შორენა ბეგაშვილის შვილს ხერხემალი აქვს დაზიანებული - კვირის პალიტრა

შორენა ბეგაშვილის შვილს ხერხემალი აქვს დაზიანებული

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა, ხერხემალი აქვს დაზიანებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს .

მათივე განმარტებით, ხერხემლის გარდა გოგონას სხვა მრავლობითი სახის მოტეხილობები და დაზიანებები აღენიშნება.

"პაციენტს ხერხემალი აქვს დაზიანებლი, ასევე აღენიშნება პოლიტრავმები და მოტეხილობები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", - აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ.

"ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედები მიმდინარეობს", - აცხადებენ შს-ში.