"სკამზე გვაბამდნენ, თითზე დენს გვაერთებდნენ, რაც სკამიანად ჰაერში გვაგდებდა" - რას ამბობენ აფხაზეთის ციხიდან გათავისუფლებული პატიმრები?!
"სკამზე გვაბამდნენ, თითზე დენს გვაერთებდნენ, რაც სკამიანად ჰაერში გვაგდებდა" - რას ამბობენ აფხაზეთის ციხიდან გათავისუფლებული პატიმრები?!
19-03-2016
10 მარტს ენგურის ხიდზე ქართველებმა ოსი პატიმრები აფხაზებს გადასცეს, მათ სანაცვლოდ აფხაზეთისა და ოსეთის ციხეებში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე გათავისუფლდა

გასულ კვირას, საქართველოს ციხიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის 4 მოქალაქე გათავისუფლდა. მათგან სამი: გიგო ვალიშვილი, გიორგი ზასეევი და იოსებ კოჩიევი, ტერორიზმში იყვნენ დადანაშაულებულნი. ისინი 2005 წელს მომხდარ გორის ტერაქტში ამხილეს და სამივეს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. შედარებით მსუბუქი ბრალდება ჰქონდა ბორის ტურაშვილს. წლებია, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მათ გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა ადრე ქართულ მხარესა და ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა.

მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, 10 თვის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება პატიმართა გაცვლაზე მოლაპარაკებებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან აწარმოებდა. აფხაზებიც ქართველების გათავისუფლების სანაცვლოდ, სწორედ იმ ოსი ტერორისტების გათავისუფლებას ითხოვდნენ. შეთანხმება შედგა და 10 მარტს ენგურის ხიდზე ქართველებმა ოსი პატიმრები აფხაზებს გადასცეს, მათ სანაცვლოდ აფხაზეთისა და ოსეთის ციხეებში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე გათავისუფლდა.
პატიმრობიდან გათავისუფლებული მალხაზ რურუას ოჯახი ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, ყოფილი ინტერნატის შენობაში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ოჯახს ძალიან უჭირს. უკვე სამი თვეა, ელექტროენერგიის საფასური ვერ გადაიხადეს და ამიტომ არც შუქი აქვთ და არც - წყალი. მალხაზ რურუა 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ მოულოდნელად დაუბრუნდა ოჯახს. მას სახლში მეუღლე და 3 შვილი ელოდა. იგი ჯერ ემოციების ქვეშაა და სოციალურ მდგომარეობაზე აქცენტს არ აკეთებს, მისთვის მთავარი ოჯახის გვერდით ყოფნაა. იმედია, ხელისუფლება ამ ოჯახის მდგომარეობას გაითვალისწინებს და დაეხმარება პრობლემების მოგვარებაში ან კეთილი ადამიანები დაუდგებიან გვერდით და სანამ ბატონი მალხაზი სამუშაოს მოძებნის, მის შვილებს სიბნელეში ცხოვრება არ მოუწევთ.

მალხაზ რურუა:

- გალში დაბადებული და გაზრდილი ვარ. განახლებაში ვცხოვრობდი. ომის შემდეგ ოჯახთან ერთად ზუგდიდში გადმოვედით, სოფელ ინგირში, ერთ-ერთ შენობას შევაფარეთ თავი და მას მერე იქ ვცხოვრობთ. ომის დროს გალში ჩემი სახლი მთლიანად დაიწვა, იქ აღარაფერი დამრჩა, მაგრამ პერიოდულად გალში მაინც გადავდიოდი, მიწას ვამუშავებდი, ვთესავდი სიმინდს, ლობიოს და ჩემს მიწაზე მოყვანილი პროდუქტები ზუგდიდში გადმომქონდა, შვილებისთვის საჭმელი რომ მომეტანა. გვიჭირდა, ოჯახს რჩენა ხომ უნდოდა? მაშინაც გალში მოსავლის ასაღებად წავედი. სახლამდე ვერ მივაღწიე, გზაში შევნიშნე აფხაზები და ერთ მიტოვებულ შენობას შევაფარე თავი. დამინახეს და სროლა ამიტეხეს. სიმართლე გითხრათ, იმ დღეს მეც თან მქონდა იარაღი. ფეხში დამჭრეს. დაჭრილი წამათრიეს, საშინლად მექცეოდნენ. იმ მოტეხილ ფეხზე მირტყამდნენ ხელკეტებს, ფეხს მაბიჯებდნენ და ტკივილისგან ვიკრუნჩხებოდი. ცემა-ტყეპას არ მაკლებდნენ. ასე წამებით გადამიყვანეს ჯერ პოლიციის შენობაში, მაგრამ რადგან დაჭრილი ვიყავი, აგუძერის საავადმყოფოში მომათავსეს. 23 დღე საავადმყოფოში გავატარე, ოპერაცია გამიკეთეს. ექიმებზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ყველაფერს აკეთებდნენ ჩემს გამოსაჯანმრთელებლად.

- რას გედავებოდნენ?

- მომაწერეს, თითქოს ვიღაცის მოსაკლავად ვიყავი საქართველოდან გაგზავნილი. თვითონ რაც აწყობდათ, იმ ბრალდებას მიყენებდნენ, ეს არ იყო მათთვის პრობლემა. მეუბნებოდნენ, - გალის კრიმინალური პოლიციის უფროსის, ბუავას მოსაკლავად იყავი შეგზავნილიო. ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდი, ეს ტყუილი იყო, იქ გავიგე მისი ვინაობა.
მე უკვე დაკავებული ვიყავი,
დაჭრილი საავადმყოფოში ვიწექი და ამ დროს მოკლეს თვით აფხაზმა სეპარატისტებმა ბუავა. მერე მოიგონეს, თითქოს ქართველების ჩადენილი იყო მისი მკვლელობა. ბუავა ქართველი იყო, მაგრამ იმათთან მუშაობდა პოლიციაში. ალბათ ქართველი რომ იყო, ამიტომ მოიშორეს. მას პირადად არ ვიცნობდი. მე საქმე შემითითხნეს და მკვლელობაში დამდეს ბრალი. მოიყვანეს სეპარატისტებმა ჟურნალისტები და წამლით გაბრუებულს მათქმევინეს, თითქოს ვიღაცა მის მკვლელობაში მიხდიდა 50.000 დოლარს, აქედან 30.000 სხვას მივეცი და მე 20.000 დოლარი მრჩებოდა. არადა, ეს ყველაფერი სისულელე იყო. ჭკუიდან გადავდიოდი, მაგრამ რა მექნა, წამებით მათქმევინეს."კაგებეს" იზოლატორში საშინელი წამება გამოვიარე. ტერორიზმის ბრალდება მქონდა ფაქტობრივად წარდგენილი. სულ ცემა-ტყეპაში ვყავდი. მეუბნებოდნენ, - პარტიზანი იყავიო, ვიღაცების სურათებს მაჩვენებდნენ, - ესენი ამხილე, ვითომ გეხმარებოდნენო. ქართველების დასახელებას მთხოვდნენ, არადა, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობდი. იქ საშინელება ხდებოდა. მაშინ რომ 15-20 წლის იყვნენ აფხაზები, ქართველებს რომ კლავდნენ და ომობდნენ, ისინი დღეს 40-45 წლისები არიან, გაბოროტებულები და არავის ინდობენ. ვერ იტანენ ქართველებს, ეზიზღებათ. ჩემთან ერთად იჯდა გიორგი (ჟორა) ლუკავა, ის საშინელ დღეში ჰყავთ. მე იმას მაინც ვაღიარებ, რომ იარაღი მქონდა, მას არაფერი ჰქონია საერთოდ. გალელია, თავის სახლში იყო ჩასული, იქ ჟანგიანი ავტომატი დაუგდეს და ამ ბრალდებით დააკავეს. იქ ცხოვრობს ეს კაცი, სახლი იქ აქვს, სად წავიდეს? ყველას უჭირს დღეს, 9 შვილის მამაა და ალბათ რაღაც მოსავალი რომ მოეყვანა თავის ეზოში, იმიტომ იყო ისიც წასული თავის სახლში. გალის სოფელ ზემო ბარღებიდან არის და იქ დააკავეს. 5 წელი მიუსაჯეს, მათივე დაგდებული ჟანგიანი ავტომატის გამო. ამასაც არ დასჯერდნენ, ციხეშივე ახალი ბრალდება წაუყენეს. გუდაუთაში, რომელიღაც სოფელში მონახეს ვიღაც მოკლული და მისი მკვლელობა დააბრალეს. ვერ დაუმტკიცდა, სამხილი არ იყო, მაგრამ მაინც მიესაჯა 20 წელი, მერე 15 წლამდე ჩამოუყვანეს ეს სასჯელი. იქ საშინელ პირობებშია ეს ადამიანი. მას დახმარება სჭირდება ხელისუფლებისგან, ყველას ვთხოვ, გამოიყვანონ ის საცოდავი, მართლა საშინელ დღეში ჰყავთ. მიხედოს მთავრობამ და ნუ დატოვებენ იმ წამებაში. კითხვის გაგრძელება


sergi
19 მარტი 2016 19:25
დენს კიდე ჩვენ ვაწვდიდით. ჩმორი ერი ვართ!
.
19 მარტი 2016 17:28
ოსეთი კი არა სამაჩაბლო
სხვა სიახლეები
23 ივნისს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოავარია მოხდა, რომელსაც,  27 წლის თორნიკე სუხიაშვილი ემსხვერპლა.
დაწვრილებით...
"რამდენიმე ამპუტანტს გვინდა, მთამსვლელობა ვცადოთ, მსოფლიოში ცალფეხა ალპინისტი არავის უნახავს, თუ დაგვაფინანსეს, ავალთ"

გუნდში 74 წლის ბაბუც თამაშობს, პოეტი, გიორგი ლეონიძის პრემიის ლაურეატი ზურაბ მამულაშვილი. გვინდა, გინესის წიგნში შევიყვანოთ - მსოფლიოს არ ახსოვს, მოქმედ გუნდში ამ ხნის მოთამაშე ყოფილიყოს
დაწვრილებით...
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წერილით გამოეხმაურა ბოლო პერიოდში რამდენიმე მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
დაწვრილებით...
საქართველოს მიერ შეძენილი ორსართულიანი მატარებლის მწარმოებელი შვეიცარული კომპანია Stadler განცხადებას ავრცელებს.
დაწვრილებით...
"13 წლის ნანატრ, ერთადერთ შვილს ღმერთი არ წამართმევს" - ჩვენ შეგვიძლია გიორგის გადარჩენა!
დაწვრილებით...
2005 წლის მაისში, საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ს იმჟამინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშზე არშემდგარი ტერაქტის მომზადების ბრალდებით, იმავე წლის 20 ივლისს, დააკავეს თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მცხოვრები ვოვა არუთინიანი.
დაწვრილებით...
"ლევანი, გარდა იმისა, რომ ცუდად ხედავს, ვერც ადამიანებს იმახსოვრებს. ერთი და იგივე კაცი, რომელსაც იცნობს, შეიძლება ათჯერ გაახსენო"
დაწვრილებით...
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
დაწვრილებით...
SilkTV მომხმარებელს საშუალებას აძლევს საძიებო სიტყვით - ნებისმიერი არხის, გადაცემის, ვიდეო კონტენტი იპოვოს მობილური მოწყობილობით.
დაწვრილებით...
იყიდება 3 ოთახიანი კუთხის ბინა
ყველაზე იაფად თბილისში იყიდება უკვე
სასწრაფოდ! იყიდება ბინა ახალ აშენებულ
იყიდება ზემო ფონიჭალაში 3 ოთახიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები