ეკა მიშველაძე: "წარმოდგენაც კი მზარავს რა შეიძლებოდა მომხდარიყო... მიხარია რომ მყავხარ"
ეკა მიშველაძე: "წარმოდგენაც კი მზარავს რა შეიძლებოდა მომხდარიყო... მიხარია რომ მყავხარ"
"ჩვენ ბედნიერი ცხოვრება გვქონდა და გვექნება კიდევაც"

ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ პოლიციის სამმართველოს შენობა თითქმის სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც პოლიციიდან გამოსულმა მიშველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიებას მასთან ჰქონდა კითხვები, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო სავარაუდო ეჭვმიტანილი. თუმცა, მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს.

ჟურნალისტმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მეუღლის საკითხთან დაკავშირებით დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.

"გამომძიებლებს აინტერესებდათ ყველა დეტალი. მე ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. მათი შეკითხვა ისიც იყო, ხომ არ
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაქვს მე ვერსია ან ხომ არ ვეჭვობ ვინმეზე. მე არ შემიძლია ამ ეტაპზე არაფრის თქმა, რადგან ძნელია ასეთ ვითრებაში ვინმეს ხელი
დაადო. ამაზრზენი და სასტიკი რამ მოხდა და იმედი მაქვს, ის ნაძირალა, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ბუკა გაიმეტა სასიკვდილოდ, დაისჯება", - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

რაც შეეხება კითხვას - თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა ალექსი პეტრიაშვილი ინციდენტის დროს, ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. "მე პოლიციისგან გავიგე, რომ სასფლაოზე კიდევ იყვნენ ვიღაცები, თუმცა ვინ იყვნენ, არ ვიცი. მე ისიც არ ვიცოდი, რომ იქ აპირებდა წასვლას", - განაცხადა მიშველაძემ.

ამასთანავე, ეკა მიშველაძე იმედოვნებს, რომ საქმე რთული გამოსაძიებელი არ უნდა იყოს, რადგან თავდასხმა დღისით მოხდა. "ჩვენ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გვქონდა და გვექნება კიდევაც, ყველა იმ ადამიანის სამწუხაროდ, ვინც ასეთი სისასტიკე და სისაძაგლე ჩაიდინა", - განაცხადა მიშველაძემ.

ეკა მიშველაძე, ჟურნალისტებთან საუბრისას, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, ევროინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს 26 თებერვალს, საბურთალოს სასფალოზე დაესხნენ თავს, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი  ცეცხლასროლი იარაღით დაჭრეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

მისი თქმით, პაციენტს სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა, ორი ქვედა კიდურებში, ერთი ტყვია კი თირკმელთა. 

"ტყვია თირკმელთან ახლოს არის გაჩერებული,  რომელიც ექიმების გადაწყვეტილებით, არ ამოიღეს, ჯერჯერობთ დატოვეს", - განაცხდა იმედაძემ, რომლის განმარტებითაც, დააკვირდებიან ვითარების დინამიკას და 24 საათში გადაწყვეტენ ამოიღებენ თუ დატოვებენ ტყვიას პაციენტის სხეულში.

რამდენიმე საათის წინ ეკა მიშველაძემ "ფეისბუკის" პირად გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "ეს ბიჭი... არც კი ვიცი, რა ვთქვა... წარმოდგენაც კი მზარავს რა შეიძლებოდა მომხდარიყო... მიხარია რომ მყავხარ"!

ეკა მიშველაძე და ალექსი პეტრიაშვილი გასული წლის ოქტომბერში დაქორწინდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი პირად ცხოვრებას უკავშირდება.


მკითხველის კომენტარი (8)
ვზხტანგი
01 მარტი 2016 10:07
ამ ამბავში აშკარად იკვეთება ეკა მიშველაძის ბრალეულობაც. ეტყობა რაღაც დაუმალა ალექსი პეტრიაშვილს როცა ცოლად მიყვებოდა.
nikoloza
29 თებერვალი 2016 01:59
მივესალმები შესანიშნავ ქალბატონს,იხაროს და სიკეთე არ მოაკლოს უფალმა მის ოჯახს,ქალბატონო მანანა,მწამებელ ხათუნა კალმახელიძის,მეპურა ვერა ქობალიას,კამა სუტრა მარიამ საჯაიას, და სხვა ჩირქი /დედაბრების/ მიმდევრებს რა თქმა უნდა თქვენ და ქ ნი ეკა არ მოეწონებით,ჩირქები და მწამებლები ყოველთვის იYვნენ და იქნებიან. ეს ვიღაც თქვენი მოგვარე რუსთავი 2 ზე მოვისმინე და მგონი მიშასი არ იყოს ფსიქოტრონულით გამობჟუტურებულს გავდა და ნუ რაღაცას ბოDავდა.ნუ ტიპიური მდაბიო მონაცისტო ჩირქი.ძაან კარგი რომ ესეთ ტიპებს არ მოსწონხარტ,ჩემ მტერს ესეთებს რომ მოსწონდე.სიკეთე კეთილშობილება უშიშრობა და ადამიანობა არასოდეს იკარგება და ესენი საკუთარ მოდგმასთან ერთად ჯოჯოხეთის ქვესკნელში იქნებიან,და გამოსავალი იქიდან არ არ არის, მერე მოვლენ აზრზე მარა გვიან იქნება.დაგლოცავთ მთელი სულით და გულით არა მარტო მე არამედ ძალიან ბევრი ნორმალური და ოჯახში გაზრდილი კაცი.ბოსელში გაზრდილი კი ბოშელში გაზრდილია და ბევრი არაფერი მოეთხოვება.მათ ჯოჯოხეთში ელიან პატარა ეშმაკუნები.
eka
27 თებერვალი 2016 20:17
პეტრიაშვილისთვის მერამდენე ცოლია?
ისევ მე...
27 თებერვალი 2016 18:24
რაღაც საქმის გასარჩევად იყვნენ ბიჭები ასულები სასაფლაოზე და იმას ხომ არ იტყოდნენ ,,ქუჩურად" საქმეების გასარჩევად სასაფლაოზე ავედითო, ამიტომაც საფლავის ვითომ მოსანახულებლად და რამე...
მოკვლა რომ ნდომოდათ შუბლს გაუხვრიტავდნენ და მორჩა...
ფეხებში დაჭრით დასაჯეს მიქარვისთვის და ეგ არის!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები