუას ბაბუა ამირან მელუა გვიყვება საქვეყნოდ ცნობილი შვილიშვილის ცხოვრებაზე, ოჯახზე, გადარეულ თაყვანისმცემლებზე და იმაზეც როგორ ანებივრებს საყვარელ ბაბუას საჩუქრებით:

- ქეთი გამორჩეულად კეთილი გოგოა. ჩემს მიმართ კი უკიდეგანოდ ყურადღებიანია... ვერც მოვთვლი რამდენი მანქანა მიყიდა, ან სხვა რამდენი საჩუქარი გაუკეთებია. კვირა არ გავა, რომ არ დამირეკოს და მითხრას, - ბაბუ რაღაც გიყიდეო, - მეორე დღეს კი უკვე აგზავნის... ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. პატარაობისას სულ ზღვაზე დამყავდა, ყველა ჩემს მეგობარს იცნობდა და მათ ახლაც ძალიან დიდ პატივს სცემს. ჩემი აწ გარდაცვლილი მეგობრის დაბადების დღე რომ იყო, საგანგებოდ ლონდონიდან ჩამოფრინდა მხოლოდ ერთი დღით. ლონდონში ქეთისთან სამჯერ ვარ ნამყოფი. ახლახანს ორსართულიანი სახლი იყიდა, რომელიც ჯერ არ მინახავს... ქეთის მშობლები ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ ქეთისთან ხშირად მიდიან.

- ქეთის მეუღლესთანაც მეგობრობთ? გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს ერთმანეთს დაშორდნენ...

- ეს ჭორი ყოვლად უსაფუძვლოა! ქეთის ერთი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომელიც მასზე უგონოდ არის შეყვარებული. ქეთის კონცერტებზე ისეთ რამეებს სჩადის, ერთხელ პოლიციასაც კი დაუძახეს. მას აბრალებენ ამ ჭორის გავრცელებასაც. რას ვიზამთ, სიყვარულს ვერავის აუკრძალავ! იმ გადრეულს მეც კი ვიცნობ, მშვენიერი ახალგაზრდაა... ქეთის სხვა თაყვანისმცემლებიც ჰყავს, მაგრამ ჩემს გოგოს მეუღლე ჰყავს და ეს არავის უნდა დაავიწყდეს! მითუმეტეს ქეთი და მისი მეუღლე ერთმანეთზე გიჟდებიან! იშვიათად მინახავს წყვილი, რომელიც მართლა ერთმანეთისთვისაა შექმნილი! ქეთის მეუღლე ჯეიმსი ძალიან კარგი ბიჭია. საქართველოშიც იყო ჩამოსული... ქეთიმ კახეთში გადაიხადა დაბადების დღე, სადაც დაახლობეთ 70 სტუმარი გვყავდა. კახელებმა ძალიან დიდი პატივი სცეს. რესტორანთან ახლოს მონასტერია, ეს მონასტერი დაათვალიერებინეს... ამ ღირშესანიშნაობების ნახვით ქეითსა და ჯეიმსთან ერთად, ჩვენი სიძის მშობლებიც აღფრთოვანებული დარჩნენ. ქეთის ქმარს ვთხოვე ქართული ისწავლე-მეთქი და დამიჯერა. ცდილობს ისწავლოს, ყოველთვის ქართულად მესალმება ტელეფონზე. ისიც მუსიკოსია, თავის ჯგუფი ჰყავს და ქეთის ძმა - ზურიკოც ამ ჯგუფში უკრავს გიტარაზე და როიალზე.

ქეთი მელუა ძმასთან და ბაბუასთან ერთად
- ზურიკოს შესახებ თითქმის არაფერი ვიცით...

- ზურიკოც გადასარევი ბიჭია, ისეთივე კეთილი როგორც ქეთი. ჩემი რძალია ასეთი ყურადღებიანი და ბავშვებიც იმას დაემსგავსნენ. ზურიკომ მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა, მუსიკას გაჰყვა და ძალიან ბევრს მეცადინეობს. ქეთი მისით ძალიან კმაყოფილია, მაგრამ ზურიკოს არ სურს დასთან ერთად გამოდიოდეს სცენაზე. დამოუკიდებლად სურს იმოღვაწევოს... ძალიან უყვარს საქართველო და ბევრი მეგობარიც ჰყავს აქ.

- ბიძინა ივანიშვილი ხელოვანებს
ძალიან დიდ პატივს სცემს... მას ან ბერა ივანიშვილს თუ აკავშირებთ ქეთისთან რაიმე?

- ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ თუ არ მოსწონს ქეთის ნამღერი, ძალით ხომ ვერ შეაყვარებ?! რამე კავშირი რომ ჰქონოდათ, მეც გავიგებდი. ქეთი ყოველთვის ჩემს სახლში ბინავდება, როცა თბილისში ჩამოდის. თუ ქეთის მიმართ რამე განსაკუთრებული პატივისცემა აქვს, თავისთან მიიწვევდა, პატარა ყურადღებას გამოხატავდა. მთელმა ქალაქმა იცის, როცა აქ ჩამოდის. გორში რომ იყო ჩასული, აქედანაც კულტურის სამინსტრომ წაიყვანა, იქედანაც მათ ჩამოიყვანეს. ათი დღე იყო ქეთი გორში და ქალთა გუნდის სიმღერებს იწერდა. ისე მოეწონა ქეთის ქალთა გუნდის ნამღერი, მალე მსოფლიო მნიშვნელობის ალბომი გამოვა მათი მონაწილეობით... არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი მოსწონს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ქეთი მელუას შემოქმედება! ყველა ადამიანს თავის გემოვნება აქვს, მას თავის შვილი - ბერა ივანიშვილი მოსწონს. ამის გამო არავითარი პრეტენზია არ მაქვს და ბატონ ბიძინას დიდ პატივს ვცემ, როგორც დიდ ქველმოქმედს. ივანიშვილს ვერ ვუბრძანებ გინდა თუ არა ჩემი შვილიშვილის ხელოვნების თაყვანისმეცემელი იყავი-თქო.

- წინა ხელისუფლებისგან დიდი ყურადღება იგრძნობოდა ქეთის მიმართ...
- ნამდვილად! მიხეილს სააკაშვილი გჟდებოდა ქეთიზე. თუ არ ვცდები, ბათუმში ქეთის კონცერტისთვის საგანგებოდ ჩავიდა... ქეთის სიმღერები მოსწონთ, რადგან საოცარი სიმშვიდე მოაქვს. ინგლისის დედოფალსაც ამიტომ მოსწონს გამორჩეულად. ლონდონში ქუჩაში, რომ გაივლის მის მიმართ ყველადიდ სიყვარულს გამოხატავს.

მეც ვიყავი ლონდონშ ქეთის კონცერტზე ჩასული, რომელიც უზარმაზარ სტადიონზე გაიმართა, სადაც  ქეთის დიდი სურათიც ეკიდა. ჭიქებზეც ქეთის სურათი იყო გამოსახული... სინათლე რომ ჩაქრა, ქეთის ის დიდი სურათი მოვიპარე და წამოვიღე. ძალიან მომეწონა და იმიტომ გავბედე, თორემ რომ შეემჩნიათ დიდი ჯარიმაც არ ამცდებოდა. მერე ეს სურათი ჩარჩოში ჩავსვი და ახლაც კედელზე მიკიდია...

იხილეთ ფოტოგალერეა: ქეთი მელუას ბავშვობა, ოჯახი, კარიერა


მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)























nino
19 თებერვალი 2016 18:23
zalian mixaria ketis carmatebebi,zalian karg dros salian karg adgilas moxvda,netavi kvela nichieri karveli agmochndebodes mis adgilas
jumanji
19 თებერვალი 2016 10:31
ბერას თლიფინს ამ გოგოს ნამღერი თუ არ ჯობია, მართლა ცუდად ყოფილა საქმე... ისე ბიძო და მიშა ერთმანეთს უნდა გადააბა და მდინარეში ჩააგდო...
სხვა სიახლეები
გურამ დოჩანაშვილის რომანი „სამოსელი პირველი“ ზაზა მარჯანიშვილმა მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამად აქცია.
დაწვრილებით...
”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და შვეიცარული კომპანია StadlerBssnang AG-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა პიტერ შპულერმა ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
დაწვრილებით...
28 მაისს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბულვარში ზაფხულის ტურისტულ სეზონს სპეციალური ღონისძიებით გახსნის.
დაწვრილებით...
ყოფილმა პარლამენტარმა, მსახიობმა გია როინიშვილმა "ფეისბუკში" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ რესტორანში მარჯანიშვილის თეატრის ახალგაზრდა რეჟისორს სანდრო ელოშვილს სცემეს.
დაწვრილებით...
"ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ძვირფასია ჩემთვის, რადგან თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილაკია"
დაწვრილებით...
ატენის ხეობის სოფელ ბობნევში უკვე მეხუთე დღეა 4 წლის რამაზს ეძებენ. ბებიასთან დატოვებული ბავშვი შუადღისას სახლიდან ეზოში ყველას შეუმჩნევლად გამოვიდა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ბავშვი მოხუცმა ბებიამ მოიკითხა, მაგრამ ვერსად იპოვა.
დაწვრილებით...
მოდელობა ყველა გოგოსთვის საოცნებო პროფესიაა. ბოლო წლებში სამოდელო ბიზნესი აღმასვლას განიცდის.
დაწვრილებით...
PRIME
იყიდება პერსპექტიულ ადგილას ვორონცოვზე -
სასწრაფოდ! იყიდება ყაზბეგის გამზირზე
სასწრაფოდ! იყიდება ახალაშენებულ კორპუსში გარემონტებული
იყიდება 2000 კვ.მ. რეგისტრირებული მიწის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები