"არ ვიცი, რატომ უნდა ითხოვდნენ ივანიშვილის დაკითხვას" - გაჩეჩილაძე "მაესტროს" წილს ასათიანისგანაც იყიდის?!
"არ ვიცი, რატომ უნდა ითხოვდნენ ივანიშვილის დაკითხვას" - გაჩეჩილაძე "მაესტროს" წილს ასათიანისგანაც იყიდის?!
25-03-2016
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე მაკა ასათიანის 25%-იან წილს ყიდულობს, თავად გაჩეჩილაძემ უარყო. როგორც გია გაჩეჩილაძემ kvirispalitra.ge-ს განუცხადა, მოლაპარაკებები მხოლოდ ერთობლივ მართვაზე მიმდინარეობს.

"ვინ გაავრცელა ეს ტყუილი ინფორმაცია წარმოდგენა არ მაქვს. საჯარო კომენტარებისგან თავს ვიკავებთ ორივე მხარე, სანამ არ დამთავრდება მოლპარაკების პროცესი, მაგრამ იმდენად, რამდენადაც გავრცელდა ტყუილი ინფორმაცია, წილის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით, გეუბნებით რომ არანაირი მოლაპარაკება არ მიდის წილის შეძენაზე, მოლაპარაკებები მხოლოდ ერთობლივ მართვაზე მიმდინარეობს".

წილების ყიდვა-გაყიდვაზე გავრელებული ინფორმაცია უარყო მეორე მხარემაც. როგორც მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, მოლაპარაკებები გია გაჩეჩილაძესა და მაკა ასათიანს შორის წილების გასხვისებასთან დაკავშირებით ამჟამად არ მიმდინარეობს.

"მაკა ასათიანს წილი გია გაჩეჩილაძისთვის არ მიუყიდია. გავრცელებული ინფორმაცია არის არასწორი, მცდარი, დეზინფორმაცია. მოლაპარაკებები ამჟამად ამ საკითხზე არ მიმდინარეობს".

დღესვე, მამუკა ღლონტის ადვოკატმა პაატა კიკვიძემ სასამართლოს მიმართა თხოვნით, "მაესტროს" წილების საქმეზე მოხდეს ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და გია ხუხაშვილის დაკითხვა. კიკვიძემ აღნიშნული ახსნა იმით, რომ
ამ ადამიანებს "წილების გასხვისებასთან აქვთ კავშირი".

დეტალების გასარკვევად, გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:
- ალბათ სადავო 25%-იან წილთან დაკავშირებით, ღლონტის ადვოკატი ფიქრობს, რომ ინფორმაცია რასაც ჩვენ ვფლობთ სასამართლოსთვის იყოს სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებისთვის. გარკვეული ტიპის ინფორმაციას ვფლობ, მონაწილეობას ვიღებდი ამ პროცესში, ხოლო რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ეს სხვა საკითხია, მაგრამ როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, თუ სასამართლოს გაუჩნდება ინტერესი, ბუნებრივია მათ კითხვებს ვუპასუხებ.

- და რატომ უნდა ითხოვდნენ ამ საქმეზე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას?

- არ ვიცი, რატომ უნდა ითხოვდნენ ივანიშვილის დაკითხვას, ეს მათ ჰკითხეთ.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)



beriberi
25 მარტი 2016 17:29
როდესაც საუბარი მილიონებს შეეხება,მე სიბრალულის გრძნობა მიპყრობს, ჩემში მილიონები პენიცილინთან ასოცირდება, მგონია ვიღაცას გონორეა სჭირს და დახმარებას ითხოვს, აფსუს მაკაკა, როგორ ჩამოვრჩი ცხოვრებას!
სხვა სიახლეები
ისტორიკოსებისა და მკვლევარების მიერ აღდგენილმა ფაქტებმა, კარტოგრაფიულმა მასალამ, მოვლენების დეტალურად ილუსტრირებულმა რეკონსტრუქციამ ყველა თაობის მკითხველის ინტერესი გამოიწვია.
დაწვრილებით...
აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ ცენტრალურ ფილიალში მსუბუქი ავტომობილებისთვის 20 დამატებითი მომსახურების ადგილი გაიხსნა.
დაწვრილებით...
ყველასთვის საყვარელ კომპოზიტორს, გოგი ცაბაძეს 24 აგვისტოს 92 წელი შეუსრულდებოდა. მან იცხოვრა ისე, როგორც ნაღდმა თბილისელმა, უნიჭიერესმა ადამიანმა... სცენაზე გარდაიცვალა, როგორც ჭეშმარიტი ხელოვანი.
დაწვრილებით...
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
დაწვრილებით...
1744 წელს ირანის 139-წლიანი ბატონობის შემდეგ სვეტიცხოველში, ქრისტიანული წესით, ქართლის მეფედ ეკურთხა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II (1744-1762),
დაწვრილებით...
ბათუმმა რიგით მეთერთმეტე მასშტაბურ ავტორბოლას ,,Bridgestone Black Sea Cup-2016” უმასპინძლა
დაწვრილებით...
გიორგი II (1565-1585) იმერეთის მეფემ ხანგრძლივად იმეფა.
დაწვრილებით...
"გზა მქონდა გადაკეტილი და როდესაც საზღვრები გაიხსნა, უკვე სიბერემ მომისწრო... უკვე 72 წლის ვარ. ზოგჯერ მავიწყდება ჩემი ასაკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვცურავ. ყოველდღე დავდივარ აუზზე. ზოგჯერ გამისწრებენ ახალგაზრდები, მაგრამ მერე ვცდილობ, არ მაჯობონ!..."
დაწვრილებით...
ლეილა აბაშიძე: "როდესაც გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა, ამერიკული კინოს გმირს ჰგავდა. თენგიზი არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, საოცრად მგრძნობიარე, ტაქტიანი და ჭკვიანი. მან შექმნა ქართულ კინოში მამაკაცის ახალი, ინტელექტუალური გმირის სახე"
დაწვრილებით...
სოფელ ვაზიანის ცენტრში ლილო მოლიდან
სასაწრაფოდ! იყიდება ბინა 39000$-ად, ამ
62 კვ.მ. +90კვმ ბინის თეთრი
სასწრაფოდ! იყიდება გოთუას ქუჩაზე 84,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები