„პირად ცხოვრებაშიც იყო სირთულეები.“ - საქართველოს ექსპირველი ლედის ფოტოებმა სოციალური ქსელი დაიპყრო
„პირად ცხოვრებაშიც იყო სირთულეები.“ - საქართველოს ექსპირველი ლედის ფოტოებმა სოციალური ქსელი დაიპყრო
26-02-2016
„მინდა ვუთხრა მიშას, რომ მისი შვილი ვერასოდეს იქნება „რიგითი ქართველი" და ეს მისი არჩევანი არ არის- მამამისი პოლიტიკური დევნილია საკუთარ ქვეყანაში და გმირი უკრაინაში“

„პირად ცხოვრებაშიც იყო სირთულეები. საქმეების გამო, მიშა ხშირად არ იყო სახლში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე კარგი მამაა.“


სანდრა რულოვსმა ქართველ საზოგადოებას თავი ისევ შეახსენა. "ფეისბუკგვერდზე" გამოქვეყნებულმა ახალმა ფოტოებმა, რომელიც საშა პრიშვინმა ნიუ-იორკში გადაიღო, დიდი მოწონება დაიმსახურა.

მიუხადავად სააკაშვილის საქართველოში მოღვაწეობისადმი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილისა, მან პირველი ქალბატონობისას ჩვენი საზოგადოების კეთილგანწყობის დამსახურება მოახერხა. ის სააკაშვილის უკრაინული კარიერის მიუხედავად, საქართველოში დარჩა უმცროს ვაჟიშვილთან ერთად, რომელიც აქ აგრძელებს სწავლას.

ერთ-ერთ ჰოლანდიურ გამოცემასთან საუბრისას, ის აღნიშნავს, რომ ქართველებს მისდამი ინტერესი ჯერ არ განელებიათ, რომ ისევ შეუძლია გააგრძელოს საზოგადოებრივი საქმიანობა და რაც მთავარია, პატარა ნიკოლოზის საქართველოში აღზრდა.

„საბედნიეროდ, ქართველებს ჩემდამი ინტერესი ჯერ არ განელებიათ. ქუჩაში მცნობენ და ჩემთან ფოტოს გადაღება სურთ. რაც ნამდვილად შეიცვალა, ეს დღის განრიგია. ნაკლები ვალდებულება მაქვს და ნაკლებად მოთხოვნადი გავხდი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერს ვაკეთებ. მაქვს საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია შოცო, ვარ ჯანდაცვის სამინისტროს ორი საკონსულო საბჭოს პრეზიდენტი.“

„რისი გაკეთებაც პირველი ლედობისას შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ბევრს მივაღწიე, განსაკუთრებით ჯანმრთელობის, მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის კუთხით.“ - განაცხადა ჟურნალისტთან საუბრისას ექსპირველმა ლედიმ.

მიუხედავად სანდრას მშვიდი და მოწესრიგებული ბუნებისა თუ საქმიანობისა, სანდრასა და მიხეილის ურთიერთობა ხშირად ყოფილა განხილვის საგანი. უამრავი ჭორი ვრცელდებოდა იმის შესახებ, რომ ქვეყნის ექსპირველი პოლიტიკური ფიგურა გამუდმებით იყო ქალბატონების ყურადღების ქვეშ. აღსანიშნავია, რომ არცერთ მსგავს ჭორს სანდრას კომენტარი არ მოჰყოლია.

„პირად ცხოვრებაშიც იყო სირთულეები. საქმეების გამო, მიშა ხშირად არ იყო სახლში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე კარგი მამაა.“- განაცხადა ექსპირველმა ქალბატონმა.

„ვფიქრობდი, რომ აქედან მიშასთან ერთად წავიდოდი, მაგრამ ასე არ მოვიქეცი, ჩემს უმცროს ვაჟთან ერთად დარჩენა ვამჯობინე. ის ძალიან მგრძნობიარე ბავშვია. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ის აქ შეითვისებს, ქართველობაა. ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი მომავალია. მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი გვჭირდება და მოვა დრო, როდესაც ერთად ვიქნებით. მე ის მიყვარს, მასთან ერთად მიყვარს საქართველო, მისი ხალხი და კულტურა. მსურს, ჩემი ნიჭი და ენერგია აქ გამოვიყენო. ასე მგონია, ქმარზე მეტად ქვეყანაზე ვარ დაქორწინებული".

ერთ-ერთ ინტერვიუში სანდრამ ვრცლად ისაუბრა პოლიტიკური იმედების გაცრუებასა და ყალბ მეგობრობაზე, ასევე მეუღლის პოლიტიკურ გამოწვევებზე.

„თუ ნამდვილი მეგობარი ხარ, ოჯახის გულწრფელი მეგობარი და პოლიტიკაში ერთვები, რატომ არ მოდიხარ და პირდაპირ არ მიზიარებ შენს შეხედულებებს? ეს უფრო სწორი არ არის, ვიდრე პირდაპირ ტელევიზიით გამოჩენა და ჩემი ქმრის და მისი ხელისუფლების დადანაშაულება? ეს მტკივნეულია. ეს იყო ყველაზე რთული. აქედან ვისწავლე ბევრი რამ საკუთარი თავის შესახებ- ალბათ ძალიან მიმნდობი ვიყავი, რადგან მეგონა, რომ ეს ყველაფერი სანდრასთან უფრო იყო დაკავშირებული, ვიდრე პირველ ლედისთან. ასეთ ადამიანებს საქართველოში მედროვეებს ვეძახით“,

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)
დათო
04 მარტი 2016 15:32
ფუი თქვენი რიგითი ქართველობა ,,გრეხი" ყოფილა.
ჯონი ქუთაისელი
03 მარტი 2016 16:58
დადებითი განწყობა მქონდა ამ ქალბატონის მიმართ...დღემდე! რა ამბავია ამდენი ტყუილი? ვინ გაძალებს? მგონი მართლა აპირებს ნაცმეცოცხეთა სექტას ჩაუდგეს სათავეში...ამდენი ტყუილი პოლიტიკოსებს მთელი საარჩევნო ციკლის პერიოდში "უგროვდებათ" ხოლმე...ამან უკვე დაყარა...აწი რას იზამს?!

ქალბატონო სანდრა! ბნელა???...
სხვა სიახლეები
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მიზნები და გამოწვევები გააცნო.
დაწვრილებით...
"სულ ბეწვის ხიდზე გავლა მიხდებოდა. ჩემმა პედაგოგებმა - ლილი იოსელიანმა და მიშა თუმანიშვილმა კარგად მასწავლეს აბობოქრებულ ზღვაში ცურვა!" - ამბობს მსახიობი გია როინიშვილი, რომელმაც თავის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე ჟურნალ "გზასთან" გულახდილად ისაუბრა
დაწვრილებით...

ქსენია (ვერა) თოდუა ის ქალბატონია, რომელმაც ოჯახის წევრებთან ერთად, სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა. მათ დაცვას გარკვეული დროის განმავლობაში ნაცნობი აფხაზები ცდილობდნენ.

დაწვრილებით...
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გაუჩინარებული ორი მოზარდი გოგონა ქობულეთში იპოვეს.
დაწვრილებით...
"ჩემი ნამუშევრები ტრანსცენდენტალურ ჟანრს მიაკუთვნეს, სადაური სიტყვაა ისიც არ ვიცი"
დაწვრილებით...
„სილქნეტი“ სატელევიზიო კონტენტის ხელმისაწვდომობასა და მრავალფეროვნებაზე მუშაობას აგრძელებს, - ამის შესახებ „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დაწვრილებით...
ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge დღეს განთავსდა.
დაწვრილებით...
შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, 2017 წელს მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვლილებები განხორციელდება და არსებულ გამოცდას რამდენიმე კომპონენტი დაემატება.
დაწვრილებით...
1247 წელს მონღოლებმა საქართველოს სამეფო ტახტზე თანაბარი უფლებებით ერთდროულად ორი მეფე დასვეს:
დაწვრილებით...
რკინიგზის სადგურებში ტურისტებს ახალი სერვისი ხვდება,
დაწვრილებით...
იყიდება სასწრაფოდ! ბაგების დასაწყისში, დომუსის
იყიდება სასწრაფოდ და
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
ბინა კარგ მდგომარეობაშია!
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები