"საქართველოდან ყველა წავიდა, ჩემი შვილიც წავიდა... რას დაემსგავსა ქვეყანა"? - რა ელით დაკარგულ მოხუცებს?
"საქართველოდან ყველა წავიდა, ჩემი შვილიც წავიდა... რას დაემსგავსა ქვეყანა"? - რა ელით დაკარგულ მოხუცებს?
30-03-2016
გთავაზობთ ნაწყვეტს ჟურნალ "გზის" 31 მარტის ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან:

ჯადოსნური წრე სახელმწიფო უწყებებს შორის, ანუ სად მივიყვანოთ დაკარგული მოხუცები?


"წავიდა... საქართველოდან ყველა წავიდა, ჩემი შვილიც წავიდა... რას დაემსგავსა ქვეყანა? ყველა გარბის. უკანმოუხედავად გვტოვებენ, შვილმა დამტოვა..." - რა გქვიათ, ბებო, რა გვარი ხართ? - ჰკითხა ვიღაცამ - "რა მქვია?.. - ჰო, სახელი რა გქვიათ?.. - ვაიმე, რა მქვია, ისა... რანაირად დამავიწყდა?.. ყველა წავიდა... რატომ წავიდნენ, რატომ... ყველა მიდის..." - დაუსრულებლად გაიძახოდა 70 წელს გადაცილებული მოხუცი ქალი. გრძელ და თბილ მოსასხამზე გრძელი და ჭრელი საშინაო ხალათი ჰქონდა შემოცმული და ხელში მამაკაცის შარფი ჩაებღუჯა...

ამ ამბავს ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე შევესწარი. მოხუცი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტობუსიდან ჩამოიყვანეს. კონტროლიორი მისი არაადეკვატური პასუხებით მიმხვდარა, რომ დაკარგული იყო და პატრული გამოიძახა... მოხუცი პატრულს გაუძალიანდა, კარგა ხანს არ უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ შემდეგ დაუჯერა. არაფერი ახსოვდა, - სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი... - მეოთხე წრეზე მომყვება, რა ვიცი, სად ამოვიდა, რას დავაკვირდებოდი?.. სამ საათზე მეტია, აქ ზის, - დანანებით ამბობდა ავტობუსის მძღოლი. პატრულის თანამშრომლებმა გაჩერებასთან, სკამზე დასვეს...
- რა გქვიათ, ბებო? - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა პატრულის თანამშრომელი. - მე-ე?.. ისა, რა მქვია, სახელი... ჩემი სახელი... საქართველო... ჩემი საცოდავი საქართველო. რას დაემსგავსა? ყველა წავიდა... წლებია, ყველა მიდის... ჩემი შვილიც წავიდა... - ერთსა და იმავე ტექსტს გაზეპირებულივით იმეორებდა მოხუცი. - შვილს რა ჰქვია, ბებო?.. იქნებ რამე საბუთი ჰქონდეს, - გადაულაპარაკეს ერთმანეთს პატრულის თანამშრომლებმა, - ბებო, საბუთი გაქვთ? პირადობა, პასპორტი... - სადაც ვმუშაობდი, იქ სხვანიარად იყო ყველაფერი, - იმეორებდა მოხუცი... - რაიმე საბუთი თუ გაქვთ? - ამჯერად მე ვკითხე. გამიღიმა, ხელში ჩაბღუჯული შარფი მომაწოდა, შემდეგ, მისი ასაკისთვის უჩვეულოდ სწრაფად გაიძრო საშინაო ხალათი და მითხრა, თავად შემემოწმებინა
მისი ჯიბეები, - არ ვიცი, ბებო, აბა, ნახეო, - მითხრა.
არ ვიცი, სად იყო, რომელ წლებში, რომელ საქართველოში დატოვა დრომ და ულმობელმა დაავადებამ, მაგრამ გონებიდან უკვე დავიწყებულ-გაფანტული ტანჯვა თვალებში ჩაჰბუდებოდა... - რას არ მივცემდი, ერთი წუთით მაინც რომ გაეხსნას გონება, - თქვა ჩემ უკან მდგარმა უცნობმა ბიჭმა და ახლა მან სცადა, მოხუცს რამის გახსენებაში წაშველებოდა... - "ბომჟს" არ ჰგავს. ეტყობა, ოჯახიდანაა გამოსული. ეჰ, არავინ იცის, ვის როგორი სიბერე გველოდება, - თქვა იქვე მდგარმა ქალმა და მოხუცს ნაღვლიანი მზერა მოავლო.

ციოდა, წვიმდა და ქარი უბერავდა. მოხუცი ქალბატონი სკამზე დავსვით. ქარი სახეში უბერავდა და ჭაღარა თმას უწეწავდა... პატრულის ორივე თანამშრომელი გამალებული რეკავდა განყოფილებაში, - ზარი ხომ არ შემოსულა დაკარგული ადამიანის თაობაზეო? - მაგრამ უარყოფით პასუხს იღებდა. - როგორც კი ვინმე დარეკავს, მაშინვე გაგვაგებინეთ, - უბარებდნენ ისინი და თავიანთ ადგილსამყოფელს უთითებდნენ. მერე სთხოვეს, სხვა განყოფილებებში დაერეკათ და გაერკვიათ, დაკარგული ადამიანის შესახებ ხომ არ შესულა შეტყობინება?..

რა ელით დაკარგულ მოხუცებს თბილისში?
რატომ უწევს პატრულის ეკიპაჟს ზოგჯერ
მათი ლამის მთელი ღამე თან ტარება?
ვინ არის პასუხისმგებელი მათ დაბინავებაზე?
რას პასუხობენ ჟურნალისტს ქალაქის მერიასა და ჯანდაცვის სამინისტროში ამ პრობლემის თაობაზე?

ეს ყველაფერი წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 31 მარტის ნომერში

truker
02 აპრილი 2016 00:30
არტაგს ვპასუხობ.როცა რამეს იტყვი ჯერ დაუფიქრდი რას ამბობ.ზოგმა ევროპაში გადაინაცვლა ან კიდე სხვაგან.წაიღო საქართველოში ნაშოვნი და არ მინდა ძმაო საქართველოვო.მე პირადად მყავს ორი ასეთი კიტრი ნანახი.არაფერი ვუთხარი დანარჩენების ხათრით.იმ დანარჩენის რომლებიც ოჯახის სარჩენად იყვნენ ჩამოსულები ევროპაში.და ომ წუთში აარც ერთმა არ იცოდა რა გზას დადგო ოდა.ასეტი ტიპის კიტრები ღმერტის წყალობით არ არის ბევრი.ბევრია ისეთები რომლებიც აქეთ გაჭირვებამ ჩამოიყვანა.მეც მათ შორის ვარ.ვერ მოვდივარ .ვიცი მაქსიმუმ 3 თვეში კაპიკი აღარ მექნება.სახელმწიფოს კიდე უბრალო მოქალაქეები მაგრად არ ანაღვლებთ.ეს უკვე მრავალჯერ არის დამტკიცებული.არც აქეთ გვყვება ვინმე თავს.ვიტანთ რაღაცეებს.ამიტო სანამ იტყვი ჯერ დაფიქრდი და მერე თქვი
არტაგი
01 აპრილი 2016 13:54
"ემიგრანტებს" - საფლავიდან სამშობლოს ერთგულება კომიკურად ჟღერს...ამ სიტყვებიდან ჩანს რომ აღარ აპირებთ დაბრუნებას და ამაზე მტკივა გული...
სხვა სიახლეები
ისტორიკოსებისა და მკვლევარების მიერ აღდგენილმა ფაქტებმა, კარტოგრაფიულმა მასალამ, მოვლენების დეტალურად ილუსტრირებულმა რეკონსტრუქციამ ყველა თაობის მკითხველის ინტერესი გამოიწვია.
დაწვრილებით...
აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ ცენტრალურ ფილიალში მსუბუქი ავტომობილებისთვის 20 დამატებითი მომსახურების ადგილი გაიხსნა.
დაწვრილებით...
ყველასთვის საყვარელ კომპოზიტორს, გოგი ცაბაძეს 24 აგვისტოს 92 წელი შეუსრულდებოდა. მან იცხოვრა ისე, როგორც ნაღდმა თბილისელმა, უნიჭიერესმა ადამიანმა... სცენაზე გარდაიცვალა, როგორც ჭეშმარიტი ხელოვანი.
დაწვრილებით...
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
დაწვრილებით...
1744 წელს ირანის 139-წლიანი ბატონობის შემდეგ სვეტიცხოველში, ქრისტიანული წესით, ქართლის მეფედ ეკურთხა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II (1744-1762),
დაწვრილებით...
ბათუმმა რიგით მეთერთმეტე მასშტაბურ ავტორბოლას ,,Bridgestone Black Sea Cup-2016” უმასპინძლა
დაწვრილებით...
გიორგი II (1565-1585) იმერეთის მეფემ ხანგრძლივად იმეფა.
დაწვრილებით...
"გზა მქონდა გადაკეტილი და როდესაც საზღვრები გაიხსნა, უკვე სიბერემ მომისწრო... უკვე 72 წლის ვარ. ზოგჯერ მავიწყდება ჩემი ასაკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვცურავ. ყოველდღე დავდივარ აუზზე. ზოგჯერ გამისწრებენ ახალგაზრდები, მაგრამ მერე ვცდილობ, არ მაჯობონ!..."
დაწვრილებით...
ლეილა აბაშიძე: "როდესაც გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა, ამერიკული კინოს გმირს ჰგავდა. თენგიზი არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, საოცრად მგრძნობიარე, ტაქტიანი და ჭკვიანი. მან შექმნა ქართულ კინოში მამაკაცის ახალი, ინტელექტუალური გმირის სახე"
დაწვრილებით...
62 კვ.მ. +90კვმ ბინის თეთრი
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
სასწრაფოდ! იყიდება გოთუას ქუჩაზე 84,
სასაწრაფოდ! იყიდება ბინა 39000$-ად, ამ
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები