"მეხუთეზე კი არა, მეთოთხმეტეზე რომ მეცხოვრა, იქაც ავიყვანდი" - როგორ მოხვდა "ჟიგული" მე-5 სართულზე?!
"მეხუთეზე კი არა, მეთოთხმეტეზე რომ მეცხოვრა, იქაც ავიყვანდი" - როგორ მოხვდა "ჟიგული" მე-5 სართულზე?!
28-03-2016
მანქანა 25 წელია აივანზე ჟანგდება

ამას წინათ დიღმის მასივში ტაქსით მივდიოდი. უცებ კორპუსის მიშენებულ აივანზე მანქანა შევნიშნე. ვიფიქრე, ხომ არ მელანდება-მეთქი? ფანჯრიდან თავი გავყავი და კისერი ისე წავიგრძელე,­ მძღოლი მიხვდა, ცნობისმოყვარეობამ მძლია და დამამშვიდა, - არ გეჩვენებათ, მანდ ეგ მანქანა პატრონმა 25 წლის წინ აიტანაო!

მძღოლს მადლობა გადავუხადე, ტაქსიდან გადმოვედი და მანქანის პატრონთან ავიჭერი. კარი გვიან გამიღეს. როცა ვუთხარი, რაც მინდოდა, ცხვირწინ მომიხურეს, - გაგვიწყალეთ გული ჟურნალისტებმა, რით ვეღარ გაიგეთ, რომ ამ მანქანაზე არავის ველაპარაკებითო!­ მანქანაზე ლაპარაკი თქვენი ნებაა, მაგრამ არა მგონია, ჟურნალისტებს თქვენთვის რაიმე დაეშავებინოთ, მით უფრო "კვირის­ პალიტრას"-მეთქი. "კვირის პალიტრის" ხსენებაზე კარი კვლავ გაიღო, - თქვენ უარს ვერ გეტყვითო...

- მითხრეს, დიდი ხანია, ეგ მანქანა მანდ დგასო... უბრალო ნივთი ხომ არ იყო, 2-ტონიან მანქანას ხელი დაავლეთ და მეხუთე სართულზე­ აიტაცეთ?!
- 90-იანი წლები ხომ გახსოვთ, ხალხმა ყველაფრის მოპარვა დაიწყო. რატომ უნდა გამეტანებინა ჩემი ქონება სხვისთვის? მეხუთეზე კი არა, მეთოთხმეტე სართულზე რომ მეცხოვრა, იქაც ავიყვანდი. მაგრამ უშველა, რო? აქაც გამიძარცვეს - სახურავზე დადგნენ და ბაწრით ჩამოეშვნენ ჩემს სართულზე...

ეგ საბჭოთა "ჟიგული" მაშინ ბევრისთვის სანატრელი მანქანა იყო, პრესტიჟული სამსახური თუ არ გქონდა, ვერ იყიდდი. მეც მქონდა და ვიყიდე, ახალთახალი იყო, სულ 39 კილომეტრი ჰქონდა გავლილი; მოეწონათ ყაჩაღებს და დახსნეს რაღაც-რაღაცები. ახლობელი ამწეზე მუშაობდა, ვთხოვე, მიშველე-მეთქი. ამწით დამისვა აივანზე!

- ახლა რატომ აღარ ჩაგყავთ ეზოში, ამწის ფული აღარ გაქვთ?
- აღარც ფული მაქვს და აღარც თავი. მანქანა კი შემრჩა, მაგრამ ცხოვრებამ ბევრი ცუდი რამე მომიწყო... გზაზე ყაჩაღები დამხვდნენ. თავში­ ჩამარტყეს და ასფალტზე დაგდებული მხოლოდ დილით მოვედი გონს. მას შემდეგ წავიდა ჩემი საქმე უკან. მანქანა კი დამიჟანგდა, - ქარ-წვიმამ ფერი შეუცვალა. რომ გადავაფარე, უარესი
მოხდა­ - ნესტმა გამოჭამა. ახლა ნაწილებს სადღაც-სადღაც ვშოულობ და საკუთარი ხელით ვარემონტებ - გაყიდვა მინდა.

- საბჭოთა მანქანას დღეს ვინ იყიდის?!
- ვისაც სჭირდება! - მომიჭრა გაღიზიანებულმა.

ნაჩქარევად გამოვემშვიდობე და კიბეზე დავეშვი. ეზოში გამოსულმა კი­ კიდევ ერთხელ შევავლე თვალი დეკორაციად ქცეულ მანქანას...

ეთერ ერაძე (სპეცოალურად საიტისთვის)

leonsio
03 აპრილი 2016 22:14
თავისი გაჭირვება ეყოფა იმ კაცს..უნდადა ყავდეს იქ, სხვისი რა საქმე:))
dima
30 მარტი 2016 12:15
პარანოიკია მაგ ტიპი.... რა ვიცი, 3 მანქანა გვყავდა ოჯახში მაგ პერიოდში,ორი ვოლგა და ერთი 07-ი და მშვიდობით მოიარეს თავისი,გაყიდვამდე.
არც ,,ქურდი,, ვყოფილვარ, არც მხედრიონელ-გვარდიელი და არც პოლიციელი..)))
სხვა სიახლეები
ისტორიკოსებისა და მკვლევარების მიერ აღდგენილმა ფაქტებმა, კარტოგრაფიულმა მასალამ, მოვლენების დეტალურად ილუსტრირებულმა რეკონსტრუქციამ ყველა თაობის მკითხველის ინტერესი გამოიწვია.
დაწვრილებით...
აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ ცენტრალურ ფილიალში მსუბუქი ავტომობილებისთვის 20 დამატებითი მომსახურების ადგილი გაიხსნა.
დაწვრილებით...
ყველასთვის საყვარელ კომპოზიტორს, გოგი ცაბაძეს 24 აგვისტოს 92 წელი შეუსრულდებოდა. მან იცხოვრა ისე, როგორც ნაღდმა თბილისელმა, უნიჭიერესმა ადამიანმა... სცენაზე გარდაიცვალა, როგორც ჭეშმარიტი ხელოვანი.
დაწვრილებით...
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
დაწვრილებით...
1744 წელს ირანის 139-წლიანი ბატონობის შემდეგ სვეტიცხოველში, ქრისტიანული წესით, ქართლის მეფედ ეკურთხა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II (1744-1762),
დაწვრილებით...
ბათუმმა რიგით მეთერთმეტე მასშტაბურ ავტორბოლას ,,Bridgestone Black Sea Cup-2016” უმასპინძლა
დაწვრილებით...
გიორგი II (1565-1585) იმერეთის მეფემ ხანგრძლივად იმეფა.
დაწვრილებით...
"გზა მქონდა გადაკეტილი და როდესაც საზღვრები გაიხსნა, უკვე სიბერემ მომისწრო... უკვე 72 წლის ვარ. ზოგჯერ მავიწყდება ჩემი ასაკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვცურავ. ყოველდღე დავდივარ აუზზე. ზოგჯერ გამისწრებენ ახალგაზრდები, მაგრამ მერე ვცდილობ, არ მაჯობონ!..."
დაწვრილებით...
ლეილა აბაშიძე: "როდესაც გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა, ამერიკული კინოს გმირს ჰგავდა. თენგიზი არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, საოცრად მგრძნობიარე, ტაქტიანი და ჭკვიანი. მან შექმნა ქართულ კინოში მამაკაცის ახალი, ინტელექტუალური გმირის სახე"
დაწვრილებით...
სოფელ ვაზიანის ცენტრში ლილო მოლიდან
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
ქირავდება ან იყიდება 65 კვ.მ
62 კვ.მ. +90კვმ ბინის თეთრი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები