"ცეცხლივით იყო... ფეხბურთსაც კი თამაშობდა ჩვენთან ერთად" - ქალი, რომელმაც ყველაზე მამაკაცური ფილმი გადაიღო
"ცეცხლივით იყო... ფეხბურთსაც კი თამაშობდა ჩვენთან ერთად" -  ქალი, რომელმაც ყველაზე მამაკაცური ფილმი გადაიღო
30-03-2016
"თვითონ დოდო აბაშიძე (იმის სახელს ვენაცვალე!) ბოლომდე გაკვირვებული იყო: ქალს ამდენი ენერგია საიდან აქვს, ასეთ ფილმს რომ იღებს და თანაც - ფეხბურთზეო"!

რეჟისორ ნანა მჭედლიძის გარდაცვალებამ მთელ საქართველოს დასწყვიტა გული - ქართველების დიდმა ნაწილმა ლამის ზეპირად იცის ფრთიან გამონათქვამებად ქცეული ფრაზები მისი ფილმებიდან, გამორჩეულად კი უმეტესობას "პირველი მერცხალი" და "იმერული ესკიზები" უყვარს. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ანზორ ხერხაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც ქალბატონ ნანასთან გადასაღებ მოედანზე მოუწია მუშაობა - მისი ფილმოგრაფიის პირველი მერცხალი სწორედ ნანა მჭედლიძის "პირველი მერცხალი" და ფეხბურთელი ვახტანგი აღმოჩნდა. ბატონ ანზორს ქუთაისში ტელეფონით დავუკავშირდით:

- ძალიან ცუდი რამ მოხდა, განა მარტო ჩემთვის? - საერთოდ, კინოხელოვნების ისტორიაში. იღბლიანი კი ვყოფილვარ: ქუთაისის თეატრში პირველი როლი იპოლიტე ხვიჩიასთან ერთად ვითამაშე და ისე გამოვიდა, რომ კინოში დებიუტიც მას უკავშირდება. რატომღაც მგონია, რომ "პირველ მერცხალში" ჩემი აყვანაც სწორედ იპოლიტეს დამსახურებაა, შესაბამისად კი, ქალბატონი ნანა აღმოჩნდა პირველი რეჟისორი, რომელმაც ფილმში გადამიღო.
კადრი ფილმიდან: "პირველი მერცხალი"

- "პირველი მერცხლის" გადასაღებ მოედანზე ქალბატონ ნანასთან ურთიერთობის პერიოდი გაიხსენეთ, როგორი იყო თქვენი პირველი კინორეჟისორი?
- ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რომელიმე ქალი შეძლებდა ასეთი მამაკაცური სპორტული ფილმის გადაღებას! არასდროს დამავიწყდება მასთან მუშაობა. უაღრესად შესანიშნავი პიროვნება, შესანიშნავი რეჟისორი, დიდთან - დიდი, პატარასთან - პატარა იყო. ის დღეები ისე ტკბილად, ისე ლამაზად მაგონდება და თანაც - ძალიან ხშირად. რა დამავიწყებს, როგორ გვიჭირდა "ფეხბურთელებს" დილით ადრე ადგომა, ალბათ ამიტომაც დგებოდა ხოლმე ყველაზე ადრე ქალბატონი ნანა და მერე გვეძახდა ჩვენ! ძალიან დამწყდა გული... მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, ავტირდი კაცი...

- ბატონო ანზორ, წლების წინ ქალბატონ ნანაზე მითხარით, "ცეცხლი ქალი" იყოო. რას გულისხმობდით?
- ცეცხლივით იყო, აბა, რა? ფეხბურთსაც კი თამაშობდა ჩვენთან ერთად, ისე ჩაერთვებოდა ხოლმე. თვითონ დოდო აბაშიძე (იმის სახელს ვენაცვალე!) ბოლომდე გაკვირვებული იყო: ქალს ამდენი ენერგია საიდან აქვს, ასეთ ფილმს რომ იღებს და თანაც - ფეხბურთზეო!

- ამდენ მამაკაცს როგორ გიმორჩილებდათ?
- როგორ არ დაგვიმორჩილებდა? ქალი იყო და, მე იმ მამაკაცს რა ვუთხარი, ქალის პატივისცემა რომ არ აქვს! ყველანი ისე ვუფრთხილდებოდით, რომ მართლა ხელისგულზე ვატარებდით. არასდროს ვაკეთებდით ისეთს, ქალბატონი ნანა რომ გაგვებრაზებინა. რა უნდა გასჭირვებოდა, რომ ყველანი მის გვერდით არ ვყოფილიყავით.

- მგონი, საქეიფოდაც კი დადიოდა ხოლმე თქვენთან ერთად, ხომ?
- კი, ბატონო, ასე იყო. ფილმს ფოთში ვიღებდით და სტუმართმოყვარე ფოთელები ყოველ საღამოს გადასაღებ მოედანზე გველოდებოდნენ და გადაღების დასრულებისთანავე რესტორანში გაგვაქროლებდნენ ხოლმე. ხშირად ქალბატონი ნანაც მოგვყვებოდა საქეიფოდ.

- მერეც გადაიკვეთა თქვენი გზები, თუნდაც გადასაღებ მოედანზე?

- როგორ არა. ქალბატონი ნანას კიდევ ერთ ფილმში - "შემთხვევა ავტობუსში" გრიშა წიტაიშვილთან ერთად ვითამაშე, მერე კი... დაახლოებით, 6-7 წლის წინათ იმერეთში იყო რაღაც საქმეზე ჩამოსული და ერთ ოჯახში შევიკრიბეთ. გადაღების ამბებიც
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაიხსენა და საათი მაჩვენა: ბატონო ანზორ, ეს საათი გახსოვთო? შევხედე და... როგორ არ მახსოვდა, ის საათი იპოლიტე ხვიჩიამ აჩუქა და ძალიან უყვარდა ქალბატონ ნანას, ხელიდან არ იშორებდა... ისეთი ქალი იყო, ყველაფერი გულთან მიჰქონდა: სიხარულიც, ტკივილიც, მწუხარებაც, ბედნიერებაც (ხმაზე შევატყვე, ცრემლი მოერია - ავტ.)...
რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ! გუშინაც უჩვენეს ტელევიზიით "პირველი მერცხალი". ვუყურებდი და გული მტკიოდა - რამდენიმე კაციღა დავრჩით ცოცხალი. ახლა ნანაც გამოგვაკლდა და... შესანიშნავი პიროვნება წავიდა ამ ქვეყნიდან და შესანიშნავი შემოქმედება - ფილმები დაგვიტოვა. სამწუხარო ამბავია, ძალიან სამწუხარო. ტკბილი მოგონების მეტი რაღა დაგვრჩენია!

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)
ნინა
31 მარტი 2016 14:17
რატომღაც დიდი ნიკო ლორთქიფანიძის არაჩვეულებრივი სიტყვები მომაგონდა ახლა, ,,თავსაფრიანი დედაკაციდან": ,,დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან..." ნათელში იყოს ნანა მჭედლიძის სული!....
Tamuna
31 მარტი 2016 10:20
Guldasawyveti ambavia.gmertma natelshi amyofos misi suli.getanxmebit vis calia chkviani adamianebistvis.gamaxsenda erti anegdoti.qalishvilebi marjvniv dasxedito gatxovilebi marjvnivo.da bozebi sad davsxdeto .ikitxa ertma bozma.tqven lojashio.maq vin gakadrebt dajdomaso.dges bosebs afaseben da zenitshi ayavt am sulit maxinj wamyvanebs.tuar ginda gadarteto.sad jandabashi gadavrto yvelgan seqsi seqsio ismis
სხვა სიახლეები
დღევანდელ წერილში რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის თავს გადახდენილ მხიარულ ისტორიებს მოგიყვებით.
დაწვრილებით...
"სულ ნოსტალგია მაქვს, როცა "ფეისბუკში" ჩემი მშობლიური და საყვარელი დაბა ცემის ფოტოებს ვუყურებ - წელს მაინც რამხელა თოვლი მოსულა"!
დაწვრილებით...

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს.
დაწვრილებით...
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
თენგიზ აბულაძის ფილმის - "მე, ბებია,­ ილიკო და ილარიონი" - გადაღებისას ბებიის როლის შესასრულებლად 55 წლის სეს­ილია თაყაიშვილმა საღი კბილები დაიძრო.
დაწვრილებით...
PRIME
როგორც კი პუტინის მანქანა ჯორს გაუსწორდა, ეს უკანასკნელი ადგილს მოსწყდა, სწორედ პრეზიდენტის მანქანის წინ დადგა. პუტინი შეეცადა, მისთვის გვერდი აევლო, მაგრამ ამაოდ - ჯორი იქით გადადგა, რა მიმართულებითაც პუტინმა წასვლა გადაწყვიტა. ბოლოს პუტინმა ჯორს თავი დააღწია და მინიმალური სიჩქარით გააგრძელა გზა. ასე მიდიოდნენ ფეხშეწყობილად..­.
დაწვრილებით...
PRIME
"ვეფხისტყაოსანი" ქართველებისთვის­ ის ძეგლია, რომელსაც ჯერაც ვერც ერთი ქართული შედევრი ვერ გაუტოლდა, ამიტომაც მის სცენაზე გადატანას ყველა ერიდებოდა,
დაწვრილებით...
PRIME
"კარგია, როცა ქვეყანა შენდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს,­ შენი ქვეყნის ისტორია წყალმა წაიღოს..."

შალვა ივანიძე: "სუვენირების გამყიდველი ვარ, მაგრამ შენი ქალაქის ისტორია როგორ არ უნდა იცოდე? გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ თავისი ქვეყნის წარსულის შესახებ ნაკლებად იცის"
დაწვრილებით...
PRIME
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
სასწრაფოდ! იყიდება მშენებარე კორპუსში ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები