"ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუნდეს სხვას დაეხმაროს" - ტაქსის მძღოლი ქალაქ "პენტოსიდან"
"ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუნდეს სხვას დაეხმაროს" - ტაქსის მძღოლი ქალაქ "პენტოსიდან"
24-03-2016
"გადავწყვიტე მეტაქსავა, ხოლო ნაშოვნი ფულით მეყიდა საჭმელი და დამერიგებინა"

"დღეს ისევ გავდივარ ტაქსით და დილას ერთ ძალიან ცუდ დღეში მყოფ ოჯახს ვუყიდით ორი კვირის სამყოფ საჭმელს", - უკვე რამდენიმე დღეა ამგვარი შინაარსის სტატუსებს საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" სცენარისტი და იუმორისტი აკა სინჯიკაშვილი აქვეყნებს, რომელმაც ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ტაქსისტად ემუშავა, ხოლო ნაშოვნი ფულით მშიერი ხალხისთვის ჰამბურგერები და გაზიანი სასმელი ეყიდა და დაერიგებინა. რატომ გადაწყვიტა და როგორ შეხვდა ხალხი მის ამ ნაბიჯს, ამას თვითონ გვიყვება.

- ყველაზე მეტად მეცოდებიან ის ადამიანები, ვისაც შია, რადგან მიმაჩნია, რომ დედამიწაზე, სადაც ამდენი საჭმელია, არ შეიძლება ვინმე შიმშილობდეს. ეს მგონია ყველაზე დიდი უსამართლობა… ყოველთვის ვცდილობდი ასეთ ადამიანებს რაღაც ფორმით დავხმარებოდი. გამომდინარე იქიდან, რომ ხელფასი ისეთი რაღაცაა, რაც მალე ილევა, ამიტომ გადავწყვიტე ხალხიც ჩამერთო ამ საქმეში, თანაც გამომიჩნდა თავისუფალი დრო და გადავწყვიტე მეტაქსავა, ხოლო ნაშოვნი ფულით მეყიდა საჭმელი და დამერიგებინა. მანამდეც დავდიოდი ხოლმე ასე, მაგრამ მას მერე, რაც ეს დავწერე "ფეისბუქზე" ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო

- ვის ეხმარები და რა რეაქცია აქვთ შენს საქციელზე?

- როგორც წესი, არ სჯერათ, რადგან ჰგონიათ რომ ქვეყანაში არაფერია უფასოდ. მერე მეკითხებიან რომელი ჰუმანიტარული ორგანიზაციიდან ხართო. როცა ვარწმუნებდი, რომ ჩემი ინიციატივა იყო, არ მართმევდნენ. მერე ვეუბნებოდი "პენტოსიდან" ვარ-მეთქი (ქალაქის სახელი სერიელიდან Game of thron), უცხოური სახელი რომ ესმოდათ იჯერებდნენ და იტოვებდნენ. ვეხმარები უსახლკარო ადამიანებს, მეეზოვეებს, რადგან ნახონ ამ ძალიან მაგარმა ადამიანებმა, რომ მათ ყველა მენაგვედ არ აღიქვამს. პატრულიც გამოვკვებეთ, იქნებ, ნაკლები აგრესია და მეტი ზრდილობა ჰქონდეთ. საქართველო-რუმინეთის თამაშისას დაცვის ბიჭს მივეცით ჰამბურგერი რკინის ღობიდან. ეს რომ უფროსმა დაინახა, გამომაგდო და მერე ჩუმად მივეცი, აიღო და უბის ჯიბეში შეინახა. მთელი ამ ამბის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუნდეს სხვას დაეხმაროს და როდისმე დადგეს დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მშიერი არავინ იქნება.

- მიმბაძველები თუ გამოგიჩდნენ?

- ჩემი მიზანი სწორედ ეგ იყო, რომ ბევრი ადამიანი ჩართულიყო ამ ექსპერიმენტში. მთავარია ეს იდეა გავცელდეს და სხვასაც მოუნდეს იგივეს გაკეთება. რამდენადაც ვიცი, უკვე ჩაერთო რამდენიმე ადამიანი, რაც მისასალმებელია.

- მგზავრებს, რომლებიც იგებენ შენი ექსპერიმენტის შესახებ, რა რეაქცია აქვთ?
- ყველას ვუხსნი, ვინც ჩამიჯდება, მაგრამ ზოგს უჭირს მიხვედრა თუ რას ვგულისხმობ. ზოგმა გაჩერებაც მომთხოვა, რადგან იფიქრა, რომ ფარული კამერა იყო. ვინც ხვდება რა ექსპერიმენტიცაა, ძირითადად სწორად იგებს და სწორი რეაქციაც აქვს.

- შენ ექსპერიმენტს, სოცქსელეი ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ელოდი ასეთ რეაქციას?
- მყავს მეგობრები, რომლებმაც ჩემი ეს საქმიანობა იცოდნენ და ყველანაირად გვერდში მედგნენ ხოლმე. მას მერე, რაც "ფეისბუკზე" დავწერე, ველოდი რომ ვიღაცეებს მოეწონებოდათ, რადგან, მიმაჩნია, რომ არაა ეს ცუდი საქმე, მაგრამ ასეთ დიდ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი. არასოდეს დამავიწყდება ქალბატონი ლალი თოდრია, რომელმაც ბენზინის
ავზი სრულად გამივსო. ეს იყო ძალიან დიდი თანადგომა. ექსპერიმენტის მთავარი აზრი ისაა, რომ არავის არ ვართმევთ ფულს ტყუილად. ბევრი მწერს რომ ანგარიშის ნომერი დაწერე და ჩაგირიცხავთ, გამოიარეთ და ფულს მოგცემთ და ა.შ. ფულის გამორთმევა ტყუილად არ მინდა, იმიტომ, რომ არაა გამორიცხული ვინმემ თქვას სად წაიღე ის ფული რაც მოგეცითო (თუმცა გამომუშავებულიც სად დავხარჯე სულ დეტალურად ვწერ "ფეისბუკზე"), მერე ვიღაც დაეჭვდეს და ამიცრუვდეს გული ყველაფერზე. ამიტომ მირჩევნია შრომით გავაკეთო ეს საქმე.


ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)
rezo
25 მარტი 2016 20:06
კაი კაცი ხარ შენ ჩემო ძმაო. ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
luxo
25 მარტი 2016 17:06
ღმერთი შენშია . . .
ღმერთის შექმნილო, შენ ღმერთში ხარ, ღმერთი შენშია,
და, ღმერთმა უკვე გაპატია, თუ რამ შეგშლია. (ლ.)
გახსვს? ერთხელაც, ხიდი იწვოდა,
ფეხქვეშ სკდებოდა მუხის ფიცარი,
კაცმა რომ, ხელი გამოგიწოდა,
ის, ღმერთი იყო და ვერ იცანი.

. . . მინდორში გლახამ, რომ გთხოვა წყალი,
ღვინო რომ ასვი შენი დოქიდან,
იესო იყო, ჩვენი უფალი,
გამოსაცდელად, შენთან მოვიდა.

როცა მაცხოვრის ხელი მოგწვდება,
როცა გრძნობ ქვეყნად, მარტო არა ხარ,
შენც, სხვის ტკივილზე ცრემლი მოგწყდება,
ან სხვისი სევდის ალი გადაგწვავს,

. . .გთხოვ აღარა თქვა, რაც არ მოხდება,
გთხოვ ნუღარ იტყვი: ღმერთი არა მწამს.
*
2008წ ჯვართამაღლება


სხვა სიახლეები
აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია
დაწვრილებით...
სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის ორნითოლოგი და ამ დარგით გატაცებული ტურისტი აკვირდება.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე Automechanika Frankfurt 2016 წარდგა.
დაწვრილებით...
26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონია მიმდინარეობდა, როდესაც ღონისძიებისთვის ხელის შეშლა "აუდიტორია 115"-ის წევრებმა სცადეს.
დაწვრილებით...
მოსახლეობას მიწის დასამუშავებლად, მოსავლის ასაღებად და საფლავზე გასასვლელად შემოვლითი გზის, დაახლოებით შვიდი კილომეტრის გავლა უწევს...

სოფლის შესასვლელში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი, საიდანაც ჯერ მოსავალი არ აუღიათ, ცოტა ხნის წინ დაყრილმა ხრეშმა დაფარა
დაწვრილებით...
PRIME
ცნობილი ადამიანები ახალ პანთეონს იწუნებენ

ჯანსუღ ჩარკვიანი: "მახათას მთაზე მტერი ავიდა, შორია"
დაწვრილებით...
PRIME
"მერაბ ბერძენიშვილმა მართლაც ბევრი ინერვიულა, მას და მის "დავით აღმაშენებელს" ასე რომ მოექცნენ, დიდების მემორიალი რომ ააფეთქეს, დიდგორის მემორიალი რომ გაძარცვეს..."

"ეს ჩემი პირველი ქანდაკება იყო... ჩემი ხუთი წლის წვალების შემდეგ მე გავიმარჯვე, მხატვრობა მოვახვიე თავს იმასაც კი, ვისაც არ სურს გაიგოს, თუ რა არის ის. ეს დღე ბედნიერი დღე იყო ჩემთვის"...
დაწვრილებით...
PRIME
"ასეთი ხუმრობა შვილის გასამხიარულებლად დამჭირდა. მოგეხსენებათ, უმძიმესი წლები გამოვიარეთ, პოლიტპატიმარიც ვიყავი, ეს კი ჩემი შვილისთვის სტრესი იყო, რამაც მის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნა"

"ერთმა მითხრა, ზოოპარკში ცოცხალ ლომებთან მაინც გადაიღე სურათიო"
დაწვრილებით...
PRIME
"ცხოვრებაში პირველად გამიხარდა, რომ შემაგინეს"

"ამ ადამიანის ცხოვრება უკვე "მამაო ჩვენოსავით" ვიცი. ექსპრეზიდენტს ბევრი მანერული თვისება აქვს, მათ შორის მხოლოდ მისი თითების კომბინაციის 4 ფურცელი მაქვს ჩამოწერილი და ათვისებული"
დაწვრილებით...
PRIME
"ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები ხშირად დღის განმავლობაში ანაზღაურებული სამუშაოდან მიღებულ ერთ დოლარს, ცენტებსაც სწირავენ, რომ ჩვენს ქვეყანას მცირედით დაეხმარონ. არადა, თავადაც ოჯახებს არჩენენ. ემიგრანტებმა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შიმშილით დაღუპვის ზღვარზე მისული ოჯახები გადაარჩინეს"
დაწვრილებით...
PRIME
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით, იპოთეკის
სასწრაფოდ! იყიდება, არასტანდარტული 4-ოთახიანი საცხოვრებელი
იყიდება ბახტრიონის ქ-ზე 3-ოთახიანი არასტანდარტული
სასწრაფოდ! იყიდება არასასოფლო მიწის ნაკვეთი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები