"ჩემი ბიჭის გადამრჩენელებო, გემუდარებით, კვლავ დამიდექით გვერდით" - ცოტაც და გიორგის სრულად გამოვაჯანმრთელებთ
"ჩემი ბიჭის გადამრჩენელებო, გემუდარებით, კვლავ დამიდექით გვერდით" - ცოტაც და გიორგის სრულად გამოვაჯანმრთელებთ
02-03-2016
ჩვენს მკითხველებს ალბათ კარგად გახსოვთ 15 წლის ბათუმელი გიორგი ფირცხალაიშვილის ამბავი - რამდენიმე თვის წინ მას თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ლიმფოზური ლეიკემია და ძვლის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. გიორგიზე დეკემბერში დავწერეთ, ბავშვი თურქეთში მკურნალობდა და კურსის დასრულებისთანავე ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ესაჭიროებოდა. ამისთვის კი თურქეთის კლინიკა ოჯახს 65 ათას ამერიკულ დოლარს სთხოვდა.

"კვირის პალიტრის" ვებ-გვერდზე განთავსებულმა სტატიამ და ჩვენი კოლეგების აქტიურობამ შოკისმომგვრელი, მართლაც უპრეცენდენტო გამოხმაურება გამოიწვია და იმავე საღამოს საზოგადოების თანადგომას სამთავრობო მხარდაჭერაც მოჰყვა - "საქართველოს სოლიდარობის ფონდმა" სახალხოდ, სოციალურ ქსელშივე განაცხადა, გიორგის აუცილებლად დავეხმარებითო. მეორე საღამოს, საგანგებო თათბირის შემდეგ, გიორგის მამას - კახაბერ ფირცხალაიშვილს ფონდიდან აცნობეს, რომ ხელმოწერილი იყო დოკუმენტი, რის საფუძველზეც გიორგის მკურნალობისთვის საჭირო 65 ათასი დოლარიდან 58 ათას დოლარს "სოლიდარობის ფონდი" გაიღებდა, 7 ათას დოლარს- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამთავრობო სექტორმა სიტყვა შეასრულა, ხოლო უბედნიერესმა მამამ საპასუხოდ 16 დეკემბერს, ბათუმში გიორგის მხარდასაჭერად მოწყობილი საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა უკლებლივ "სოლიდარობის ფონდს" გადაურიცხა ლეიკემიით დაავადებული სხვა ბავშვების დასახმარებლად!

სოციალური ქსელიდან მალევე შევიტყვეთ, რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღო, გიორგის დაავადება რემისიაში გადავიდა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციაც, რომელიც 150 000 ამერიკული დოლარი ჯდებოდა, აღარ დასჭირდა, თუმცა გიორგი დღემდე თურქეთში იმყოფება და კლინიკამ მკურნალობის გასაგრძელებლად ახლახან ოჯახს დამატებითი თანხა მოსთხოვა. ბავშვის მამამ სოციალური ქსელით კვლავ საზოგადოებას მიმართა დასახმარებლად. კახაბერ ფირცხალაიშვილს ჩვენც დავუკავშირდით და გიორგის მკურნალობის შესახებ დაწვრილებით გამოვკითხეთ:

კახაბერ ფირცხლაიშვილი:
- ყველამ იცით, რა მძიმე პრობლემის წინაშე იდგა ჩემი ოჯახი, როცა ჩემს შვილს, გიორგის უმძიმესი დაავადება დაუდგინეს. უბედნიერესი კაცი და უბედნიერესი მამა ვიყავი, რადგან მთელი ბათუმი, მთელი საქართველო დადგა ფეხზე და დახმარების ხელი გამომიწოდა. ახლა ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც 150 000 დოლარი ჯდებოდა, აღარაა დღის წესრიგში, კლინიკამ მკურნალობის მეთოდიკა შეცვალა და 20 000 დოლარით გაგვიძვირა...

კი გახსოვთ, "სოლიდარობის ფონდი" თან რომ გადამყვა - 58 000 დოლარი ჩამირიცხა და შვილი გადამირჩინა. ახლაც მეუბნება, ჩამოიყვანე ბავშვი თბილისში და ჩვენ მივხედავთ შენს შვილს, უფასოდ გავუგრძელებთ მკურნალობასო, მაგრამ როგორი წამოსაყვანია? თურქეთში მისმა მკურნალმა ექიმმა გვითხრა, რომ აუცილებელია 120-დღიანი მკურნალობა, ხოლო შემდეგ - 6 თვის განმავლობაში უნდა ვიაროთ თურქეთში თვეში ერთხელ ხერხემალში ნემსის გასაკეთებლად. ეს ყველაფერი კი 20 000 ამერიკული დოლარი ჯდება... მერე კი, 2 წლის განმავლობაში აბების სახით დაენიშნება ქიმიოთერაპია.

რა მექნა? დავთანხმდი ექიმის დანიშნულებას, ბარემ შესწავლილი ჰყავთ ჩემი შვილი და დაწყებული მკურნალობა თვითონ დაამთავრონ-მეთქი. ერთადერთი, ძალიან ვთხოვე, იქნებ ცოტა დრო მომცეთ, რომ ეს თანხა ნელ-ნელა გადაგიხადოთ-მეთქი...

ახლა "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" თამილა დოლიძის ხელმძღვანელობით და ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე თამარ მესხიძის ხელმძ
გიორგი მკურნალ ექიმთან ერთად
ღვანელობით 3 აპრილს ბათუმის ხელოვნების ცენტრში, "ბენზეში" საქველმოქმედო კონცერტებს მიგეგმავს - 16 საათზე საბავშვო კონცერტს, 18 საათზე კი ბათუმელი მომღერლების, ბათუმის სახელმწიფო
ანსამბლების მონაწილეობით. ცნობილმა მუსიკოსმა ხვიჩა მაღლაკელიძემ დაწერა სოციალურ ქსელში, მეც შენს გვერდით ვარო და შეიძლება სხვა ცნობილი მუსიკოსებიც შემოგვიერთდნენ.

ისევ და ისევ საზოგადოების მხარდაჭერის იმედად ვარ, მჯერა, ჩემი ბათუმი კვლავ ერთ მუშტად შეიკვრება და მოვა გიორგის მხარდასაჭერა; მჯერა, თბილისიც და მთელი საქართველოც ერთ მუშტად შეიკვრება და როგორც შეძლებს, თუნდაც კაპიკ-კაპიკ რაღაც თანხას კვლავ გადმორიცხავს გიორგის ანგარიშზე.

ჩემი ბიჭის სიცოცხლის გადამრჩენელებო, გემუდარებით, კვლავ დამიდეგით გვერდით, დაირაზმეთ და მოდით "ბენზეს" ხელოვნების ცენტრში... გენაცვალეთ, მიყვარხართ ყველანი!

ჩვენ ყველამ ერთად შევძელით გიორგის გადარჩენა, სულ ცოტა დარჩა და 15 წლის ბიჭს სრულად გამოვაჯანმრთელებთ, ჩვენ ამას შევძლებთ!

ანგარიშის ნომერი:

პროკრედიტბანკი: GE70PC0033600100026570

მიმღები კახაბერ ფირცხალაიშვილი

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)
cici
04 მარტი 2016 20:58
მიადვილდება ტელეფონით გადარიცხვა და იქნებ ეგაც გააკეთოთ.
irma
04 მარტი 2016 18:28
უპალო დალოცე და გამოაჯამრტელე გიორგი გახარებული და ბედნიერი იყავიტ მტელი ოჯახი
სხვა სიახლეები
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მიზნები და გამოწვევები გააცნო.
დაწვრილებით...
"სულ ბეწვის ხიდზე გავლა მიხდებოდა. ჩემმა პედაგოგებმა - ლილი იოსელიანმა და მიშა თუმანიშვილმა კარგად მასწავლეს აბობოქრებულ ზღვაში ცურვა!" - ამბობს მსახიობი გია როინიშვილი, რომელმაც თავის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე ჟურნალ "გზასთან" გულახდილად ისაუბრა
დაწვრილებით...

ქსენია (ვერა) თოდუა ის ქალბატონია, რომელმაც ოჯახის წევრებთან ერთად, სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა. მათ დაცვას გარკვეული დროის განმავლობაში ნაცნობი აფხაზები ცდილობდნენ.

დაწვრილებით...
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გაუჩინარებული ორი მოზარდი გოგონა ქობულეთში იპოვეს.
დაწვრილებით...
"ჩემი ნამუშევრები ტრანსცენდენტალურ ჟანრს მიაკუთვნეს, სადაური სიტყვაა ისიც არ ვიცი"
დაწვრილებით...
„სილქნეტი“ სატელევიზიო კონტენტის ხელმისაწვდომობასა და მრავალფეროვნებაზე მუშაობას აგრძელებს, - ამის შესახებ „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დაწვრილებით...
ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge დღეს განთავსდა.
დაწვრილებით...
შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, 2017 წელს მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვლილებები განხორციელდება და არსებულ გამოცდას რამდენიმე კომპონენტი დაემატება.
დაწვრილებით...
1247 წელს მონღოლებმა საქართველოს სამეფო ტახტზე თანაბარი უფლებებით ერთდროულად ორი მეფე დასვეს:
დაწვრილებით...
რკინიგზის სადგურებში ტურისტებს ახალი სერვისი ხვდება,
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება სახლი ბორჯომში, კეთილმოწყობილი
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
ქირავდება ბინა დღიურად, 2 комнатная
იყიდება კეთილმოწყობილი, კაპიტალური ორ სართულიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები