"საშინელი ტრაგედია ტრიალებს - ერთი ოჯახიდან ხუთი ადამიანი დაიღუპა" - რა მოხდა უჯარმის ციხესთან?!
"საშინელი ტრაგედია ტრიალებს - ერთი ოჯახიდან ხუთი ადამიანი დაიღუპა" - რა მოხდა უჯარმის ციხესთან?!
24-02-2016
"მანქანები ისეა დაჭყლეტილი, ვერც გაარჩევ, მანქანაა, თუ ჯართი"

"რეგიონებში მომხდარი ტრაგედიების ძირითადი მიზეზი მართლაც ის არის, რომ არსად კონტროლდება არც სიჩქარის გადაჭარბება და არც ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა"

უჯარმაში
მორიგი ავტოკატასტროფის დროს 6 ადამიანი დაიღუპა. ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს მესამე ავტოკატასტროფაა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევებს ერთდროულად 5 და მეტი ადამიანი შეეწირა. უჯარმასთან დატრიალებული ტრაგედიისას დაღუპულთა შორის ერთია შედარებით ასაკოვანი, დანარჩენები ახალგაზრდები არიან, რომელთა შორის ორი  - 7 და 12 წლის ბავშვები არიან. ადგილობრივთა თქმით, გომბორის უღელტეხილზე ეს პირველი ავარია არ არის, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი ერთად იღუპება. უბედურების მთავარი მიზეზი კი ხშირად ალკოჰოლი და სიჩქარის გადაჭარბებაა. ავტოკატასტროფის ხუთი მსხვერპლი სოფელ გომბორში ცხოვრობდა. მომხდარზე გამოძიება ს/ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევისას 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს:
- მას შემდეგ რაც ე.წ. გომბორის გზა გაკეთდა და აღმოსავლეთის მხრიდან მოძრაობის ცენტრმა აქ გადმოინაცვლა, ავტოკატასტროფები არ გვაკლია; ყველა მათგანი რატომღაც არ ხმაურდება, არ ვიცი, რატომ. ამ ავტოკატასტროფებში ავბედითი როლი მაინც იმ ტაქსისტებს მიუძღვით, რომელთაც თბილისიდან კახეთში და, - პირიქით გადაჰყავთ მგზავრები. კახეთის ყველა კუთხის ტრანსპორტი, გარდა გურჯაანისა, ამ ტრასაზე გადაადგილდება და ადვილი წარმოსადგენია, როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს ტაქსის მძღოლები, რომ მგზავრები ერთმანეთზე უფრო სწრაფად გადაიყვანონ. ამასობაში ხალხი ნადგურდება. ისაც მოძრაობის რაიმე გაეგება, იმას თუ ჰკითხავთ, გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში კარგი გამოსავალი სიჩქარის გადაჭარბების მაკონტროლებელი რადარების დადგმა იქნებოდა, ისე როგორც დასავლეთის მიმართულების ავტობანზეა გაკეთებული. გადაჭარბებულ სიჩქარეს ეს რადარები დააფიქსირებდნენ და მძღოლებსაც ჯარიმების ქვითრები მიუვიდოდათ. ამის შემდეგ სიჩქარის გადაჭარბებას ბევრი მოერიდებოდა; ამავე დროს, თუნდაც ერთი ადამიანის გადარჩენა, რამხელა რამ არის! რატომღაც ეს არავის უნდა, რომ გააკეთოს; ისე კი, ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ სიჩქარის რადარების დაყენების შემთხვევაშიც კი, ჩვენს ტრასაზე რიგი ავარიები მაინც მოხდება, რადგან ჩვენს ახალგაზრდობას არ აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა არც ოჯახის და არც სხვისი სიცოცხლის წინაშე, - ბევრი ნასვამი ჯდება საჭესთან და ასე ახდენს ამ უბედურებებს.

- იმის თქმა გნებავთ, რომ უჯარმის ავტოკატასტროფის მიზეზიც ალკოჰოლი იყო?

- ამას საბოლოოდ ექსპერტები დაადგენენ… უჯარმასთან ორი ურთიერთ საწინააღმდეგოდ მოძრავი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა ერთმანეთს და როგორც სოფელში ლაპარაკობენ, ერთ-ერთის მძღოლი, ტელმან ალიევი ოჯახთან ერთად ნათესავის წვეულებაზე იყო გაჩიანში და იქედან მოდიოდა ნასვამი, - საერთოდ, სოფელში ყველამ ყველას ამბავი იცის და ეს ამბავიც არ ქცეულა დიდ საიდუმლოდ. უბედურება ის არის, რომ ტელმანს 4 ადამიანი ეჯდა მანქანაში, - ცოლი, ძმისშვილი და საკუთარი შვილები და ოთხივე დაიღუპა, მათთან ერთად ტელმანიც. ეს ენითაუწერელი უბედურებაა, - ერთ ოჯახში ხუთი მიცვალებული! მაგათი ცოდვით მთელი სოფელი შეძრულია. ამათგან ტელმანის ძმისშვილი 17
წლის არის, შვილები კი 12-ის და 7 -ის. თავად ტელმანი და მისი უმცროსი 7 წლის შვილი სასწრაფო დახმარებამ ცოცხლები კი წაიყვანა საავადმყოფოში, იმ იმედით, რომ ისინი მაინც გადარჩებოდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, - ბავშვი გზაშივე დაიღუპა, ტელმანმა 2 დღე იცოცხლა, მაგრამ… მეორე "სამარშრუტოს" მძღოლი - დათო ნიბლოშვილიც იქვე დაიღუპა, ერთადერთი ნიკო ნადირაშვილია ცოცხალი, ის დათო ნიბლოშვილს ეჯდა გვერდით. ღმერთმა ინებოს, რომ ის გამოჯანმრთელდეს, ისიც მძიმედ არის. იმ მანქანებიდან ცოცხალი კაცის გადარჩენა სასწაულია, - მანქანები ისეა დაჭყლეტილი, ვერც გაარჩევ, მანქანაა, თუ რაიმე ჯართი.


გელა კვეშილავა, ექსპერტი ავტოსაგზაო საკითხებში:
- პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ტრასებზე სიკვდილია ჩასაფრებული. შარშანდელი სტატისტიკით ჩვენს გზებზე მომხდარ კატასტროფებში 9000 ადამიანია დაშავებული, მათგან 608 გარდაიცვალა. რეგიონებში მომხდარი ტრაგედიების ძირითადი მიზეზი მართლაც ის არის, რომ არსად კონტროლდება არც სიჩქარის გადაჭარბება და არც ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა. თუ ამას სახელმწიფომ არ მიხედა, კიდევ უარესი დაგვემართება! ასე რომ, ამ უბედურებაში ჩვენი სახელმწიფოს წვლილიცაა იმ მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც უპასუხიმგებლობას იჩენენ თავისი თუ სხვისი სიცოცხლის მიმართ!

იხილეთ ვიდეო


ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის!)

Eka
13 მარტი 2016 11:01
natelshi iyos mati sulebi.
ანი პირდაპირი
27 თებერვალი 2016 13:01
ალიევები რომ არიან 23 კომენტარიდან ნათელი და სანთელი არ უხსენებია არავის:))
სხვა სიახლეები
ატენის ხეობის სოფელ ბობნევში უკვე მეხუთე დღეა 4 წლის რამაზს ეძებენ. ბებიასთან დატოვებული ბავშვი შუადღისას სახლიდან ეზოში ყველას შეუმჩნევლად გამოვიდა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ბავშვი მოხუცმა ბებიამ მოიკითხა, მაგრამ ვერსად იპოვა.
დაწვრილებით...
მოდელობა ყველა გოგოსთვის საოცნებო პროფესიაა. ბოლო წლებში სამოდელო ბიზნესი აღმასვლას განიცდის.
დაწვრილებით...
PRIME
ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი: "ბევრს არ სჯერა, რომ საფრენი აპარატის აგება შევძელი - ეს როგორ უნდა გაფრინდესო?.. ყველას ხომ არ ვაჩვენებ ვიდეოკადრებს, როგორ დაფრინავს ეს ჩემი ცათმფრენი ნატახტარში?"
დაწვრილებით...
PRIME
ბორჯომ-ხარაგაულის ხეობაში უამრავი გამოქვაბულია, რომელთაც ადგილობრივები დევების გამოქვაბულს უწოდებენ

რა აღმოაჩინა "დისქავერის" სამეცნიერო ჯგუფმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში
დაწვრილებით...
PRIME
არ არის გასაკვირი, რომ თავისუფლებაწართმეულ ადამიანს თვალი გაქცევისკენ უჭირავს.
დაწვრილებით...
PRIME
"აღარ მადარდებს, "რუსთავი 2" იარსებებს თუ არა! ხანდახან ვფიქრობ, აჯობებს, როგორც თავად იქცევიან, ზუსტად ისე მოექცნენ მათ!"

"გინდა ნარმანია იყოს ქალაქის მერი და გინდ - დობორჯგინიძე! ეს ვართ ჩვენ დღეს - ასეთი საზოგადოება!.."
დაწვრილებით...
PRIME
თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი იწყება

ოთხი დღის განმავლობაში უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ, ბიბლიოთეკა მაქსიმალურად გაიმდიდროთ
დაწვრილებით...
"ჩემი ნამუშევრები ძალიან განსხვავდება ქვილთისგან, მასში იგრძნობა ჩრდილები"
დაწვრილებით...
PRIME
აქცია! პარკინგი 50 პროცენტიანი
იაფად იყიდება 85 კვ.მ +
იყიდება სასწრაფოდ და
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები