"ვიღაც "ცეხავიკი ვარსკვლავთმრიცხველი" კულტურის მუშაკობას იბრალებს"
"ვიღაც "ცეხავიკი ვარსკვლავთმრიცხველი" კულტურის მუშაკობას იბრალებს"
22-02-2016
"კულტურა უგემოვნობამ მოკლა"

"ყური მოვკარი, ოქიტაშვილს მინისტრობა უნდაო, ეს ტრაგიკომედია იქნება"


არტ-კრიტიკოსი დავით ანდრიაძე­ მიიჩნევს, რომ კულტურის სფეროში საგანგაშო მდგომარეობაა და საზოგადოება დროულად უნდა გამოფხიზლდეს.

- კულტურის სფეროში მოღვაწე­ ადამიანები ასპარეზზე აღარ ჩანან. მწერლებსა და რეჟისორებსაც ტელევიზიები პოლიტიკური კონიუნქტურის თანახმად ქმნ­იან, თეატრის სცენაზე მსახიობთა რაოდენობა მაყურებელს ჭარბობს. ზოგადად, მაყურებელმა სპექტაკლის აღქმის უნარიც დაკარგა და ბავშვივით ელოდება,­ რომელ ნაწილში შეძლებს გაცინებას - კომიზმის ეს კატეგორია ქვეყანაში საფუძვლიანად დამიწდა და ყველაფრის გაუბრალოებამდე­ მიგვიყვანა. გასაგებია, რომ გარდამავალ­ ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაფერს პოს­ტ­მოდერნიზმს ვაბრალებთ, მაგრამ ჩვენი მთავარი მტერი მაინც უგემოვნობა გახდა - კულტურა უგემოვნობამ მოკლა.

"ქვეყანაში ერთადერთი მასშტაბური პროექტი, რომელშიც კულტურის სამინისტრო მონაწილეობს, ბათუმის ჯაზფესტივალია, ისიც იმიტომ, რომ ბიზნესთან არის დაკავშირებული"
- რამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე?

- მიზეზთა კომპლექსია. ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობაა. საზოგადოებაში მდარე ხელოვ­ნებაზე­ მოთხოვნას სახელმწიფოც უწყობს ხელს. მაგალითად, საახალწლოდ მერიამ ქუჩაში კონცერტი ჩაატარა­. ნეტავ, რომელმა ჭკუათამყოფელმა მოიფიქრა თავისუფლების მოედანზე საოპერო მომღერლების გამოყ­ვანა? თან, როგორც ვიცი, ამ საქმეში სოლიდური თანხაც დაიხარჯა. ნუთუ ერთი კაციც არ აღმოჩნდა მერიაში,­ რომ ეთქვა, საოპერო თეატრს თავისი ადგილი აქვს და ქუჩის ხელოვნება სულ სხვა სეგმენტიაო? არაფერს ვამბობ ბათუმში გამართულ კონცერტზე, რომელზეც თურმე საზოგადოებამ არაფ­ერი იცოდა. ბათუმის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელმა­ კი გვითხრა, ხალხს ფეხსაცმელი არ ჰქონდა და კონცერტს ამიტომ არ დაესწროო.

ვინ დათვლის, ქვეყანაში რამდენი კულტ­ურ­ის საბჭოა, რა რაოდენობის პროგრამაა შექმნილი, მაგრამ რაში იხარჯება ეს ადამიანური თუ ფულადი რესურსი?
ერთხელ კულტურის სამინისტროში ხელოვანთა მთელი ბომონდი შეკრიბეს. შეკრებას კულტურის მინისტრის მოადგილე უძღვებოდა და ისეთი ენით საუბრო­ბდა, ვერაფერი გავიგე­. არადა, კარგა ხანს ვცდილობდი გამეგო,­ რისთვის შეგვკრიბა. კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე გველაპარაკებოდა, თუმცა კულტურასთან თავად არაფერი აკავშირებდა. გადავწყვიტე­, კრება დამეტოვებინა. ალბათ, ოთარ თაქთაქ­იშვილი საქართველოში­ აღარ განმეორდება - ადამიანი, რომელიც­ თავად­ იყო კულტურის განსახიერება. არც კულტურულ ღონისძიებებს აკლდებოდა,­ თეატრისა და სამხატვრო გალერეების მუდ­მივი­ სტუმარიც იყო. დღეს, როგორც კი კულტურის მინისტრის თანამდებობიდან­ გადადგებიან, არც ერთ ღონისძიებას აღარ­ ესწრებიან, მინისტრობის პერიოდშიც­ მხოლოდ მოვ­ალეობის მოსახდელად დადიან.­ ასეთებმა­ რა უნდა შექმნან ქვეყანაში? კულტურის სამინისტროში ყველაზე ცუდი მოთამაშეები აღმოჩნდნენ. ამ ქაოსში კი ვიღაც "ცეხავიკი ვარსკვლავთმრიცხველი" კულტურის მუშაკობას იბრალებს.

- ვის გულისხმობთ?
- დავით ოქიტაშვილს. სიმართლე გით­ხ­რათ,­ მეწყინა, როდესაც სათაყვანებელი რეჟისორი ელდარ შენგელაია "ცეხავიკი" ოქიტაშვილის წინადადებას დათანხმდა. კი ბატონო, რუსთაველის თეატრთან რამაზ­ ჩხიკვაძის ვარსკვლავიც არის, მაგრამ მის გვერდით ისეთ მსახიობებსაც აღმოაჩენთ, დიდი დამსახურებით რომ ვერ დაიკვეხნიან. რასაკვირველია, ყველა რამაზ­ ჩხიკვაძე­ ვერ იქნება, მაგრამ ყველას­ კუთვნილი ადგილი უნდა ჰქონდეს.

ვითარება აიჭრა - კოჭლი ცხვარი წინ აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ ყური მოვკარი, ოქიტაშვილს მინისტრობა უნდაო, ეს ტრაგიკომედია იქნება. ერთხანს მოხერხდა ამ კაცის "ბიზნესის" შეჩერება, მაგრამ მაინც ამოტივტივდა. კულტურის სფეროს მესვეურები ამას აინუნში არ აგდებენ. არაფერს ვამბობ თბილისის მერიის კულტურის სამსახურზე, ქალაქში ბრინჯაოში ჩასხმულ
ჯოჯოებს რომ დგამენ. კარგი იქნება, თუ წარმოგვიდგენენ ანგარიშს, რა კულტურული გამოცდილება აქვთ ამ ადამიანებს­ და რაში იღებენ გასამრჯელოს...

- ოპერის თეატრის გახსნა რას შეცვლის კულტურულ ცხოვრებაში?
- ეს მართლაც სასიხარულო მოვლენაა,­ მაგრამ გაოგნებული ვარ - თორაძის ბალეტ "გორდას" აღდგენაში ნახევარი მილიონი დაიხარჯა, როცა მწერლები სულს ღაფავენ და კულტურის სამინისტროს ყოვ­ელთვიურ ჟურნალში ასლარიან ჰონორარს იღებენ. არ ვამბობ, რომ მწერლობაში რენესანსის ხანა გვაქვს, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ სამინისტროში ქაოსურად მოქმედებენ და საერთო გეგმა არ აქვთ. საკუთარი ნაშრომის საზოგადოებისთვის წარდგენის სურვილი რომ გაგიჩნდეს, უწყებაში იმდენი ბიუროკრატიული პროცედურა უნდა გაიარო, თავი შეგძულდება.

არაფერს ვამბობ რუსთაველის პრემიის ჩამორიგებაზე. როგორც წინა ხელისუფლებამ ჩამოურიგა უღიმღამოებს პრემიები, ახლაც იგივე გრძელდება. რუსთაველის პრემია გიორგი ლეონიძეს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მისცეს და ის არც ელენე ახვლედიანს მიაკუთვნეს...

კულტურის სამინისტროში "ჩალიჩმაისტერების" მთელი არმიაა. თანაც უბედურებაა, რომ ეს ყველაფერი "უპურობის" ჟამს ხდება. ცნობილია, რომ ხალხს პური და სანახაობა სჭირდება. პური არ გვაქვს, იქნებ სანახაობა მაინც შევთავაზოთ ადამიანებს. წინა ხელისუფლება ხელოვნურად ქმნიდა დინამიკურობის შეგრძნებას, ახლა კი ხალხს ელემენტარული განტვირთვის შესაძლებლობა არა აქვს. ქვეყანაში ერთადერთი მასშტაბური პროექტი, რომელშიც კულტურის სამინისტრო მონაწილეობს, ბათუმის ჯაზფესტივალია, ისიც იმიტომ, რომ ბიზნესთანაა დაკავშირებული.

დავით ოქიტაშვილი: "ტალახის სროლას თავი დაანებონ"


"კვირის პალიტრა" დავით ოქიტაშვილსაც დაუკავშირდა:

"ვის არ ეკუთვნოდა ვარსკვლავი? ჩვენ ყველა ის ადამიანი დავაფასეთ, რომლებმაც ისტორია შექმნეს. ვარსკვლავი დათო ოქიტაშვილის განწყობით კი არა, კონკრეტული ჯგუფების რეკომენდაციებით იხსნება. მაგალითად, თუ მუსიკოსს ვუხსნით ვარსკვლავს, პროცესში კომპოზიტორთა კავშირი ერთვება, მოცეკვავეზე რეკომენდაციებს ქორეოგრაფიული კავშირი გვაწვდის და ა.შ. ჩვენ მათი დაკვეთის შემსრულებლები ვარ. ნუ აყენებენ შეურაცხყოფას იმ ადამიანებს, რომელთა ვარსკვლავებიც გაიხსნა.

ან რომელ ბიზნესზეა საუბარი, როდესაც ვარსკვლავის დამზადება ქარხანაში 3. 500 ლარი ჯდება. როგორც ჩანს, ვიღაცებს აღიზიანებთ, რომ ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასებას ვუწყობთ ხელს. რაც შეეხება კულტურის მინისტრად ჩემი დანიშვნის საკითხს, ამაზე წლებია საუბრობენ, თუმცა ის, რომ მე მინდა ამ თანამდებობაზე დანიშვნა - პირველად მესმის. მშვენივრად ვაკეთებ საქმეს იქ, სადაც ახლა ვარ, ასე რომ, ტალახის სროლას თავი დაანებონ."

რუსუდან შელია
misha
27 თებერვალი 2016 20:10
უკაცრავად მარა ესეთი ანგაჯირებული ჭიჭიკოებისაგან საერთოდ რატო იღებთ ინტერვიუებს?
სხვა სიახლეები
სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის ორნითოლოგი და ამ დარგით გატაცებული ტურისტი აკვირდება.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე Automechanika Frankfurt 2016 წარდგა.
დაწვრილებით...
26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონია მიმდინარეობდა, როდესაც ღონისძიებისთვის ხელის შეშლა "აუდიტორია 115"-ის წევრებმა სცადეს.
დაწვრილებით...
მოსახლეობას მიწის დასამუშავებლად, მოსავლის ასაღებად და საფლავზე გასასვლელად შემოვლითი გზის, დაახლოებით შვიდი კილომეტრის გავლა უწევს...

სოფლის შესასვლელში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი, საიდანაც ჯერ მოსავალი არ აუღიათ, ცოტა ხნის წინ დაყრილმა ხრეშმა დაფარა
დაწვრილებით...
PRIME
ცნობილი ადამიანები ახალ პანთეონს იწუნებენ

ჯანსუღ ჩარკვიანი: "მახათას მთაზე მტერი ავიდა, შორია"
დაწვრილებით...
PRIME
"მერაბ ბერძენიშვილმა მართლაც ბევრი ინერვიულა, მას და მის "დავით აღმაშენებელს" ასე რომ მოექცნენ, დიდების მემორიალი რომ ააფეთქეს, დიდგორის მემორიალი რომ გაძარცვეს..."

"ეს ჩემი პირველი ქანდაკება იყო... ჩემი ხუთი წლის წვალების შემდეგ მე გავიმარჯვე, მხატვრობა მოვახვიე თავს იმასაც კი, ვისაც არ სურს გაიგოს, თუ რა არის ის. ეს დღე ბედნიერი დღე იყო ჩემთვის"...
დაწვრილებით...
PRIME
"ასეთი ხუმრობა შვილის გასამხიარულებლად დამჭირდა. მოგეხსენებათ, უმძიმესი წლები გამოვიარეთ, პოლიტპატიმარიც ვიყავი, ეს კი ჩემი შვილისთვის სტრესი იყო, რამაც მის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნა"

"ერთმა მითხრა, ზოოპარკში ცოცხალ ლომებთან მაინც გადაიღე სურათიო"
დაწვრილებით...
PRIME
"ცხოვრებაში პირველად გამიხარდა, რომ შემაგინეს"

"ამ ადამიანის ცხოვრება უკვე "მამაო ჩვენოსავით" ვიცი. ექსპრეზიდენტს ბევრი მანერული თვისება აქვს, მათ შორის მხოლოდ მისი თითების კომბინაციის 4 ფურცელი მაქვს ჩამოწერილი და ათვისებული"
დაწვრილებით...
PRIME
"ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები ხშირად დღის განმავლობაში ანაზღაურებული სამუშაოდან მიღებულ ერთ დოლარს, ცენტებსაც სწირავენ, რომ ჩვენს ქვეყანას მცირედით დაეხმარონ. არადა, თავადაც ოჯახებს არჩენენ. ემიგრანტებმა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შიმშილით დაღუპვის ზღვარზე მისული ოჯახები გადაარჩინეს"
დაწვრილებით...
PRIME
ამ მძიმე დედამიწაზე ბედნიერება მუდამ არის და იგი ყოველთვის სილამაზის ხილვას და განცდას მოაქვს, მათ შორის ისეთ სილამაზესაც, მარიონეტების თეატრის უკან, ძველ კოშკზე რომ გაჩნდა საინტერესო კაცის წყალობით
დაწვრილებით...
PRIME
ქირავდება ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალი გარემონტებული
შპს "ჩემი სახლი,, გთავაზობთ ბინებს
იყიდება 53 კვ.მ. 2,5-ოთახიანი კუთხის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები