"მანიაკები საკუთარი ჭიის გასართობად კი არ იღებდნენ..." - როგორია აგენტურული ყოფის ანატომია?
"მანიაკები საკუთარი ჭიის გასართობად კი არ იღებდნენ..." - როგორია აგენტურული ყოფის ანატომია?
16-03-2016
"სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ყველა კომპრომატი, მათ შორის პირადი საიდუმლოს შემცველი ვიდეოები ან უკვე გამოყენებული იყო "ვერბოვკისთვის", ან აპირებდნენ მის გამოყენებას საჭირო მომენტში"

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე "ფეისბუკში" პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეობის თემას გამოეხმაურა და ვრცელი პოსტი მიუძღვნა:

"წინა ხელისუფლების დროს, მადისკრიდიტებელ ვიდეოებს რომ იღებდნენ და არ ასაჯაროებდნენ, ამაში სატრაბახო არაფერია. აგენტურული ყოფის ანატომია გულისხმობს, რომ კომპრომატი გამოიყენება "ვერბოვკის" ინსტრუმენტად და როცა ის საჯაროვდება, კარგავს კომპრომატის ღირებულებას. ათასობით ვიდეოს ვიღაც ერთეული მანიაკები საკუთარი ჭიის გასართობად კი არ იღებდნენ როგორც ეს დღეს სურთ რომ წარმოაჩინონ, ეს ცალკეული შემთხვევები კი არ იყო, არამედ კომპრომატებით შანტაჟი იყო ქვეყნის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და ამის შესახებ ყველაფერი დეტალურად იცოდა მმართველმა ჯგუფმა, რომლის მითითებითაც ხდებოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა.

სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ყველა კომპრომატი, მათ შორის პირადი საიდუმლოს შემცველი ვიდეოები ან უკვე გამოყენებული იყო "ვერბოვკისთვის", ან აპირებდნენ მის გამოყენებას საჭირო მომენტში.

სისტემა კომპრომატ-ვიდეოებს მოქალაქეების დასათრგუნად იყენებდა, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ამის პარალელურად, სისტემის ცალკეული ნაწილები, ამ ვიდეოებს ანგარების და გამორჩენის მიზნით გადასცემდნენ ხოლმე სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებსაც, რომლებიც, ცხადია, ამ მასალებს ასევე "ვერბოვკისთვის გამოიყენებდნენ.

ჩვენ ამჟამად ვსაუბრობთ ვიდეოებით გამოწვეულ ადამიანურ ტრაგედიებზე, მაგრამ ჩვენ ჯერ წარმოდგენა არ გვაქვს, რა ზიანი მიაყენა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში მოხვედრილმა "დასავერბოვკებელმა" მასალებმა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და რა ადამიანური ტრაგედიები და მსხვერპლი მოჰყვა ამას (და შეიძლება კიდევ მოჰყვეს)! ამას ცალკე გამოძიება სჭირდება!

ამიტომ, სრული სიბეცე და სიბრიყვე იყო თავის დროზე ამ ვიდეოების განადგურებაზე საუბარი. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში როდესაც ერთი "ფლეშკა" ათასობით ფაილს იტევს, ხოლო გადაწერას წამები სჭირდება, ზედმეტია რაიმეს განადგურებაზე საუბარი. ასევე რთულია იმის განსაზღვრა, ვის როდის მოუნდება ამ ვიდეოების გავრცელება პოლიტიკური, ანგარების ან სულაც მანიაკალური მიზნებიდან გამომდინარე.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი ვიდეოების გავრცელება ინტერნეტში არც ისე რთულია, ხოლო გამოძიება ძალიან ძნელი.

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ აგრესიულ საგარეო განზრახვებზე საქართველოს მიმართ და განზრახვები სწორედაც რომ "დავერბოვკებული" აგენტების მეშვეობით ხორციელდება. "დავერბოვკება", როგორც წესი, სისუსტეების პოვნით და კომპრომატების მოგროვებით ხდება. ამიტომ ეს ავადსახსენებელი ვიდეოები მხოლოდ ცალკეულ მოქალაქეების პრობლემას კი არ წარმოადგენს, მთელი ქვეყნის უსაფრთხოების თემას უკავშირდება.

ცალკეული შემთხვევების გამოძიება მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია გამოძიება, რომელიც მთელ სისტემას წარმოაჩენს - რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, რა მასშტაბი ჰქონდა დანაშაულს?! უნდა გამოაშკარავდეს ჯაჭვი შემსრულებლიდან დამკვეთამდე. ეს, სხვათა შორის, იმ მძიმე კითხვასაც გასცემს პასუხს, ვინ არიან და სად არიან დღეს ამ ჯგუფური და სისტემური დანაშაულის თანამონაწილეები და რამდენად ვართ დაზღვეულები, რომ ისინი კვლავაც აქტიურად არ მონაწილეობენ საზოგადოებისთვის სახიფათო პროცესებში", - წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

წყარო
ელიზა
28 მარტი 2016 07:38
ანიდან - ჰაემდე თუ არ გამოაშკარავდა ამის ,,შემოქმედნი" კიდევ ბერჯერ მოგვიწევს თითზე კბენანი,მართალი. ბატონი ვასო !
luxo
24 მარტი 2016 12:13
ბატონო გიო! რომ იძახი მონღოლ, მონღოლს, საქმე ის კი არ არი ვის ვგევართ სახით, არამედ ის ვინა ვართ გულით, რას ვაკეთრბთ ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი მათხოვრებისათვის, ჩვენი მეძავებისა და ჩვენი მომავლისათვის.
და კიდევ გადამწყვეტი არ არის ვინა ხარ შენ: მოძღვარი, გლეხი თუ მასწავლებელი, რასაკვირველია როცა გავლენა გაქვს საზოგადოებაზე და შენ სიტყვას წონა აქვს და ამავდროულად გონიერიცა ხარ დიდებულია მაგრამ, მთავარია თუნდაც რიგითი ადამიანი იყო, სწორად იაზროვნო და შენ თავს ხშირად ჰკითხო: სწორად ვიქცევი თუ არა? იმით კი არ იხემძღვანელო, მოგწომს თუ არა ის პიროვნება ვისზედაც მსჯელობ, არამედ იმით თუ რა გააკეთა და რა გააფუჭა ამ პიროვნებამ შენი ქვეყნისათვის, და თუ არაფერი გაუფუჭებია მადლობა უთხარ!, თუ კარგი გაუკეთებიამადლობა საჭირო არ არის, ღმერთი გადაუხდის
სხვა სიახლეები
"პატრიოტულ თემატიკას რომ თავი დავანებოთ, ესთეტიკური და პროფესიული მხარეც თვალში საცემია, - გათურქულებული მუსიკის ფონზე, ეს ყველაფერი მაინცდამაინც სასიამოვნო საცქერი არ არის"
დაწვრილებით...
"ოქროს ნივთები მაგდამ გაიტანა სახლიდან და მისცა ოთო ბერძენიშვილს, მანამდე კი დედამისს მისწერა ომარიმ წაიღო ოქროებიო"
დაწვრილებით...
თბილისის სააპელაციო სასამართლოში „სენტა ჯგუფის“ საქმის განხილვა გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით „სენტა პეტროლიუმი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
დაწვრილებით...
დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა
დაწვრილებით...
"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, მეგონა, ცა თავზე ჩამომექცა" -

"ხალხს არ აინტერესებს პოლიტიკა, მათ მშვიდობა უნდათ, რომელიც სანატრელი გაუხდათ"
დაწვრილებით...
გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა
დაწვრილებით...
Porsche-ს ახალი 2016 წლის მოდელის - Porsche Panamera-ს მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
დაწვრილებით...
"ზამთარია, ტყაპუჭი მაცვია, ცხვირიც შიგ მაქვს ჩამალული, მარტო თვალები მიჩანს. ჩვენი პოლიციის უფროსს ბატონი გივი ბერიკაშვილი გაუჩერებია და მეც მივუახლოვდი, ოღონდ ხმას არ ვიღებ. ბატონი გადმოვიდა მანქანიდან, თვალი თვალში გამიყარა და სიცილით მეუბნება: სიკო, შენი შუბა დავწვიო. როგორ მიცანით-მეთქი. შენს ცნობას რა უნდაო, მომეფერა..."

"მზექალა (თინია) ახალსოფლიდან იყო. გადაღების დაწყებიდანვე დავმეგობრდით, თუმცა არ მავიწყდებოდა, "შემეხსენებინა", რომ "სიყვარული ყველას უნდა" მისი პირველი ფილმი იყო, მაშინ როდესაც მე უკვე "დამსახურებული მსახიობი" ვიყავ"
დაწვრილებით...
მამაკაცს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც საკუთარი სახლის ეზოში ბუნებრივი აირის მილს შედუღების აპარატით ადუღებდა.
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად 2-ოთახიანი ბინა
ქირავდება პატარა, მყუდრო ბინა ყიფშიძეზე.
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად! მაქსიმალურად
ქირავდება ბინა დღიურად.
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები