"აფხაზეთიდან სასიკვდილოდ განწირული 80 ჩვილი გადმოიყვანეს"
"აფხაზეთიდან სასიკვდილოდ განწირული 80 ჩვილი გადმოიყვანეს"
24-02-2016
"პირად საუბრებში ხშირად ამბობენ: ყველაზე მეტად, ქართველები გვაკლიაო. საოცარი ნდობა აქვთ ქართველი ექიმების მიმართ"

ჟურნალმა "გზამ" გამოაქვეყნა ინტერვიუ ცნობილ და წარმატებულ ნეიროქირურგ კობა გელაშვილთან, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც თითო და აუცილებელ აგურს დებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მშენებლობაში.
რამდენიმე წელია, რაც ბატონი კობა სოხუმის მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას უწევს, ურთულეს ოპერაციებს უკეთებს და თან, სრულიად უანგაროდ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

კობა გელაშვილი:

- როდესაც გადაწყდა, რომ კონფლიქტის ზონაში უნდა წავსულიყავით, ჩვენი საავადმყოფოს დირექტორმა იკითხა, უსაფრთხოება რამდენად იქნებოდა უსაფრთხოება. ქართველმა ძალოვანებმა უთხრეს: თუ იქ ექიმები გადავლენ, ერთი პროცენტიც არ არსებობს, რომ ვინმემ მათ რაიმე ზედმეტი უთხრას. პრეზიდენტს შეშურდება, ისეთ ყურადღებას მიაქცევენო...

ჩემი უახლოესი მეგობარია ოთარ მარშავა, რომელიც ნებისმიერ დროს მზად იყო აფხაზეთში წასასვლელად. ის იქ ძალიან უყვართ. რომ ჩავდიოდით, ხალხი სპეციალურად გამოდიოდა ქუჩაში, ქართულწარწერიანი ჩვენი მანქანა რომ დაენახა... ცოტა ხნის წინ, დეიდაშვილი გარდამეცვალა. მისი დაკრძალვის დღეს დამირეკეს, - სასწრაფო ოპერაციაა გასაკეთებელიო. დეიდაშვილი დავკრძალეთ თუ არა, მაშინვე წავედი აფხაზეთში. იქ რომ გაიგეს, გასვენებიდან პირდაპირ მათთან მივედი, ძალიან დიდი
პატივით მიმიღეს. მერე რესტორანში წავედით და იქაც ხალხმა რომ გაიგო, ქუთაისიდან ჩასული ექიმები ვიყავით, ყველას უნდოდა, რაღაც ფორმით, ჩვენ მიმართ პატივისცემა გამოეხატა. სხვათა შორის, პირად საუბრებში ხშირად ამბობენ: ყველაზე მეტად, ქართველები გვაკლიაო. საოცარი ნდობა აქვთ ქართველი ექიმების მიმართ.


- რამდენად ხშირია მომართვიანობა?
- მომართვიანობა საკმაოდ დიდია და ქართული მხარეც ზრუნავს მათი ჯანმრთელობის დაზღვევაზე. თითქმის უსასყიდლოდ ვემსახურებით. ერთხელ აფხაზეთიდან სასიკვდილოდ განწირული 80 ჩვილი გადმოიყვანეს და ოთხმოცივე სრულიად გამოჯანმრთელებული დავაბრუნეთ უკან...

იხილეთ სრულად
ელიკო
06 ივლისი 2016 14:20
ესე იგი, თუ გაიგებდნენ, რომ ეს ბავშვები არ გაიზრდებიან შესაბამისი სულისკვეთებით მომავალში ამ ექიმებს უნდა აეღოთ და სულ თავები უნდა დაეყრევნებინათ ამ ახალშობილებისთვის არა? სწორად გავიგე?....
devnili
06 ივლისი 2016 10:51
მათ მადლიერებას მაშინ დავიჯერებთ თუ ისინი ხმამაღლა ამის შესაღებ ისაუბრებენ, რითაც აფხაზ საზოგადოებაზე და ე.წ. ხელისუფლებაზე სათანადო გავლენას მოახდენენ. სხვა შემთხვევაში მიუღებელია ასეთ სასათბურე პირობებში აფხაზების ყოლა.
სხვა სიახლეები
"ადრე დაბადების დღეებზე დავდიოდი, ახლა კვირაში ერთხელ ვიღაცის დაკრძალვაა..."
დაწვრილებით...
"ახალგაზრდები აზარტული თამაშების ან შეყვარებულის ღალატის გამო ხტებიან, უფრო ხანდაზმულები კი, ძირითადად სოციალური გარემოს ვერ უძლებენ"

"სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ ცხოვრების ტვირთის ტარება უფრო მამაკაცებს უჭირთ"
დაწვრილებით...
23 სექტემებერს საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა.
დაწვრილებით...
თბილისში ძლიერი წვიმის გამო გამოძახებები სამგორის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში დაფიქსირდა.
დაწვრილებით...
"გოგა ხაინდრავას ნუ ედრებიან. ჯერ ერთი, გოგას ინტელექტში ვისაც ეჭვი ეპარება, ჯობია, საკუთარ თავს მიხედოს... ისეთ სცენაში ვმონაწილეობ, ჰოლივუდს შეშურდება..."
დაწვრილებით...
გაზეთ ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტი, ნინო ბურჭულაძე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაიბარეს.
დაწვრილებით...
22-25 სექტემბერს ბათუმი წელს უკვე მეორედ უმასპინძლებს საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს Ad Black Sea.
დაწვრილებით...
”თეგეტა მოტორსი“ იღებს პასუხისმგებლობას იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და პროპაგანდა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
დაწვრილებით...
მხოლოდ 25 სექტემბრამდე. იყიდება 103
იყიდება 3000კვ.მ. მიწის ნაკვეთი საგურამოში,
ბორჯომის ცენტრში, ფალიაშვილის N.4-ში იყიდება
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები