"თუ მარიამს კვირაში ერთხელ წამალი არ გადავუსხი, მომიკვდება" - დედ-მამა ერთი წლის გოგონას გადასარჩენად იბრძვის
"თუ მარიამს კვირაში ერთხელ წამალი არ გადავუსხი, მომიკვდება" - დედ-მამა ერთი წლის გოგონას გადასარჩენად იბრძვის
28-02-2016
"აქამდე ნათესავები მეხმარებოდნენ, ახლა უკვე ბანკებს მივადექი ფულის სათხოვნელად... ალბათ მათ გასასტუმრებლად სახლის გაყიდვა მომიწევს..."

მარიამი ერთი წლის წინ, საჩხერის სოფელ ჩიხში დაიბადა... უფროსი 15 და 17 წლის და-ძმის შემდეგ, მის დაბადებას ოჯხში დიდი სიხარულით შეხვდნენ, თუმცა სიხარული მალე მწუხარებად ექცათ. იმის გამო, რომ ექიმებმა შეცდომა დაუშვეს, გოგონას დაბადების შემდეგ, ოჯახსაც და ბავშვსაც ტკივილი და დარდი არ მოშორებიათ... დედ-მამა მთელი წელიწადია პატარს გადარჩენისთვის იბრძვის.

მარიამის დედა, ლია ბერბიჭაშვილი:
- სოფელში ვცხოვრობთ, ჩვენი ოჯახი უსაქმური არასოდეს ყოფილა, ვწვალობთ, მაგრამ ლუკმა-პური არასდროს მოგვკლებია. მარიამზე ორსულობისას, რაც ფეხმძიმეს სჭირდება იმისთვის, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს, მეც ყველაფერი მქონდა...

სამშობიაროში, დაბადებიდან მალევე, ექიმებმა მითხრეს ბავშვს ბილირუბინმა აუწიაო, სწორედ ეს იქცა ჩვენი უბედურების მიზეზად. მას შემდეგ წელიწადი გადის და დღესაც ვერ მოვსულვარ გონს, ეს უბედურება რატომ დაგვემართა?! არ მესიამოვნა, მაგრამ პანიკაც არ დამმართნია, როცა სამშობიაროში გაყვითლებულ ბავშვი მომიყვანეს, - ახალშობილებს სიყვითლე ხშირად ემართებათ; მაგრამ ის მალევე გადის. ექიმებმაც ზუსტად ასე მითხრეს, - სიყვითლე ბილირუბინის გამო აქვს, მაგრამ ვუმკურნალებთ და ყველაფერი გაივლისო. მართლაც, 10 დღე რაღაც მკურნალობას უტარებდნენ, 10 დღეში კი შინ წავედით; რა ვიცოდი, თუ რაც სჭირდებოდა, იმ მკურნალობის ნატამალი არ ჰქონდა ჩატარებული, თორემ შინ როგორ წავიყვანდი! მაშინვე თბილისში წამოვიდოდი.... - მაგრამ მარიამი სახლში მყავდა და ასე დიდი დრო დავკარგე. როცა თბილისში ჩამოვიყვანე, იმდენად მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, არ ვიცი, რა ძალა მომეცა, რომ ამას გავუძელი...

- ბილირუბინის ფერმენტი ჰემოგლობინის დაშლის დროს წარმოიშვება; ცნობილია, რომ მის გადაჭარბებულ დოზას ორგანოების მძიმე დაზიანებაც კი მოსდევს...

- სწორედ ეს საშინელება დაგვემართა... მარიამი საჭმელს არ ეკარებოდა, არ ეძინა, წონაში არ იმატებდა, გამუდმებით ტიროდა... ჩემმა ქმარმაც მითხრა, - ბავშვს ხელი მოჰკიდე და თბილისში სასწარაფოდ წადიო... პირდაპირ მითხრეს ექიმებმა: - ბავშვს ბილირუბინის ისეთი მაღალი დოზა აქვს, რომ ღვიძლის დაშლაა დაწყებულიო. ამის შემდეგ, ვინც გამაჩნდა, ყველა შევაწუხე და იმდენი ფული შევაგროვე, რომ თურქეთში გადავიყვანე. იქაც იგივე დიაგნოზი დასვეს, თან დაამატეს, - ბავშვსი სრულად გამოჯანმრთელდებოდა ექიმებს სამშობიაროშივე რომ სისხლი ორჯერ გადაესხათო... ახლა რა ეშველება-მეთქი და, - არაფერი ღვიძლის გადანერგვის გარდაო. მანამდე კი გადასხმებით უნდა გააძლიეროთო.

- ღვიძლის გადანერგვა საქართველოში, ფაქტობრივად, შეუძლებელ პროცედურად ითვლება...
- ეს, საუბედუროდ, მეც ვიცი... მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ ამის გაკეთება უცხოეთში შეიძლება; თუმცა ამას დიდი ფული სჭირდება. ამ ფულს კი არავინ მაძლევს, - ჩემს შვილს იმდენად წარმოუდგენელი რამ დაემართა, ჩვენს ჯანმრთელობის სამინისტროში აზრად არ მოუვიდათ, რომ ეს შემთხვევა პროგრამაში ჩაეწერათ და მისთვის თუნდაც მცირე თანხა გამოეყოთ... ასე რომ, დახმარების ნაცვლად, იქიდან ცივი უარით გამომისტუმრეს. ასეთ არაადამიანობასთან შეხებას არავის ვუსურვებ, - შვილი მიკვდება, გაწამებულსა და გასაცოდავებულს
შევცქერი, დედა ვარ და მისი შველა არ შემიძლია... უფროსი შვილები კი სოფელში, 87 წლის
ბაბუასთან მყავს მიტოვებული; ჩემმა მეუღლემ, - ბავშვს ფული სჭირდება და სახლში როგორ უნდა გავჩერდეო, - ბათუმში წავიდა სამუშაოდ...

- იმ პროცედურებს როგორღა უტარებთ, რომელიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად სჭირდება?
- მეც არ ვიცი როგორ ვახერხებ, - თუ მარიამს კვირაში ერთხელ წამალი არ გადავუსხი, მომიკვდება. ერთ გადასხმას კი 150 ლარი სჭირდება. აქამდე ნათესავები მეხმარებოდნენ, ახლა უკვე ბანკებს მივადექი ფულის სათხოვნელად... ალბათ მათ გასასტუმრებლად სახლის გაყიდვა მომიწევს...

ვისაც გაქვთ შესაძლებლობა და სურვილი, მარიამისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაში მცირე წვლილი შეიტანოთ, საბანკო რეკვიზიტებს გთავაზობთ:

ლიბერთი ბანკი

ანგარიში:

GE42LB0711154619604000
კოდი: 555577 076010


მიმღები: ლია ბერბიჭაშვილი

tamuna
02 მარტი 2016 14:36
ღმერთო შენ დაიფარე და გამოაჯანმრთელე პატარა,დავეხმაროთ.
მარი
01 მარტი 2016 19:35
ამ დაავაფებას ჰქვია თალასემია და აზერბაიჯანელებს გენებში აქვთ ეს დაავადება, ასე რომ აზერბაიჯანის მთავრობა უფასოდ გასცემს ასეთ ავადმყოფებზე შესაბამის მედიკამენტებს
სხვა სიახლეები
"ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ძვირფასია ჩემთვის, რადგან თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილაკია"
დაწვრილებით...
ატენის ხეობის სოფელ ბობნევში უკვე მეხუთე დღეა 4 წლის რამაზს ეძებენ. ბებიასთან დატოვებული ბავშვი შუადღისას სახლიდან ეზოში ყველას შეუმჩნევლად გამოვიდა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ბავშვი მოხუცმა ბებიამ მოიკითხა, მაგრამ ვერსად იპოვა.
დაწვრილებით...
მოდელობა ყველა გოგოსთვის საოცნებო პროფესიაა. ბოლო წლებში სამოდელო ბიზნესი აღმასვლას განიცდის.
დაწვრილებით...
PRIME
ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი: "ბევრს არ სჯერა, რომ საფრენი აპარატის აგება შევძელი - ეს როგორ უნდა გაფრინდესო?.. ყველას ხომ არ ვაჩვენებ ვიდეოკადრებს, როგორ დაფრინავს ეს ჩემი ცათმფრენი ნატახტარში?"
დაწვრილებით...
PRIME
ბორჯომ-ხარაგაულის ხეობაში უამრავი გამოქვაბულია, რომელთაც ადგილობრივები დევების გამოქვაბულს უწოდებენ

რა აღმოაჩინა "დისქავერის" სამეცნიერო ჯგუფმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში
დაწვრილებით...
PRIME
არ არის გასაკვირი, რომ თავისუფლებაწართმეულ ადამიანს თვალი გაქცევისკენ უჭირავს.
დაწვრილებით...
PRIME
"აღარ მადარდებს, "რუსთავი 2" იარსებებს თუ არა! ხანდახან ვფიქრობ, აჯობებს, როგორც თავად იქცევიან, ზუსტად ისე მოექცნენ მათ!"

"გინდა ნარმანია იყოს ქალაქის მერი და გინდ - დობორჯგინიძე! ეს ვართ ჩვენ დღეს - ასეთი საზოგადოება!.."
დაწვრილებით...
PRIME
თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი იწყება

ოთხი დღის განმავლობაში უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ, ბიბლიოთეკა მაქსიმალურად გაიმდიდროთ
დაწვრილებით...
"ჩემი ნამუშევრები ძალიან განსხვავდება ქვილთისგან, მასში იგრძნობა ჩრდილები"
დაწვრილებით...
PRIME
იყიდება 40 კვ.მ. გარემონტებული კომერციული
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
აქცია! პარკინგი 50 პროცენტიანი
ქირავდება დღიურად! ახალაშენებულში სასტუმროს ტიპის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები