"დღეს ეს გოგონა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილა და საკუთარი სიცოცხლისთვის უწვეს ბრძოლა" - კვირის პალიტრა

"დღეს ეს გოგონა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილა და საკუთარი სიცოცხლისთვის უწვეს ბრძოლა"

"ფეისბუკმომხმარებელი" ვატო გელაშვილი საკუთარ გვერდზე იმ უბედურ შემთხვევას ეხმაურება, რაც მსახიობ შორენა ბეგაშვილი ქალიშვილს შეემთხვა. გოგონა მე-5 სართულიდან გადმოვარდა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

აი, რას წერს ვატო გელაშვილი:

"2010 წელი იყო კაფე ნიკალაში პეკინზე მეგობართან ერთად ვსადილობდი.

უცებ რაღაც ხმაური ატყდა. ზოგმა შეკივლა, ზოგმა, - სასწრაფოს დაურეკეთო იყვირა, - ხანშიშესული ქალბატონი გამხდარიყო ცუდად. ხალხიც მისეოდა საშველად. ზოგი პულსს უსინჯავდა, ზოგი ყურს უზელდა. მარა ყველაზე მეტი აქტიურობით ერთი პატარა ნაქსოვ ქუდიანი და დუტის ჟილეტიანი ლამაზი გოგონა დამამახსოვრდა. ხელში პლასტმასის წყლით სავსე ბოთლი ეჭირა და მოხუც ქალბატონს დაქაჩული, შეწუხებული და აცრემლებული თვალებით მისჩერებოდა. თან წყალს ხან ხელზე ისხამდა და სახეზე უსმევდა თავის ლამაზი თითებით. ხან ტუჩთან მიუტანდა და ყლუპებად ასმევდა ავადმყოფს. თვალს ვერ ვაშორებდი ამ საოცარ გოგონას. ამასობაში სასწრაფოც მოვიდა მოხუც მანდილოსანს დახმარება გაუწიეს. ფეხზე წამოაყენეს, მოკლედ, მიხედეს.

ეს ლამაზი გოგონა კი, რომელიც რომ მეგონა, საკუთარ ბებიას ეხმარებოდა, სრულიად უცხო ადამიანს უვლიდა თურმე ასე გამალებით. დღეს ეს გოგონა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილა და საკუთარი სიცოცხლისთვის უწვეს ბრძოლა. შორენას გოგოზე მაქვს ლაპარაკი. ჩემს ლამაზ ქართველ საამაყო გოგოზე. ღმერთმა ჯამრთელი დაუბრუნოს თავის ოჯახს და საქართველოს". (წყარო)

იხილეთ ასევე: "ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად გადავარდა" - მოზარდს ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები აქვს