"უსპენსკაია ბავშვობიდან ჩემი ერთ-ერთი­ კერპი იყო" - რას პასუხობს "კორკოტა" კრიტიკოსებს?
"უსპენსკაია ბავშვობიდან ჩემი ერთ-ერთი­ კერპი იყო" - რას პასუხობს "კორკოტა" კრიტიკოსებს?
29-02-2016
"მე რომ მიშას მეხოტბე ვყოფილიყავი, ეგენი ჩემს ნაბიჯს სახალხო დიპლომატიის ნიმუშად შეაფასებდნენ, მე კი მიშას მეხოტბე არა ვარ, მე მიშას მტერი ვარ!"

რუსეთის პირველ არხზე "ივან ურგანტის­ შოუში" გია კორკოტაშვილის გამოჩენას საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შოუში "კორკოტა" ტრიო "დარბაზსა" და ლუბა უსპენსკაიასთან ერთად მღერის. ჩვენი­ საზოგადოების ნაწილმა "კორკოტას" ეს ნაბიჯი მოიწონა და სახალხო დიპლომ­ა­ტიად შერაცხა, ნაწილმა კი "ნატაშებთან" გიტარის ჩამოკვრის ნოსტალგიით შეპყრობილი რუსეთის აგენტი უწოდა. ასეა თუ ისე, გადაცემა უამრავმა მაყურებელმა­ ნახა და შეფასებებმაც არ დააყოვნა... გთავაზობთ იმ კომენტართა მცირე ნაწილს, რომელიც სოციალურ ქსელში გავ­რცელდა.

როგორ აფასებს რუსეთის წამ­ყ­ვან­ არხზე გამო­ჩენას და რას პასუხობს მათ, ვისაც გან­ს­ხვავებული­ შეხ­ედულება აქვთ, გია კორკოტაშვილის "კვირის­ პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში შეიტყობთ.

- "ქვევრის" არ იყოს, როგორ მოვხვდი მანდა? - დამირეკეს შოუდან და შემ­ო­მთავაზეს, ხომ არ ჩამობრძანდებითო. მითხრეს, რომ ლუბა უსპენსკაიასთან ერთად­ უნდა მემღერა. სიამოვნებით-მეთქი. ჩავედი, ჩავწერე, ჩამოვედი...
ჩემმა იდეურმა მტრებმა - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა - ამას ისეთი ამბავი მოაყოლეს, ხმა გაავრცელეს, პუტინის აგენტიაო. სულ არ მაინტერესებს, მათი შეხედულება, რადგან "ნაციონალების" მთავარი მიზანი ვიღაცის შეურ­აცხყოფა და ლაფში ამოსვრაა, მაგრამ ეგ ჭიაღუები ცოტანი არიან...
200 ათასმა კაცმა ნახა ეს ვიდეო და უმრავლესობამ ფაქ­ტიც მოიწონა და სიმღერაც.

- საზოგადოების ნაწილმა თქვენი ნაბიჯი სახალხო დიპლომატიად აღიქვა...

- სახალხო დიპლომატიას­ პოლიტიკაზე მაღლა ვაყენებ. თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მკვდარ წერტილზეა გაყინული და დიპლომატები ვერ ძრავენ­ წინ ამ საკითხს, სახალხო დიპლომატია უნდა ჩაერთოს. შესაძლოა დიდი ძვრები ვერ მოახდინოს, მაგრამ ნელ-ნელა­ დაათბოს ურთიერთობები. რა გზით მოხდება ეს - სპორტ­ული შეჯიბრებით, კონცერტით თუ სიმღერით, მნიშვნელობა არა აქვს. თუმცა მე აზრადაც არ მომსვლია როგორც სახალხო დიპლომატს, ისე მემოქმედა.

- როდესაც შოუში მონაწი­ლეობას დათანხმდით, გაიაზრეთ, რომ თქვენი ეს ნაბიჯი განსჯის­ თემად იქცეოდა?

- იცით, როგორ არ მაინტე­რესებს ეგ? ნორმალური ადამიანები სწორად აღიქვამენ ყველაფერს. პირიქით რომ მომხდარიყო და უმრავლესობას ჩემი ნაბიჯი­ უარ­ყო­ფითად შეეფასებინა, ავდგებოდი და დავტოვებდი ქვეყანას, ვიფიქრებდი­, მე სხვ­ანაირად ვფიქრობ და ხალხი სხვანაირად-მეთქი. უმეტესობა ჩემსავით ფიქ­რობს. მცირე ნაწილს კი, რომელიც­ თვითონ ჩირქით არის სავსე, უნდა სხვაც ტალახში ამოსვაროს და ისინი როგორ არ მაინტერესებს, იცით? ეგეთებისგან მალე გაიწმინდება ჩემი ქვეყანა და საღ აზრზე­ იქნება­ ყველა. როცა მიშა საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს­ ყიდდა, კაციშვილს ხმა არ ამოუღია. მე რომ მიშას მეხოტბე ვყოფილიყავი, ეგენი ჩემს ნაბიჯს სახალხო დიპლომატიის ნიმ­უშად შეაფასებდნენ, მე კი მიშას მეხოტბე არა ვარ, მე მიშას მტერი ვარ!

- ივან ურგანტს ქართველი ცოლი ჰყოლია და ერთხანს საქართველოშიც ცხოვრობდა...
- იქ ეროვნებას ვერ გრძნობ, რადგან ურთიერთობა მაღალ საფეხურზეა აყვანილი, ყველას დიდ პატივს სცემენ. ვიღაცებმა თქვეს, რუსები დასცინოდნენო... დამცინოდნენ კი არა, ხელისგულზე მატარებდნენ.

- თურმე უსპენსკაია ისეთი აღფრ­თ­ოვა­ნ­ე­ბ­ული ყოფილა, შოუს შემდეგ თეონა­ კონტრიძეს­თან დაურეკავს და ემოციები გაუზიარებია.

- თეონას მეც დავურეკე. მითხრა, ლუბას ველაპარაკე და გაგიჟებული იყოო.
უსპ­ენსკაიამ კი შოუში მითხრა, თეონა­ ჩემი "პადრუგაა" და კარგი იქნებოდა, ისიც აქ ყოფილიყოო... უსპენსკაია ბავშვობიდან ჩემი ერთ-ერთი­ კერპი იყო, ჩემი თაობის ნორმალურ ადამიანებს, ათიდან რვა კაცს, უსპენსკაია მოსწონს.

- რას ეტყვით საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც თქვენი საქციელი ვერ მოიწონა?
- ვეტყვი, რომ გონება სხვა რამეებით­ დატვირთონ. საქართველოს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს და ბოღმით ნუ იცხოვრებენ.

- როგორც ვიცი, თქვენი ნამღერი "ჩუნგა­ ჩანგა" ურგანტმა თავის შოუში აჩვენა და იმდენი­ ნახვა ჰქონდა, რომ ამან გაუჩინა­ გადაცემაში თქვენი მიწვევის სურვილი.

- ურგანტმა გადაცემა სწორედ ამით დაიწყო­. კორკოტაშვილის შესრულების მანერა ძალიან მოგვეწონა, თურმე "ვიტი­ოკსაც" მღერის და ამიტომ დავპატიჟეთ გადაცემაშიო. გამიხარდებოდა, საქართველოდან ნებისმიერი­ ადამიანი რომ ჩასულიყო და ურგანტის შოუში ემღერა.
მიშაც რომ ჩასულიყო ურგანტთან შოუში და ლუბა უსპენსკაიასთან ემღერა, გამიხარდებოდა.

ეკა სალაღაია

florenciidan ociode kilometrSi aris erTi patara, vaziTa da zeTisxilis baRebiT garSemortymuli, tipuri toskanuri dasaxleba Lastra a signa. is iseTive lamazi da mSvidia rogorc toskanas sxva patara qalaqebi, gansakuTrebuli TiTqos araferi, rom ara erTi garemoeba: Lastra a signa-s Tavze mdebareobs ulamazes baRSi Cafluli sasaxle, vila Belfiore, romelic XIX saukunis bolosa da XX saukunis dasawyisSi, legendarul italiel tenor enriko karuzos ekuTvnoda. ufro sworad, man es sasaxle, usayvarles meuRles, aseve saopero momReral, soprano ada jaketis aCuqa.

am adgilis Sesaxeb SemTxveviT Sevityve tenorisadmi miZRvnili dokumenturi filmidan. iqidan gamomdinare, rom enriko karuzo warmoSobiT neapolidan iyo, verc ki warmovidgendi rom Cemi sacxovrebelidan sul raRac ramdenime kilometrSi SeiZleboda misi saxli yofiliyo. rogorc ki informacia movismine, mivxvdi rogor gavatarebdi momdevno gamosasvlel dRes. win ulamazesi sanaxaoba meloda...

amJamad, sasaxleSi muzeumia gaxsnili, sadac dRemde inaxeba legendaruli tenoris piradi nivTebi da sasceno kostiumebi.

გთავახობთ ფოტო მასალას სასახლიდან, ასევე შევეცდები გავაცოცხლო ენრიკოსა და ადას სიყვარულის ისტორია

Normal 0 false false false IT X-NONE X-NONE
rezo
19 მარტი 2016 10:50
კორკოტ, უსპენსკაიაზე უკეთესი რომ არ გინახავს არასოდეს მაგის ბრალია ეხლა რომ დარბიხარ მშობლიურ რუსეთში. თორე მოგესმონა ბიტლზებისთვის,როლინგ სტოუნზი, ბლექ საბათ, ფრედი მერკური, მერე არამგონია რუსეთი ესე ძალიან გყვარებოდა.
Chunga Changa
11 მარტი 2016 01:17
მართლა კორკოტაა:)
რა რუსებს ისე გაუჭირდათ რომ ამაზე მაღალი რანგის "შემსრულებლებზე" აღარ მიუწვდებათ ხელი საქართველოში:)
ეს არ გახლავთ სახალხო დიპლომატია ეს ცუდად შენიღბული იაფფასიანი პოლიტიკაა...
სხვა სიახლეები
ბათუმი ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომას მასპინძლობს. აჭარის მთავრობისა და ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15-ე საიუბილეო გასვლითი სესიის ფარგლებში, რეგიონს 40 ქვეყნის 80-მდე დელეგატი სტუმრობს.
დაწვრილებით...
რომის პაპს აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ
დაწვრილებით...
”სილქნეტმა” SilkTV-აბონენტების მობილური მოწყობილობებისთვის პულტის აპლიკაცია დანერგა და ახალი ფუნქცია დაამატა.
დაწვრილებით...
"ძვირფასო მკითხველო მადლობა ქველმოქმდებისათვის" - ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" ოქტომბრის თვის საქველმოქმედო ნომერი უკვე გაყიდვაშია!
დაწვრილებით...
აჭარაში ტურისტული სეზონის გახანგძლივებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ცნობილ ტელეარხებზე ვიდეო რეკლამა გაუშვა.
დაწვრილებით...
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელიწადი გავიდა, სწორედ ამ ტრაგიკული ამბების წლისთავზე მომიწია დევნილთა იმ ჩასახლებების მონახულება, სადაც ბინა, სწორედ აფხაზეთიდან დევნილებმა დაიდეს...
დაწვრილებით...
2016 წლის 22-25 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი “Ad Black Sea” გაიმართა.
დაწვრილებით...
“თეგეტა მოტორსი” პრემიუმ კლასის Shell -ის, Motul-ისა და Mobil-ის ბრენდის ძრავის ზეთებზე მომხმარებელს აქციას სთავაზობს.
დაწვრილებით...
დედაქალაქის ავტობუსით მგზავრობა, როგორც მოსახლეობა ამბობს, ბოლო დროს რისკფაქტორი გახდა, რადგანაც დიდი ხანი არ არის, რაც ორი, არც თუ სახარბიელო ფაქტი მოხდა
დაწვრილებით...
"რუსები დაგვცინიან, ჩვენ კი ძმებს და სტრატეგიულ მოკავშირეებს ვეძახით. აფხაზეთის ხელისუფლება მათ მიმართ პოზიციის კი არა, ქალაქის საკანალიზაციო სისტემის შეცვლასაც ვერ ახერხებს. ამასობაში კი, დანარჩენ ცივილურ სამყაროს ერთი საუკუნით ჩამოვრჩით..."
დაწვრილებით...
ან ქირავდება 450$-ად. მუხის პარკეტით,
მოქმედი, ინვენტარი, ავეჯი, სათავსო, ატეესი,
სასწრაფოდ! იყიდება ბინა საბურთალოზე, სანდრო
იდეალური ფართი საოფისეთ, ბინა მდებარეობს
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები