მარტოობის სიყვარული, ანუ რისი დეფიციტია საზოგადოებაში
მარტოობის სიყვარული, ანუ რისი დეფიციტია საზოგადოებაში
28-03-2016
დღევანდელ საქართველოში უცხოეთში განათლების მიღება შეიძლება ითქვას ახალგაზრდების მისწრაფებად და გარკვეულ ტრენდად იქცა. რეალობა ის არის, რომ დღევანდელი თაობა ეძებს შესაძლებლობას დატოვოს საქართველოს საზღვრები და განათლება უცხოურ მიწაზე, უცხო ქალაქში, უცხო უნივერსიტეტებში, უცხო სწავლების სისტემებში მიიღოს.

რა არის განათლება? წიგნიერება, ნიჭიერება, გამოცდილება, პიროვნების შინაგანი მდგომარეობა თუ უბრალოდ მატერიალური საგანი რომელსაც დიპლომი ეწოდება? საეჭვოა, რომ მხოლოდ განათლების წყურვილის მიზნით ისწაფვოდეს ახალგაზრდობა საზღვარგარეთ, რადგან სათანადო სურვილის და მონდომების შემთხვევაში საკმაოდ ფუნდამენტალური განათლების მიღება საქართველოს ფარგლებშიც არის შესაძლებელი.

გამოკვლევა იმისა თუ რა შეიძლება იზიდავდეს ახალგაზრდობას უცხოეთისაკენ და რას ესწრაფვის ასე, დამოკიდებულია იმაზე თუ რისი დეფიციტია ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მშობლიურ ქალაქში. რა აკლიათ ახალგაზრდებს და რა არის სამშობლოში მათთვის მიუღწევადი რეალობა. ერთი შეხედვით ამ რიტორიკული ხასიათის კითხვებზე პასუხის გაცემა რთულია, თუმცა პასუხი მარტივია – დეფიციტი მარტოობაა.

საქართველოში, მარტოობის სიყვარული ინდეფერენტულობასთან, ინტროვერტობასთან და ასოციალურობასთან არის გაიგივებული, რეალურად კი მარტოობის სიყვარული სულის (პიროვნების) ზრდის აუცილებელი წინაპირობაა.

ბევრჯერ მიფიქრია, თუ რატომ არ შემხვედრია თბილისში, ლამაზ კაფეში მაგიდასთან მარტო მჯდომი გოგონა წიგნით ან დღიურით ხელში? ნუთუ ეს მარტოობის შიშია? რატომ უნდა იყოს საშიში მარტობაა, როდესაც მარტოობა არაფერია გარდა საკუთარ თავთან დარჩენისა? ნუთუ საკუთარი თავის გვეშინია? შეუძლებელია შეცნობილი გყავდეს პიროვნება და მასთან მარტო დარჩენის შიში გეუფლებოდეს. შესაბამისად ლეგიტიმური დასკვნაა, რომ თუ ადამიანს მარტო დარჩენის შიშის გრძნობა ეუფლება, ის საკუთარ თავს არ იცნობს და რეალურად აშინებს არა მარტოობა, არამედ საკუთარი სულის პოტენციურობა. სული იზრდება და მწიფდება მარტოობაში. მაშ როგორ შეიძლება ადამიანს ეშინოდეს სულის საზრდოსი?! მარტოობის მხოლოდ სიყვარული შეიძლება, რადგან მარტოობაში გაქვს დრო ულევი ოცნებებისა. სწორედ აქედან გამომდინარე, რეალურად რა დროს ატარებ ოცნებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მარტოობის ესენციაში. ამ ოცნებებით თამაში კი ყველაზე აზარტული და ამავე დროს მომგებიანი თამაშია. როგორც მარტოობაა სულის ზრდის წინაპირობა, ასევე ოცნება შეიძლევა აღვიქვათ როგორც მიზნის მიღწევის წინაპირობად. მარტოობაში ბევრი ოცნება დაფრინავს, რომლებსაც ჩამოყალიბება, მარტოობაში ზრდა, ხასიათში ფორმირება და შემდეგ მიზნებად ქცევა სჭირდება. ასე და ამგვარად სწავლობ ადამიანი საკუთარ მეს, ასაზრდოებ ინდივიდუალურ სულს, საკუთარ პიროვნებას და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობით აშენებ ოდესღაც ოცნების ფორმაში მყოფ რეალობას. მარტოობაში სწავლობ თუ რა სახის ოცნებები და პრიორიტეტები უნდა ჩამოაყალიბო და ჩვევად აქცევ საკუთარ თავთან დარჩენას.

სწორედ ეს არის რეალური დეფიციტი, რასაც ახალგზარდები ქვეცნობიერად განიცდიან. ობიექტურად რომ შევხედოთ სურათს, საზღვრების და არსებული რეალობის დატოვების ასეთი ჟინი გარდაუვალია, რადგან მარტოობის კულტურა ასეთი მწირეა ჩვენს სამშობლოში. თუმცა რამდენად მისასალმებელია აღნიშნული ტენდენცია ეს ცალკე თემაა, რომელსაც დღეს არ შევეხებით, თუმცა ვისაუბრებთ იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ კულტურის დანერგვა საქართველოში.

იფიქრო საკუთარი ფიქრი და არა სხვისი, ამას არა თუ დიდი გაბედულება არამედ დიდი ცოდნაც სჭირდება. შეიძლება განგების მიერი გრავიტაციაა, რომ ამ თაობის დიდი ნაწილი ეუფლება
You must have Flash Player installed in order to see this player.
მარტოობის სიყვარულს და სწორედ ჩვენი თაობა დაამკვიდრებს მარტოობის კულტურას საქართველოში. ახალი, დამოუკიდებელი ფიქრის წარმოშობა უტყუარი წინაპირობაა მარტოობის გაბედვის. მასის ინერციის წინააღმდეგ (საპირისპიროდ) იბადება ახალი ფიქრი, საკუთარი აზრი და შესაბამისად პიროვნული დამოუკიდებლობა. ჩვენი თაობა ის თაობაა, რომელმაც გაბედა ქმედითი სიტყვის თქმა, ცამეტი ივნისის ტრაგედიაზე ახალგაზრდობის რეაგირება ამის რეალური მაგალითია. ლექსების, სიმღერებისა და სხვა ბოჰემური გამოვლინებების მაგივრად, ახალგზარდებმა საკუთარი სიტყვა თქვეს და საქმე გააკეთეს.

და მაინც რატომ არის ასეთი აუცილებელი საკუთარი სულის (თავის) შეცნობა, რის საშუალებასაც მხოლოდ მარტოობა გვაძლევს? ადამიანი თუ საკუთარ სულს ვერ შეიცნობს, როგორ შეძლებს შეიყვაროს სხვა სული? როგორ შეძლებს შეიცნოს სამყარო, თუ მან საკუთარი რაობა ვერ შეიცნო? როგორ შეძლებს შექმნას ისეთი სახელმწიფო რომელშიც მისი სული იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი და მშვიდი? როგორ შეძლებს მიუახლოვდეს ჭეშმარიტების აზრს, როდესაც საკუთარ სულს ვერ მიუახლოვდა? როგორ შეძლებს დაამყაროს სიტყვიერი კომუნიკაცია, როდესაც თვით სიტყვა სულის ამოძახილია?

რიტორიკოსები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიტყვების თამაშს და როგორც თანამედროვე ფილოსოფოსი კენეთ ბიორკი ამბობს, - ,,როცა ადამიანი საუბრობს, მისი წარმოთქმული თითოეული სიტყვით, ის გამოხატავს თუ როგორ შეიცნობს ის სამყაროს". სწორედ ამიტომ ფრაზები, როგორიცაა: "არაფერი ჩვენ არ გვეშველება" არ შეიძლება იყოს აქტუალური ჯანსაღ, განვითარებულ, თავისუფალ, ერუდირებულ საზოგადოებაში. მისი აქტუალურობა, სწორედ ინდივიდუალური (და ჯგუფური) დეგრადაციის გამოძახილია. ასეთი აპორეტიკული დიალოგები (აპორეა ნიშნავს უძალობას, უღონობას) ჭარბად იქნება ხალხში, მანამ სანამ მარტოობის ინდივიდუალური კულტურით არ ისაზრდოებს საზოგადოება.

ეს საკითხი საუკუნოვანი პრობლემაა. პლატონმა ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნის საბერძნეთში ისაუბრა ამ თემაზე. პლატონის მიხედვით, სოკრატეს სიკვდილით დასჯა, საზოგადოებაში არსებული უსამართლობის შედეგი იყო. თუმცა მდგომარეობის გამოსწორება დემოკრატიულ ათენში კვლავ შესაძლებელი იქნებოდა ორი დებულების გათვალისწინებით. პლატონის მიხედვით, ბედნიერება დამყარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ფილოსოფოსი მოვა ხელისუფლების სათავეში, ან პოლიტიკოსი გახდება ფილოსოფოსი. ესენციურია, არა მხოლოდ პოლიტიკოსისა და ფილოსოფოსის ფასეულობათა ჭიდილი, არამედ მათ მიერ პარადოქსულად აღქმული სამყაროს არსი.

სწორედ ამიტომ, სანამ დაველოდებით მოვლენათა განვითარებას თუ "რა გვეშველება" და ,,ვინ გვიშველის" იქამდე უმჯობესია ისეთ ,,მარტივ" კითხვებს ჩავუღრმავდეთ როგორებიცაა, ვინ ვართ ჩვენ? რა გვიყვარს? რა გვაშინებს? რა გვინდა? რას ვაკეთებთ საკუთარი მინდასთვის? სადაა პირადად ჩვენი როლი და ადგილი საზოგადოებაში? რა ინდივიდუალური ნიშნით გამოვირჩევით საზოგადოებაში? და ნუ შევგეშინდება საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენის.

ნუცა ქისტაური, 21 წლის
პარიზის ამერიკული უნივერსტეტის გლობალური კომუნიკაციების და სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი
ამბაკო
01 აპრილი 2016 14:37
მარტოსულობაზე და ფიზიკური მარტოობაზე არ წერს ეს გოგო! თავისუფლებაზე და პიროვნულ დამოუკიდებლობაზე წერს! და რეალურად საქართველოდან წასვლა/გაგცევა თავის დაღწევაა ახლობლების, მეზობლების, ნაცნობების, უცნობების, ,,კეთილისმსურველების" თავს მოხვეული წესებისაგან, ტრაფარეტებისაგან, კალკებისაგან, ჩამყაყებული საზოგადოებრიოვი აზრის მორჩილებასა და არამკითხეების გრძელი ცხვირების შენს საქმეში ჩაყოფისაგან.
paata
01 აპრილი 2016 11:05
ავტორო გვაგიჟებ.რა აიძულებს და ნეპოტიზმი კორუფცია და უსამართლობა.თითქოს ეს ყველაფერი ანტრაქტიდაზე არსებობს.
სხვა სიახლეები
"გვარამია ნულია ჩემს თვალში! ეს არის მიხეილ სააკაშვილის რუპორი და ყოფილი პროკურორი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ მუსიკაში ერკვევა..."
დაწვრილებით...
ძველად ონიქსს „ბელადების ქვას“ უწოდებდნენ, რადგან მას თავისი ძალით შეუძლია მფლობელს მოუტანოს ძალაუფლება, გონებამახვილობა, დაეხმაროს პატრონს მტრის გეგმების გამოცნობაში.
დაწვრილებით...

სილქნეტის მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ მომსახურებას, რომელიც გაუმარტივებს ყოველდღიურობას ან სახლიდან გაუსვლელად  მოუგვარებს პრობლემას.

დაწვრილებით...
"დგახარ 5049 მეტრ სიმაღლეზე და ქვეყანა შენი გგონია"

"მყინვარზე ასასვლელი­ რთული გზაც არსებობს და იოლიც. ჩემს ასაკში გაცილებით რთულია, მაგრამ ერთი რამ, რაც მთებში სიარულმა მასწავლა, ძალისა და ენერგიის განაწილებაა. მიზნის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ბუნებამ და ამინდმაც უნდა შეგიწყოს ხელი"
დაწვრილებით...
PRIME
"სიკვდილის შიში არ მქონდა, ან რა უფლება მქონდა, ამაზე მეფიქრა, როცა ვიცოდი, რომ ორივე შვილი ფრონტის წინა ხაზზე მყავდა"

"ამ ომში კარგი ახალგაზრდები დავკარგეთ. გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ მათ შესახებ არაფერი იცის. იყო შემთხვევები, როცა ხუთი კაცი ერთი იარაღით იბრძოდა. ეს ხომ არ უნდა მიეცეს დავიწყებას?! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომლებმაც საქართველოს უახლესი ისტორია შექმნეს"
დაწვრილებით...
PRIME
რამდენჯერ მინატრია ბეღურობა - ავფრინდებოდი და საკენკს მოვიძიებდი... გიჟი არ გეგონო, შვილო, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს პატარა ფრინველი ჩემზე ბედნიერიც არის და თავისუფალიც

"ამ უბნის ყველა კატა მიცნობს, მაგრამ ახლა ხედავ რომელიმეს? როგორც კი განათდება, ეს ონავრებიც საშოვარზე გამოდიან და ხომ უნდა დავასწრო, მერე ნაგვის მანქანაც ჩამოივლის და ჭირი მოგჭამა ჩემმა ნამცეცებმა... კიდევ, ხალხს ვერიდები, შვილო..."
დაწვრილებით...
PRIME
"ინგლისში სცენაზე ავიდნენ დედოფალი და პრინცი ჩარლზი და დათოს პირადად მიულოცეს წარმატება. რამდენჯერმე ბუკინგემის სასახლეშიც მიიწვიეს"

"ამერიკაში საბალეტო სკოლას ვხელმძღვანელობ, ბევრი ხელოვანი აღვზარდე, ჯილდოც ბევრი მივიღე...
დაწვრილებით...
PRIME
"ბათუმი თურქეთს ყოველთვის ქართულად მოლაპარაკე თურქებით დასახლებულ თურქულ ქალაქად მიაჩნდა"
დაწვრილებით...
PRIME
"ერთხელ გავეხუმრე, მკლავზე მოვკიდე ხელი - ბატონო დოდო, მართლა ასეთი მაგარი იყავით ახალგაზრდობაში-მეთქი? გასწიე, ბიჭო, ხელი, შენისთანას თორმეტს მაინც მოვერეოდიო"
დაწვრილებით...
PRIME
"მარტოხელა დედა თურქეთში წავედი სამუშაოდ. გავიცანი კაცი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელი გამოდგა. მერე მეც მომინდა გამესინჯა, რას განიცდიდნენ მისი ზემოქმედებისას"
დაწვრილებით...
PRIME
სასწრაფოდ და იაფად! შიდა განვადებით
ქირავდება 5 ოთახიანი, დიდი, ნათელი,
სასწრაფოდ და იაფად! შიდა განვადებით
იყიდება სასწრაფოდ! ძალიან იაფად! მიწის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები