"ყოველ ჩვენგანს აქვს მეორე, ფარული ცხოვრება, რომლისაც რცხვენია" - სად მთავრდება ქრისტიანობა და იწყება ბარბაროსობა
"ყოველ ჩვენგანს აქვს მეორე, ფარული ცხოვრება, რომლისაც რცხვენია" - სად მთავრდება ქრისტიანობა და იწყება ბარბაროსობა
13-03-2016
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გამოეხმაურა, რომელიც სულ ახლახან "თავისუფალი დემოკრატებს" შეუერთდა:

"კარგახანს ვიჭოჭმანე, სანამ ამას გამოვაქვეყნებდი.
გოეთე ამბობდა, ამქვეყნად არ არსებობს ცოდვა, რომელსაც მე ვერ ჩავიდენდიო. ყოველ ჩვენგანს აქვს მეორე, ფარული ცხოვრება, რომლისაც რცხვენია, რომელსაც თვალს არიდებს, ან კიდევ რაღაც გამართლებებით მოსავს და ცდილობთ ნორმად შესთავაზოს სხვებს. ახლა წარმოიდგინეთ, ერთ დღესაც ვინმემ ჩვენი მთელი ეს საიდუმლო ცხოვრება წინ რომ დაგვიდოს.

ჰოდა, დაგვიდებენ ამას მოჰყვება ნიშნისმოგებით კიჟინი, რათა ვიღაცამ ასე დაივიწყოს საკუთარი სიბნელე და ვინძლო, ღმერთსაც მოაწონოს თავი. აქ მთავრდება ჩვენი ქრისტიანობა და იწყება ბარბაროსობა. მტერსაც ის უნდა, რომ ჩვენში ქრისტიანებად წოდებული ბარბაროსები გააღვიძოს.

თუ მეტი არ შეგვიძლია, თავი მაინც დავანებოთ იმ ადამიანს და ვაცალოთ, თავად გაერკვეს თავის ფიქრებში. დღეს საქართველოში ასეთ მძიმე დღეში თითქმის არავინ მეგულება. სხვა საქმეა, ვისურვებთ თუ არა მის პოლიტიკოსობას. უადგილოც არის ამაზე საუბარი. ახლა მის ადამიანურ ბედზეა ლაპარაკი და არა - პოლიტიკურზე.

არც ეს გახლავთ პოლიტიკური განცხადება. ნამდვილად არა ვარ "იმდენად"
პოლიტიკოსი, რომ ახლა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო. უბრალოდ, არავის გვინდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც თვალს გვადევნებენ, ჩუმად გვიღებენ, რათა ეს შემდეგ პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენონ, სადაც ასე შეიძლება ადამიანი გაიმეტონ.

იმათ მივმართავ, ვის ხელშიც მსგავსი მასალაა - მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ან ვისი მითითებით მოქმედებენ. მათ ხელში ბოროტი იარაღია და თავისი ნებით უნდა გაანადგურონ, თუ სურთ, რომ ადამიანური სახე შეინარჩუნონ. ის, რაც ამ კადრებშია, კიდევ შეიძლება აიხსნას სიყვარულით, გატაცებით და ა.შ. მათ კი არავითარი გამართლება არა აქვთ და გამავრცელებლები ყველაზე ცუდი ადამიანები არიან, ვინ კი მინახავს ან გამიგონია. ცოდვილს მონანიებით ეშველება, ამათ - არაფერი. მათ სიცოცხლეშივე შეუძლიათ ზნეობის სახელით ადამიანს ჯოჯოხეთი მოუწყონ და მთელი ქვეყნიერების წინაშე მარტო დატოვონ.

უნდა მაპატიოთ ეს განცხადება. მესამე დღეა, გონს ვერ მოვსულვარ".

წყარო
xatuna
17 მარტი 2016 12:23
რომ არ უნდა განვიკითხოთ-ამას ეკლესია გვასწავლის,საზოგადო მოღვაწეებმა თუ შეიძლება მოქალაქეობრივ ზნეობას მიხედეთ,ქართველ ხალხს თავზე ნუ გვაფურთხებთ მე ვის განვიკითხავ ესაა ჩემი პირადი ცხოვრება და ეკლესიასთან ერთად მოვაწესრიგებ
555
15 მარტი 2016 10:31
ყველა ადამიანს აქვს თავისი ცხოვრება, რა თქმა უნდა სახელმწიფო მოხელეთ მაღალი თავშეკავება მართებთ და ამიტომ არაა ადვილი იყო მეთაური, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა უდიდესი ამორალობაა გაასაჯაროვო ადამინის ინტიმური კადრები თუ გინდ შენი პირადი მტერიც იყოს, ესაა ზნედაცემულობის უკიდურესი ფორმა და მეძავობაზე უარესია,ასევე არავის გაქვთ უფლება იქილიკოთ იმაზე თუ ვინ ვის რატომ ურალატა რადგან ზედაპირზე ცანს მხოლოდ ღალატი და მისი მიზეზები არის მრავალგავრი და საერთოდ ცოლქმრული ურთიერთობის განქიქების უფლება არავის არ აქვს.
სხვა სიახლეები
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მიზნები და გამოწვევები გააცნო.
დაწვრილებით...
"სულ ბეწვის ხიდზე გავლა მიხდებოდა. ჩემმა პედაგოგებმა - ლილი იოსელიანმა და მიშა თუმანიშვილმა კარგად მასწავლეს აბობოქრებულ ზღვაში ცურვა!" - ამბობს მსახიობი გია როინიშვილი, რომელმაც თავის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე ჟურნალ "გზასთან" გულახდილად ისაუბრა
დაწვრილებით...

ქსენია (ვერა) თოდუა ის ქალბატონია, რომელმაც ოჯახის წევრებთან ერთად, სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა. მათ დაცვას გარკვეული დროის განმავლობაში ნაცნობი აფხაზები ცდილობდნენ.

დაწვრილებით...
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გაუჩინარებული ორი მოზარდი გოგონა ქობულეთში იპოვეს.
დაწვრილებით...
"ჩემი ნამუშევრები ტრანსცენდენტალურ ჟანრს მიაკუთვნეს, სადაური სიტყვაა ისიც არ ვიცი"
დაწვრილებით...
„სილქნეტი“ სატელევიზიო კონტენტის ხელმისაწვდომობასა და მრავალფეროვნებაზე მუშაობას აგრძელებს, - ამის შესახებ „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დაწვრილებით...
ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge დღეს განთავსდა.
დაწვრილებით...
შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, 2017 წელს მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვლილებები განხორციელდება და არსებულ გამოცდას რამდენიმე კომპონენტი დაემატება.
დაწვრილებით...
1247 წელს მონღოლებმა საქართველოს სამეფო ტახტზე თანაბარი უფლებებით ერთდროულად ორი მეფე დასვეს:
დაწვრილებით...
რკინიგზის სადგურებში ტურისტებს ახალი სერვისი ხვდება,
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება სახლი ბორჯომში, კეთილმოწყობილი
ქირავდება ბინა დღიურად, 2 комнатная
ქირავდება პატარა, მყუდრო ბინა ყიფშიძეზე.
იყიდება 2 ოთახიანი გამჭოლი ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები