"ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად გადავარდა" - მოზარდს ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები აქვს
"ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად გადავარდა" - მოზარდს ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები აქვს
27-03-2016
ბოლო ინფორმაციით, მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილს, რომელიც მე-5 სართულიდან გადავარდა, ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები აქვს.
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, შორენა ბეგაშვილის ახლობლების ნაწილი პირად საუბრებში აცხადებენ, ექიმები ამ წუთებში ოპერაციული ჩარევის მიზანშეწონილობის საკითხზე თანხმდებიან. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა აღნიშნულს იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში არ ადასტურებენ.
"პაციენტი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება და არც ოპერაცია უტარდება", - აცხადებენ კლინიკის პრესსამსახურში, სადაც არ აკონკრეტებენ, შეესაბამება თუ არა მოტეხილობების შესახებ არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს. შორენა ბეგაშვილის 14 წლის შვილი, 26 მარტის საღამოს საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.
როგორც "ამბები.გეს" თვითმხილველმა განუცხადა მოზარდს შინ თანატოლები სტუმრობდნენ, - "ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად მეხუთე სართულიდან გადავარდა, - ყვებიან ისინი (ამბები.გე).

ის თავდაპირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ახლა იაშვილის კლინიკაში არის მოთავსებული. თვითმხილველის განცხადებით, რომელიც იაშვილის კლინიკაში გოგონას გადაყვანის ფაქტს შეესწრო, "ამბებთან" აცხადებს, რომ 14 წლის გოგონა
You must have Flash Player installed in order to see this player.
დასისხლიანებული იყო და კისრის არეში გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ნინა წკრიალაშვილი, კრისტი და გიორგი ყიფშიძეები და ბეგაშვილის სხვა მეგობრები. ასევე მოზარდის მეგობრები, რომლებიც გადმოვარდნის მომენტში შორენა ბეგაშვილის სახლში იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა ნანი ყავლაშვილმა განუცხადა, პაციენტი მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. "დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები და შედეგების მიხედვით გადაწყდება შემდგომი მკურნალობა. ამჟამად პაციენტი ტრავმატოლოგისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ არის. დაზიანებები ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ამას ვერ გეტყვით", - განაცხდა ნანი ყავლაშვილმა.

ამბები.გე-ს ინფორმაციით, შესაძლოა გოგონა თურქეთში გადააფრინონ, ან თურქი ექიმი ჩამოიყვანონ საქართველოში.

იხილეთ ვიდეო


...
28 მარტი 2016 22:33
შორენა არ შეშინდე ყველაფერი კარგად იქნება!ყველანი ძალიან განვიცდით და ველოდებით კარგ ამბებს!
მანანა-შ
28 მარტი 2016 11:14
არ ვიცი რატომ, მგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ევა მალე გამიჯანმრთელდება და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება.
უფალო, გევედრები, ნუ გამიცრუებ ამ რწმენას!
სხვა სიახლეები

"ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა თუ კანონს არ არღვევს და არავიზე არ ძალადობს, რანაირი ფოტოც უნდა ისეთი გადაიღოს საკუთარ საცხოვრებელში და საჯაროდ გამოფინოს. გინდ შიშველი პოზირებდეს, გინდ ტიტველი და გინდ წურბელებით კისერზე"

დაწვრილებით...
"ძალიან მინდა ვიყო... გრიშა კაკაჩიასავით მდიდარი, რომ ქველმოქმედების საშუალება მქონდეს"

დაწვრილებით...
ბათუმი განსაკუთრებული ახალი წლისთვის ემზადება.
დაწვრილებით...
შარშან ნაძალადევში, ნაქირავებ ბინაში, ახალგაზრდა­ ცოლ-ქმარი დაიღუპა. ქალი 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა ახალგაზრდები­ აღარ გამოჩნდნენ, მეზობლებმა მოიკითხეს. ბინა მაშველებმა შეანგრიეს და...
დაწვრილებით...
6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე ბიზნეს-კონფერენცია,
დაწვრილებით...
"გვარამია ნულია ჩემს თვალში! ეს არის მიხეილ სააკაშვილის რუპორი და ყოფილი პროკურორი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ მუსიკაში ერკვევა..."
დაწვრილებით...
ძველად ონიქსს „ბელადების ქვას“ უწოდებდნენ, რადგან მას თავისი ძალით შეუძლია მფლობელს მოუტანოს ძალაუფლება, გონებამახვილობა, დაეხმაროს პატრონს მტრის გეგმების გამოცნობაში.
დაწვრილებით...
5 დეკემებრს, ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის სპეციალური საინფომაციო ტური ჩატარდა.
დაწვრილებით...

სილქნეტის მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ მომსახურებას, რომელიც გაუმარტივებს ყოველდღიურობას ან სახლიდან გაუსვლელად  მოუგვარებს პრობლემას.

დაწვრილებით...
"დგახარ 5049 მეტრ სიმაღლეზე და ქვეყანა შენი გგონია"

"მყინვარზე ასასვლელი­ რთული გზაც არსებობს და იოლიც. ჩემს ასაკში გაცილებით რთულია, მაგრამ ერთი რამ, რაც მთებში სიარულმა მასწავლა, ძალისა და ენერგიის განაწილებაა. მიზნის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ბუნებამ და ამინდმაც უნდა შეგიწყოს ხელი"
დაწვრილებით...
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით, იპოთეკის
იყიდება 90 კვ.მ. სამ ოთახიანი
იყიდება აღამაშენებლის ხეივანზე დიღომი 8-ში
აღმაშენებლის ხეივანზე დიღომი 8-ში 2000კვმ
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები