"მე დავუდგები ირაკლი ოქრუაშვილს ზურაბ წერეთელთან შუამავლად"! - სტალინის ქანდაკებას წერეთლი გააკეთებს?!
"მე დავუდგები ირაკლი ოქრუაშვილს ზურაბ წერეთელთან შუამავლად"! - სტალინის ქანდაკებას წერეთლი გააკეთებს?!
25-03-2016
"ალბათ სტალინის 7 - მეტრიან ძეგლზეა ლაპარაკი, რადგან ზურას უყვარს გრანდიოზული მონუმენტები..."

"ის თუ ფიროსმანია, ეს ზურა წერეთელია და ვიდრე არ მოკვდება, მანამდე არ უნდა დავაფასოთ"?

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, თუ გორის მოსახლეობის სურვილი იქნება, რომ სტალინის ძეგლი დააბრუნონ, საკრებულო ამაზე იმსჯელებს... ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "დიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სტალინის ახალი ძეგლის შექმნაზე ცნობილ ქართველ მხატვარ ზურაბ წერეთელთანაც უკვე ისაუბრა... "ახალი ძეგლის დამზადების თაობაზე ერთხელ, ზურაბ წერეთელს ვესაუბრე პირადი ინტერესიდან გამომდინარე და ვკითხე, რა დაჯდებოდა ის, - მითხრა, მილიონნახევარი დოლარიო. ეს თანხა გულისხმობს ჩამოტანის ხარჯებსაც".

გვესაუბრება ზურაბ წერეთლის უახლოესი მეგობარი ფერდინანდ ლორთქიფანიძე:

- მე ზურას შორეული ნათესავიც ვარ, მასთან მრავალწლიანი მეგობრობაც მაკავშირებს და ძალიან ბევრ პროექტზე მასთან ერთად მიმუშავია. მგონი, ძალიან დიდი გაუგებრობაა ეს ყველაფერი. ძეგლი არსებობს და თუ ძეგლი უნდა დააბრუნონ, მაშინ ზურა წერეთელი რა შუაშია? - ახალი ქანდაკება თუ უნდა შექმნას ზურაბ წერეთელმა, ეს უკვე სულ სხვა საკითხია. მივმართავ ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს, რომ შუამავლად დავუდგები ზურაბ წერეთელთან! მილიონნახევარ დოლარს რომ ახსენებენ, ეს სულაც არ არის ძვირი! ალბათ სტალინის  7 - მეტრიან ძეგლზეა ლაპარაკი, რადგან ზურას უყვარს გრანდიოზული მონუმენტები...

მიხეილ სააკაშვილმა რომ ქუთაისში მემორალი დაანგრია, მემორიალის წინ იდგა ცხენზე მჯდომი მზეჭაბუკის ძეგლი, რომელიც 5 მილიონი ღირს... ბიძინა ივანიშვილმა თუ ფიროსმანის პატარა ნახატში მილიონი დოლარი გადაიხადა, 7-მეტრიანი მონუმენტი ამდენი აღარ ღირს? ის თუ ფიროსმანია, ეს ზურა წერეთელია და ვიდრე არ მოკვდება, მანამდე არ უნდა დავაფასოთ? - ცოცხალს არავის ვაფასებთ და ახლა უკვე მკვდრებსაც ვლანძღავთ, სტალინსაც გადავწვდით. თუმცა სტალინის კულტის ნგრევა ნიკიტა ხრუშჩოვის ბრალია, იმ ცალტვინა კაცის! მე ერთადერთი ადამიანი ვიყავი ხრუშჩოვის დროს, ვინც გორში ჩავიდა და გორელებს შეხვდა. თბილისში რომ დავბრუნდი უკვე სროლა იყო ატეხილი და სამი დაჭრილი გადავიყვანე ჩემს სახლში. გზაში ბენზინი გამითავდა და ხალხმა მანქანა ხელით მიმატანინა სახლამდე ცნობილი ქართველი რეჟისორი, გია დანელია მეუბნებოდა, ხრუშჩოვის ბრძანება იყო სტალინის არქივიდან რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია გაგვენადგურებინაო, მაგრამ გია დანელია დიდი ქართველია და რა თქმა უნდა, არ დაემორჩილა!
ზურაბ წერეთელი ვლადიმირ პუტინის მონუმენტზე მუშაობისას

- ზურაბ წერეთელსაც მოსწონს სტალინი?
- მე ქართველი კაცი არ მეგულება, რომელიც სტალინით არ ამაყობს, თუ რეპრესირებულთა ოჯახიდან არ არის. ზურას ოჯახიდან არავინ ყოფილა რეპრესირებული და რა თქმა უნდა, მასაც მოსწონს სტალინი! ქართველი კი არა, ეროვნებით ქურთი ფირუზ ამიროვი მუშაობდა ჩემთან და ის ამბობს: მამაჩემი და მისი ძმა 1943 წელს ომში მიდიოდნენ, მაგრამ იმ წელს გამოვიდა ბრძანება, მცირე ერის წარმომადგენლები ომში არ წაეყვანათო... ასე გადაარჩინა სტალინმა საქართველოში ქურთები და სხვა მცირე ერის წარმომადგენლები.

- თქვენ ესაუბრეთ ზურა წერეთელს სტალინის ძეგლის შესახებ?
- ზურა თითქმის სულ ამერიკაშია. იქ ძეგლზე მუშაობს. ამ ძეგლის შესახებ ჯერჯერობით არ მილაპარაკია, მაგრამ ვაპირებ! ზურა უდიდესი
ქველმოქმედია, მე უფრო დიდი ქველმოქმედი არც მეგულება! ის მხოლოდ საქართველოს კი არ ეხმარება. მე ზურასთან ერთად ვყოფილვარ ბევრ ქვეყანაში და მოწმე ვარ რამდენი ძეგლი დაუდგამს ამ ქვეყნებისთვის უსასყიდლოდ! ჩემზე უკეთ ალბათ არავინ იცის ზურა წერეთლის ნამუშევრების მხატვრული ღირებულება, მაგრამ გორში იყო ძეგლი და სჯობია ის აღადგინონ! თუ ზურა წერეთლის მიერ შექმნილი ძეგლი დაიდგმება, ეს უკვე მთელი მსოფლიოს თვალში სხვანაირად წარმოგვაჩენს!..

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)













ელგუჯა
12 მაისი 2016 14:19
პირველი: სტალინი იმსახურებს ძეგლის დადგმას.ამას უტვინოების მისამართით ვამბობ.მეორე:არ არის სწორი წერეთლის "შორეული ნათესავის" ნათქვამი:წერეთელს სტალინი უყვარსო.ერთ-ერთ ინტერვიუში თავად აღნიშნა,არ მიყვარს სტალინიო.თან ისიც თქვა,რეპრესირებული ოჯახიდან ვარო,ესეც კიდევ ერთი ტყუილი წერეთლის "ნათესავისა".და მესამე: წერეთლის მიერ გაკეთებული "დიდი სამეული" არაფრად ვარგა.აქ სტალინი "მამის მკვლელს" ჰგავს,რა საჭიროა ასეთი მრისხანება.შეადარეთ იმდროინდელი ფოტო.წერეთელთან კი სტალინი ქაჯს ჰგავს.უკეთესი როგორ იქნება,თუ თავად მოქანდაკეს სძულს.ჩერჩილიც ძალიან დავარდნილს ჰგავს.არც ხელჯოხი სჭერია ჩერჩილს,რა საჭიროა ასეთი ტყუილი.ერთი სიტყვით,სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას,მაგრამ კარგი ძეგლი.
rezo
25 მარტი 2016 20:02
ვისაც სტალინი გიყვართ სახლში დაიდგით მისი ძეგლები.
სხვა სიახლეები
დედაქალაქის ავტობუსით მგზავრობა, როგორც მოსახლეობა ამბობს, ბოლო დროს რისკფაქტორი გახდა, რადგანაც დიდი ხანი არ არის, რაც ორი, არც თუ სახარბიელო ფაქტი მოხდა
დაწვრილებით...
"რუსები დაგვცინიან, ჩვენ კი ძმებს და სტრატეგიულ მოკავშირეებს ვეძახით. აფხაზეთის ხელისუფლება მათ მიმართ პოზიციის კი არა, ქალაქის საკანალიზაციო სისტემის შეცვლასაც ვერ ახერხებს. ამასობაში კი, დანარჩენ ცივილურ სამყაროს ერთი საუკუნით ჩამოვრჩით..."
დაწვრილებით...
ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი დასრულდა.
დაწვრილებით...
"რა აფხაზი ხარ, აფხაზური არ იციო. არადა, თვითონ რუსულად ლაპარაკობდნენ. ვეკითხებოდი, რატომ ფიქრობთ, რომ თუკი რუსულად არ ვმეტყველებ, ამიტომ აფხაზი არ ვარ-მეთქი"?
დაწვრილებით...
აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია
დაწვრილებით...
სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის ორნითოლოგი და ამ დარგით გატაცებული ტურისტი აკვირდება.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე Automechanika Frankfurt 2016 წარდგა.
დაწვრილებით...
26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონია მიმდინარეობდა, როდესაც ღონისძიებისთვის ხელის შეშლა "აუდიტორია 115"-ის წევრებმა სცადეს.
დაწვრილებით...
მოსახლეობას მიწის დასამუშავებლად, მოსავლის ასაღებად და საფლავზე გასასვლელად შემოვლითი გზის, დაახლოებით შვიდი კილომეტრის გავლა უწევს...

სოფლის შესასვლელში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი, საიდანაც ჯერ მოსავალი არ აუღიათ, ცოტა ხნის წინ დაყრილმა ხრეშმა დაფარა
დაწვრილებით...
PRIME
ცნობილი ადამიანები ახალ პანთეონს იწუნებენ

ჯანსუღ ჩარკვიანი: "მახათას მთაზე მტერი ავიდა, შორია"
დაწვრილებით...
PRIME
უნიკალური! სასწრაფოდ იყიდება უნიკალური პროექტის
სასწრაფოდ! იყიდება გარემონტებული ბინა
ქირავდება საბურთალოზე ოთახნახევრიანი 40 კვ.მ.
გირავადება ბინა სასწრაფოდ! 25000$-ად
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები