"ამ ფილმის პორნოგრაფიად განხილვა საბჭოთა ეპოქაში დაბრუნებაა" - რატომ გახდა გასპარ ნოეს "Love" გამოძიების დაწყების მიზეზი?!
"ამ ფილმის პორნოგრაფიად განხილვა საბჭოთა ეპოქაში დაბრუნებაა" - რატომ გახდა გასპარ ნოეს "Love" გამოძიების დაწყების მიზეზი?!
05-03-2016
"სამწუხაროა, რომ ესაა სამსჯელო თემა, მაშინ როდესაც ძალადობრივი სექსუალური სცენების კინოჩვენებას აწყობენ ქალაქის ცენტრში, როემლსაც უყურებს ყველა ასაკის ადამიანი. საჯარო მოხელეები კი, ვინც ამაში მონაწილებდნენ, არავის დაუსჯია".

როგორც ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ, კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტში შესული ინფორმაციის საფუძველზე, კონკრეტული საიტებით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლით საქართველოში აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება. "შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას და აღასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა. გამოძიების მიერ, სამართლებრივი წესის შესაბამისად, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და შსს-ს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმი (ლაპარაკია გასპარ ნოეს ფილმზე ,,ლოვე", რომლის არასაკონკურსო ჩვენება გაიმართა 2015 წლის კანის კინოფესტივალზე, ასევე აჩვენს საქართველოში - ბათუმის კინოფესტივალზე - ავტ.) მიეკუთვნება პორნოგრაფიას. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები". ამ ინფორმაციას ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რიგი ხელოვნებათმცოდნეების თქმით, ამ ყველაფერს ცენზურის სუნი აქვს. გამოითქვა ასეთი აზრიც, ქვეყნაში, სადაც ყოველდღიურად მძიმე თუ ნაკლებად მძიმე დანაშაული ხდება, სამართალდამცავებს ფილმებისთვის ნაკლებად უნდა ეცალოთ.

გვესაუბრება "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე:
- ხელთ მაქვს განჩინება, რომელიც 2016 წლის თებერვალშია გამოტანილი და მასში პირდაპირ წერია, რომ გამოძიება დაწყებულია. ათამდე პირს, რომლებიც არიან სხვადასხვა დომენების მფლობელები ამ განჩინებით, სთხოვენ ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვის მიერ მოხდა ამ ფილმის ატვირთვა ამა თუ იმ საიტზე.
გასპარ ნოე, ფილმის მსახიობებთან ერთად, კანის კინოფესტივალზე

- რამდენად სწორია ამ ფილმის პორნოგრაფიად მიჩნევა?
- სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლს აქვს კონკრეტული შენიშვნა - პორნოგრაფიად არ შეგვიძლია მივიჩნიოთ ფილმი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, სამედიცინო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება. ამ კონკრეტულ ფილმზე შეიძლება ვიდაოთ ვის მოსწონს და ვის - არა, მაგრამ მას ნამდვილად აქვს სახელოვნებო ღირებულება და მისი პორნოგრაფიად განხილვა საბჭოთა პერიოდში დაბრუნებაა, როცა კულტურის კომისია არსებობდა და ფილმები უმკაცრეს ცენზურას გადიოდა. ეს არის სწორედ ამ ტიპის გადაწყვეტილება, როგორ შეიძლება შსს-ს გამომძიებელმა ან ვინმე კონკრეტულმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რადგან მას არ მოეწონა ფილმი, ამიტომ პორნოგრაფიაა?!
კადრი ფილმიდან

- ამ ლოგიკით, ხომ არაა მოსალოდნელი მსოფლიო კლასიკად აღიარებული იმ ფილმების აკრძალვაც, სადაც თამამი სცენებია?
- ყველაფერს შეიძლება ველოდოთ, რა იცი ვის რა მოუვა თავში. ჩვენთან არათუ მსგავსი ფილმი, არამედ პორნოგრაფიაც კი დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, თუ საქმე არ ეხება არასრულწლოვანთა სექსუალურ აქტს. სხვა შემთხვევაში მსგავსი ტიპის აკრძალვა არაკონსტიტუციურია. შეიძლება ვინმეს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ შესაძლოა ეს პროდუქცია მისმა შვილმა ნახოს, ბუნებრივია, მეც არ მინდა რომ პორნოგრფია ჩემმა შვილმა ნახოს, ვიდრე შესაბამისი ასაკი არ ექნება. ჩემი ვალდებულებაა, ის კომპიუტერი, რომელზეც ბავშვს წვდომა აქვს, ისეთი უსაფრთხოების სისტემით აღვჭურვო, რომ ჩემ შვილს პორნოსაიტებზე შესვლა არ შეეძლოს. ესაა მსოფლიო გამოცდილება, თორემ საქართველოში
ყველა საიტიც რომ გავაუქმოთ, მსოფლიოში მილიონობით პორნოსაიტია...

- ამ ცოტა ხნის წინ, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ქვეყანაში პორნოგრაფიის გავრცელება შეიზღუდოს. ამ ინიციატივას ხომ არ მოჰყვა ეს გამოძიება?
- თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ათეული პირი მისცეს პასუხისგებაში. მათ ბრალად, სწორედ პორნოგრაფიის გავრცელება ედებოდათ. ამ პირებს მოაწერინეს ხელი საპროცესო შეთანხმებაზე და ემუქრებოდნენ, რომ თუ ისინი არ ითანამშრომლებდნენ პოლიციასთან გაასაჯაროებდნენ მათ ვინაობას. ეს ქმედება რადგან შერჩათ ახლა გადავიდნენ უხეშად რომ ვთქვათ, რეკეტზე, დადიან სახლებში და პიროვნებებს ეუბნებიან - ჩვენ შვილებს რატომ რყვნით, რატომ ავრცელებთ პორნოგრაფიას და სხვ. ასეთი ტიპის დამოკიდებულება არის სხვა არაფერი თუ არა საბჭოთა პერიოდში დაბრუნება. ზოგადად ბატონ ხუნდაძეს და ამ მთავრობას ახასიათებს ბუსუსებიანი პრეზერვატივის აკრძალვა და ახლა უკვე უფრო მაღალ ეტაპზე ავედით. სამწუხაროა, რომ ესაა სამსჯელო თემა, მაშინ როდესაც ძალადობრივი სექსუალური სცენების კინოჩვენებას აწყობენ ქალაქის ცენტრში, რომელსაც უყურებს ყველა ასაკის ადამიანი. საჯარო მოხელეები კი, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, არავის დაუსჯია.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

...
07 მარტი 2016 09:39
ეს მართლა ცენზურაა. არ შეიძლება ფილმის ჩვენების აკრძალვა რაც შეეხება პატარებს მათ, რომ ასეთი ჟანრის ფილმები არ ნახონ პირველ რიგში მშობლების ვალდებულებაა.
სხვა სიახლეები
ისტორიკოსებისა და მკვლევარების მიერ აღდგენილმა ფაქტებმა, კარტოგრაფიულმა მასალამ, მოვლენების დეტალურად ილუსტრირებულმა რეკონსტრუქციამ ყველა თაობის მკითხველის ინტერესი გამოიწვია.
დაწვრილებით...
აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ ცენტრალურ ფილიალში მსუბუქი ავტომობილებისთვის 20 დამატებითი მომსახურების ადგილი გაიხსნა.
დაწვრილებით...
ყველასთვის საყვარელ კომპოზიტორს, გოგი ცაბაძეს 24 აგვისტოს 92 წელი შეუსრულდებოდა. მან იცხოვრა ისე, როგორც ნაღდმა თბილისელმა, უნიჭიერესმა ადამიანმა... სცენაზე გარდაიცვალა, როგორც ჭეშმარიტი ხელოვანი.
დაწვრილებით...
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
დაწვრილებით...
1744 წელს ირანის 139-წლიანი ბატონობის შემდეგ სვეტიცხოველში, ქრისტიანული წესით, ქართლის მეფედ ეკურთხა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II (1744-1762),
დაწვრილებით...
ბათუმმა რიგით მეთერთმეტე მასშტაბურ ავტორბოლას ,,Bridgestone Black Sea Cup-2016” უმასპინძლა
დაწვრილებით...
გიორგი II (1565-1585) იმერეთის მეფემ ხანგრძლივად იმეფა.
დაწვრილებით...
"გზა მქონდა გადაკეტილი და როდესაც საზღვრები გაიხსნა, უკვე სიბერემ მომისწრო... უკვე 72 წლის ვარ. ზოგჯერ მავიწყდება ჩემი ასაკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვცურავ. ყოველდღე დავდივარ აუზზე. ზოგჯერ გამისწრებენ ახალგაზრდები, მაგრამ მერე ვცდილობ, არ მაჯობონ!..."
დაწვრილებით...
ლეილა აბაშიძე: "როდესაც გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა, ამერიკული კინოს გმირს ჰგავდა. თენგიზი არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, საოცრად მგრძნობიარე, ტაქტიანი და ჭკვიანი. მან შექმნა ქართულ კინოში მამაკაცის ახალი, ინტელექტუალური გმირის სახე"
დაწვრილებით...
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
იყიდება დუპლექსის ტიპის ახალი ბინა
ქირავდება 5 ოთახიანი, 175 კვ.მ
სასწრაფოდ! იყიდება ბინა მოსაშვილზე, ვაკის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები