"მამა არ მინდა და არც - დედა. მამაჩემის მეშინია"!
"მამა არ მინდა და არც - დედა. მამაჩემის მეშინია"!
23-03-2016
ჟურნალი "გზა" 24 მარტის ნომერში აქვეყნებს სტატიას დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში არსებულ სოციალურ სახლზე, რომელიც ახალგაზრდა კაცმა დაარსა და დღეს ის სახლის პატარა ბენეფიციარების ოჯახის წევრი, მეგობარი და მშობელია...

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

ამ წერილში რასაც წაიკითხავთ, გამოგონილი არაფერია. სახელ-გვარებს არ მივუთითებ, რათა არ მოხდეს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვისზედაც ვისაუბრებ.  ის სოციალური სახლი, რომელზეც უნდა გესაუბროთ, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელშია. მას მაღალი, ქერა ახალგაზრდა კაცი ხელმძღვანელობს - დავარქვათ პირობითად, ლადო. ოცდაათიოდე წლისაა და ასაკთან შეუსაბამო ნაოჭები გასჩენია თვალების გარშემო. ამის მიზეზი, ადრე დაობლების გარდა, ისიც არის, რომ ლადოს ხშირად უწევს მოძალადე მშობლებთან ურთიერთობა.

სოციალური სახლის ერთ-ერთ ბენეფიციარს დავარქვათ ლუკა. ისიც ქერაა. ცხვირი ოდნავ აპრეხილი აქვს, თმა - "ასლაქული", თვალები - მორუხო-მოცისფრო და ნაღვლიანი. სოციალური სახლის ფანჯარასთან ხშირად ჯდება და გადასცქერის ყვავილებად აფეთქებულ ატმებსა და ტყემლებს. გარეთ გაზაფხულია, ბავშვის გულში კი ზამთრობს დარდები. ამაზე ლაპარაკი ლუკას არ უყვარს, მაგრამ საუბრისას მაინც იკვეთება დარდის მიზეზი. ეს ჩემსა და ლუკას შორის დიალოგია:

- მე უკვე დიდი ვარ. მეექვსეკლასელი გახლავართ და ლადომ კომპიუტერთან დაჯდომის უფლება მომცა. ვინც ვიმსახურებთ, მორიგეობით ვიყენებთ ინტერნეტს. ლადოს იცნობ?

- კი, ვიცნობ.
- ჩემს ლადოს იცნობ?! მას არ უთქვამს, არადა, ყველაფერს მეუბნება ხოლმე.

- ტელეფონი თუ გაქვს? დაგირეკავ ხოლმე...
- მაქვს და მინდა, დამირეკო ხოლმე, მაგრამ ჩემი "კარტა" ხშირად მირზას (ესეც სოციალური სახლის ბენეფიციარია. - ავტ.) აქვს. საღამოობით სულ თავის შეყვარებულს ელაპარაკება და როგორ წავართვა? ჰო, იცი, მე ხაშლამის მომზადება ვისწავლე...

- ლადო ახლა სად არის?

- ბიბლიოთეკაში ზის და რაღაცებს წერს. თან, შოთასა და ნიკას ამეცადინებს.

- ლადოსთან კარგია?

- ლადო ჩემია! გოჩა რომ მეუბნება, - ჩემიაო, ნერვები მეშლება!

- ლუკა, დედა არ მყავსო, - თქვი.
You must have Flash Player installed in order to see this player.
მამა თუ გყავს?

- მამა არ მინდა და არც - დედა. მამაჩემის მეშინია! სახლში სულ მეჩხუბებოდა. ჩემი უფროსი ძმა ავად არის. სახლში გალახეს და ავადმყოფობს. დავიღალე ნერვიულობით... მშობლებზე სულ ასე ვამბობ, რომ არ მყავს! ასეთ ლაპარაკს ლადო მიშლის, მაგრამ მე ისინი არ მიყვარს! ერთხელ ლადომ მამას შემახვედრა და მერე იმან ლადოს დაარტყა. კინაღამ მოვკვდი. ლადოს რომ რამე დაემართოს, რა გვეშველება?!

- სულ რამდენი და-ძმა ხართ?

- მე სამი ძმა და ერთი და მყავს... ლადო ბიძიამ წაართვა ყველა შვილი ჩემს მშობლებს და ახლა აქ რომ ვართ, ეს მიხარია. მგონი, ლადოს უნდა, რომ სახლში დამაბრუნოს. ეგებ უთხრათ, რომ მე იქ არ მინდა. მსურს, სულ ჩემს ლადოსთან ვიყო...

ლადოსა და ლუკას სიკეთით სავსე ამბავი სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 24 მარტის ნომერში

nino
24 მარტი 2016 12:38
მე მქონდა ურთიერთობა ასეთი სახლების აღსაზრდელებთან და დამერწმუნეთ იოტისოდენა სითბოს შემთხვევაში სამაგიეროდ რამხელა სიყვარულს და პატივისცემას იღებთ,ვერ აგიწერთ.
222
24 მარტი 2016 09:35
სიამოვნებით ვიშვილებდი ასეთ ბავშვს.. მაგრამ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ეს ვერ ხერხდება ისევ, არსებული კანონმდებლობის გამო.. ეგეთ მშობლებს ეგრევე უნდა ჩამოართვა მშობლის უფლება და იშვილოს იმან, ვინც ბავშვობას გაუფერადებს ამ საწყალ ბავშვებს.
სხვა სიახლეები
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
თენგიზ აბულაძის ფილმის - "მე, ბებია,­ ილიკო და ილარიონი" - გადაღებისას ბებიის როლის შესასრულებლად 55 წლის სეს­ილია თაყაიშვილმა საღი კბილები დაიძრო.
დაწვრილებით...
PRIME
როგორც კი პუტინის მანქანა ჯორს გაუსწორდა, ეს უკანასკნელი ადგილს მოსწყდა, სწორედ პრეზიდენტის მანქანის წინ დადგა. პუტინი შეეცადა, მისთვის გვერდი აევლო, მაგრამ ამაოდ - ჯორი იქით გადადგა, რა მიმართულებითაც პუტინმა წასვლა გადაწყვიტა. ბოლოს პუტინმა ჯორს თავი დააღწია და მინიმალური სიჩქარით გააგრძელა გზა. ასე მიდიოდნენ ფეხშეწყობილად..­.
დაწვრილებით...
PRIME
"ვეფხისტყაოსანი" ქართველებისთვის­ ის ძეგლია, რომელსაც ჯერაც ვერც ერთი ქართული შედევრი ვერ გაუტოლდა, ამიტომაც მის სცენაზე გადატანას ყველა ერიდებოდა,
დაწვრილებით...
PRIME
"კარგია, როცა ქვეყანა შენდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს,­ შენი ქვეყნის ისტორია წყალმა წაიღოს..."

შალვა ივანიძე: "სუვენირების გამყიდველი ვარ, მაგრამ შენი ქალაქის ისტორია როგორ არ უნდა იცოდე? გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ თავისი ქვეყნის წარსულის შესახებ ნაკლებად იცის"
დაწვრილებით...
PRIME
"არიქა, გურიკიე, რამაზიე... გოგიე ღორს კლავს, მისახმარებელია და კაი ყაურმა გვექნება!" - აბა, გურიაში "ღორის ქელეხში" მეზობლების­ მთელი ამალა რომ არ დაპატიჟონ და გათენებამდე კრიმანჭული არ შემოსძახონ, რა გურია იქნება!
დაწვრილებით...
PRIME
დავით ბეგიაშვილმა 2012 წელს დაამყარა მსოფლიო რეკორდი - სამ საათში 7237 პრესი

ანა ლომინაძემ ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი ცურვაში. 2012 წელს 17 წლისამ ხელფეხშეკრულმა დარდანელის სრუტის 5, 500 მეტრი 46 წუთსა და 47 წამში გადაცურა, მეორედ, 2014 წელს, 21, 76 წამში - 25-მეტრიანი აუზი
დაწვრილებით...
PRIME
აგვისტოს ომის დროს, როცა ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო იმათგან განსხვავებით, ვინც ქალაქიდან გარბოდა. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო...

ერთხელ ახალგაზრდა კაცი დანით გადმოძვრა საპატრიარქოში. ბიჭებმა დააკავეს... მოგვიანებით ამ ბიჭმა თავი დაიჭრა. კაცმა არ იცის, რას ჩაიდენდა, შენობაში რომ შეეღწია...
დაწვრილებით...
PRIME
შთაბეჭდილების წიგნში გამორჩეული ჩანაწერია: "ბუნებასთან სიახლოვე კურნავს და აკეთილშობილებს ადამიანს, სულიერად ათბობს მას. ღმერთმა დალოცოს ბატონი შოთა კუდავა, რომელიც საოცრად გრძნობს ბუნების ცხოველმყოფელ ძალას". ილია II, 1986 წელი

"მე ქვის კაცი ვარ", - ასე გამეცნო 72 წლის შოთა კუდავა­ და ულამაზეს სამყაროში შემიძღვა.­ გაქვავებული ცხოველებისა და ფრინველების ბუნებრივი ექსპონ­ატები შოთა კუდავას­ 35 წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეუკრებია­ და ერთ ჭერქვეშ დაუბინავებია.
დაწვრილებით...
PRIME
მძიმე სენსა და დუხჭირ ცხოვრებასთან მარტო დარჩენილი ქალი მომავალს იმედით შეჰყურებს
დაწვრილებით...
PRIME
ქირავდება 5-ოთახიანი 280კვ.მ ბინა ახალაშენებულ
ქირავდება საოფისე ფართი ბიზნეს ცენტრ
ბინა მდებარეობს იმედაშვილის ქუჩაზე, გაგარინის
ულტრა თანამედროვე რემონტი, იდეალური სისუფთავე,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები