"ჩვეულებრივი ქართველი ვარ" -"ტიფლისისა" და "ქერჩის" რეჟისორის სიყვარული და რისკი
"ჩვეულებრივი ქართველი ვარ" -"ტიფლისისა" და "ქერჩის" რეჟისორის სიყვარული და რისკი
18-03-2016
"დიახ, მე ახლაც თავს დამწყებ რეჟისორს ვეძახი და კიდევ დიდხანს დავუძახებ, მანამ, ვიდრე ბევრად მნიშვნელოვან საქმეს არ გავაკეთებ"

ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტისა და ოპერატორის ლევან დაბრუნდაშვილის დებიუტი ჯერ კიდევ 2011 წელს "ანოს და ვანოს თავგადასავლით" შედგა, თუმცა ცნობილი სერიალ "ტიფლისის" ტელეკომპანია GDS-ის ეკრანზე გამოჩენის შემდეგ გახდა. სერიალმა, ერთბაშად მოიპოვა მაყურებლის სიმპათიაც და სიყვარულიც. შემდეგ იყო კიდევ ერთი მაღალმხატვრულად გადაღებული სერიალი "ქერჩი". დღეს ჩვენი სტუმარი ლევან დაბრუნდაშვილია.

- ბატონო ლევან, გვიამბეთ თქვენ შესახებ...
- ლევან დაბრუნდაშვილი ვარ, პროვინციელი, ჩვეულებრივი ქართველი, რომელსაც ძალიან უყვარს კინო და ემსახურება ამ საქმეს დიდი სიყვარულით.

- თქვენი სარეჟისორო დებიუტი 2011 წელს "ანოს და ვანოს თავგადასავლით" შედგა...
- ეს ფილმი იყო ჩემთვის პირველი გამოწვევა, ძალიან რთული იყო, რადგან ამ სფეროში არანაირი განათლება არ მქონდა, მოკლედ, თვითნასწავლი ვიყავი... მაინც გავრისკე. გადაღების დროს ძალიან ვნერვიულობდი, რადგან 1984 წლის მერე საქართველოში არანაირი საბავშვო პროექტი არ განხორციელებულა, მითუმეტეს ზღაპარი. ამ გადმოსახედიდან მეცინება ამ პროექტზე, მაგრამ მაშინ ძალიან განვიცადე, თუმცა მაყურებლიდან ძალიან დადებითი ემოცია წამოვიდა, ამან გამათამამა, დავიწყე და დავიწყე... როგორც ვიცი, იმჟამად კინოთეატრებში შემოსავლების თვალსაზრისით, ამ ზღაპარმა რეკორდი მოხსნა. თუმცა, გამოხმაურება მოჰყვა მაყურებელში და არა მედიასივრცეში. სიმართლე გითხრათ ერთი ინტერვიუც კი არავის აუღია (იღიმს).

- "ანოს და ვანოს თავგადასავალმა" გაგაბედინათ, რომ სერიალი "ტიფლისი" გადაგეღოთ?
- სერიალ "ტიფლისამდე" არაერთი პროექტი გავაკეთე. "ტიფლისი" ეს იყო ჩემი საოცნებო სამყარო და ეპოქა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა იმ პერიოდის დედამიწა, არამარტო თბილისი, არამედ ლონდონი, პარიზი ან ნებისმიერი სხვა ქალაქი. როგორც დამწყებ რეჟისორს, ამ სერიალმა ძალიან ბევრი რამ მომიტანა, დიახ, მე ახლაც თავს დამწყებ რეჟისორს ვეძახი და კიდევ დიდხანს დავუძახებ, მანამ, ვიდრე ბევრად მნიშვნელოვან საქმეს არ გავაკეთებ. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ პროექტში, მაგრამ სერიალმა ეს დიდ სიყვარულად დაგვიბრუნა. შეცდომები იყო, რაც ბუნებრივია, რადგან ეს მიმართულება, ფაქტობრივად, არ არსებობს ქვეყანაში და შეცდომების გარეშე წინ ვერ წავალთ.

- რატომ მაინც და მაინც მე-19 საუკუნის ეპოქა და საიდან წამოვიდა ამ ფილმის შექმნის იდეა?
- პირველ რიგში ეპოქიდან გამომდინარე. იმ დროინდელი თბილისი, ნებისმიერი თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იყო. ეს არის საქართველოს ისტორიაში ინოვაციის პერიოდი. ფაქტობრივად, თბილისი იყო ევროპული ქალაქი თავისი არქიტექტურით, კულტურითა თუ სხვა მრავალი რამით. ფილმის შექმნის იდეა ერთი ახალგაზრდა ექიმის ისტორიიდან დაიწყო, რომელსაც სახელად ნოდარი ერქვა. მისი ისტორია ლეგენდად დადიოდა და მეც აქა-იქ მქონდა გაგონილი მასზე რაღაცები, რის შემდეგაც დავიწყე ფილმის მონახაზის აგება.
ეს არის ზედმეტად ღრმა ფსიქოლოგიური გათვლების გარეშე არჩეული თემა. მადლობა ღმერთს, რომ წარმატებით ჩაიარა ფილმზე მუშაობამ და რაც მთავარია, ის მაყურებელს შეუყვარდა.


როგორც რეჟისორი და სერიალის იდეის ავტორი, პროექტის მთავარ ქვეტექსტსა და სათქმელში მე პირადად ქართველების ბრძოლისუნარიანობა და სამართლიანობა გადმოვეცი, ალბათ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ერი
დღეს არსებობს და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის იარსებებს. ძალიან ბევრჯერ შეიცვალა პროექტის დასკვნითი სცენები. იყო ხელის შემშლელი ფაქტორებიც და მაყურებლის მოთხოვნიდან გამომდინარეც შევცვალეთ რაღაცები. სერიალი სხვაგვარად დასრულდა, თუმცა სათქმელი მაინც ითქვა, რომ არ დაიბადება თაობა, რომელიც ბრძოლას სამართლიანობისა და ერთიანობისთვის დათმობს. ჩვენი პატარა სანდროს პერსონაჟიც ეგ იყო, რითიც მთავრდება სეზონი. სათქმელი არის თავისუფლება, სიმართლე და მომავალი, არამარტო მათთვის, ვინც ახლა ჩვენს დროში ცხოვრობს, არამედ მომავლისთვის. მირჩევნია უფრო მეტი გავუკეთო ჩემს შვილს მომავლისათვის ვიდრე ჩემს თავს და დღეს ვიყო ბედნიერი. დიდი საქმე გაკეთდა სერიალ "ტიფლისით" და ნებისმიერი ახალი პროექტით, რომელიც GDS-ზე განხორციელდა და განხორციელდება.

- რაც შეეხება სერიალ "ქერჩს", რომლის იდეის ავტორიც თქვენ ბრძანდებით, რატომ მაინც და მაინც ქერჩში დაკარგული გმირების ისტორია?
- ყოველთვის გული მწყდებოდა იმაზე, რომ ამ თემაზე კარგა ხანია არაფერი გადაღებულა. ამ ომში ათასობით ქართველი იღებდა მონაწილეობას. მათ უმეტესობას კი ახალგაზრდობა შეადგენდა. ბევრად მრავალრიცხოვანი ერი ვიქნებოდით, ეს ხალხი იქ რომ არ დაეხოცათ.
ერთი პატარა მემორიალი იდგა ქუთაისში, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს და მასაც მსხვერპლი მოყვა. ამ ხალხის მთელი ნამოღვაწარი, რითაც ჩვენ ვარსებობთ, თითქოს გაქრა. მინდ ოდა, რომ მათი საქმე გამეხსენებინა, ეს აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო და გაკეთდა კიდეც... თუ კიდევ გაკეთდება მომავალში ასეთი პროექტები, ვინც არ უნდა გააკეთოს, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, იმიტომ რომ მათ ეკუთვნით მოგონება და მადლიერება ჩვენი და ჩვენი მომავლის თაობებიდან.

ვფიქრობ, რომ ეს პროექტი შედგა და ხვალ-ზეგ თუ იქნება იმის საშუალება, რომ კიდევ გაგრძელდეს ესეთი ისტორიული ფილმები მივესალმები. კინო არის კეთილშობილი იარაღი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს ვასწავლოთ სიყვარული, სისუფთავე, ერთმანეთზე ზრუნვა. კინო კეთილი ვირუსია... ზოგადად, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში კინო აუცილებლად უნდა იყოს განვითარებული. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს საბავშვო კინო და არამარტო ეს...

- რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?
- მაყურებელს ბევრ საინტერესო რამეს შევთავაზებ... იმედი მაქვს, რომ იმ ადამიანის გარდა, ვინც ამდენი წელია ქველმოქმედებას გასცემს, მხოლოდ იმიტომ რომ ეს სფერო წინ წამოიწიოს, სხვა ადამიანებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ამ საქმეში ფულს ჩადებენ. კინო ცოტა ძვირი სიამოვნებაა, სამაგიეროდ ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს. კარგი იქნება თუ ამ სფეროს განვითარებით დაინტერესდება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორები... ჩემი აზრით, კინო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი ქვეყნის სწრაფი განვითარებისათვის. ჩემი პირადი გეგმები ამ ყველაფერზეა მიბმული. ვფიქრობ, რომ წელს ერთი კარგი და საინტერესო მაღალტექნოლოგიური ზღაპარი შევთავაზო ჩვენს მაყურებელს და კიდევ რაღაც სხვა პროექტებიც.

- რას ეტყოდით იმ მაყურებელს, რომელებიც სულმოუთქმელად ელოდებიან "ქერჩის" გაგრძელებას?
- ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ სამწუხაროდ, შეიძლება "ქერჩი" ვეღარ გაგრძელდეს, როგორც პროექტი, მაგრამ ადრე თუ გვიან მე აუცილებლად მოვახერხებ, ჩემივე სახსრებითა და ჩემივე კონტაქტებით, რომ მინიმუმ ერთი მხატვრული ფილმი მივუძღვნა იმ დიდებულ ადამიანებს, ვინც ჩვენ გამო ჯოჯოხეთში იმყოფებოდა.

მარიამ კაპანაძე (სპეციალურად საიტისთვის)
qeti
12 აპრილი 2016 20:46
"ქერჩი" ზალიან კარგი იყო ტავიდან, ბოლო სერიები გააბანზეს. კარგია რომ შეწყდა!
Nona ekaladze
12 აპრილი 2016 15:52
ლევან შენ არა მარტო უნიჭიერესი არამედ დიდებული სულის პატრონიც ხარ . ამრავლოს უფალმა შენნაირი ადამიანები.
სხვა სიახლეები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით აგრძელებს პიარკამპანიის წარმოებას სამიზნე ქვეყნებში.
დაწვრილებით...
“ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია “Stadler Bussnang AG” ულტრათანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა.
დაწვრილებით...
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მიზნები და გამოწვევები გააცნო.
დაწვრილებით...
"სულ ბეწვის ხიდზე გავლა მიხდებოდა. ჩემმა პედაგოგებმა - ლილი იოსელიანმა და მიშა თუმანიშვილმა კარგად მასწავლეს აბობოქრებულ ზღვაში ცურვა!" - ამბობს მსახიობი გია როინიშვილი, რომელმაც თავის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე ჟურნალ "გზასთან" გულახდილად ისაუბრა
დაწვრილებით...

ქსენია (ვერა) თოდუა ის ქალბატონია, რომელმაც ოჯახის წევრებთან ერთად, სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა. მათ დაცვას გარკვეული დროის განმავლობაში ნაცნობი აფხაზები ცდილობდნენ.

დაწვრილებით...
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გაუჩინარებული ორი მოზარდი გოგონა ქობულეთში იპოვეს.
დაწვრილებით...
"ჩემი ნამუშევრები ტრანსცენდენტალურ ჟანრს მიაკუთვნეს, სადაური სიტყვაა ისიც არ ვიცი"
დაწვრილებით...
„სილქნეტი“ სატელევიზიო კონტენტის ხელმისაწვდომობასა და მრავალფეროვნებაზე მუშაობას აგრძელებს, - ამის შესახებ „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დაწვრილებით...
ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge დღეს განთავსდა.
დაწვრილებით...
შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, 2017 წელს მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვლილებები განხორციელდება და არსებულ გამოცდას რამდენიმე კომპონენტი დაემატება.
დაწვრილებით...
ქირავდება 1 ოთახიანი სტუდიოს ტიპის
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
სასწრაფოდ! ქირავდება ძველი იპოდრომის მიმდებარე
სასწრაფოდ იყიდება ვეძისში წყნარ და
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები