Ambebi.ge-მ Facebook-ს აჯობა - კვირის პალიტრა

Ambebi.ge-მ Facebook-ს აჯობა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტით ინფორმაციის მიღების მიზნით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 20% საინფორმაციო პორტალ AMBEBI.GE-ზე შედის.

გამოკითხვის თანახმად, 15% ინფორმაციას ინტერნეტსაიტებს შორის „ფეისბუქიდან“ იღებს. გამოკითხულთა 3% ინფორმაციის მისაღებად სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ სტუმრობს, 3% - „ნიუპოსტს“.

IRI-ის გამოკითხვების მიხედვით, გამოკითხულთა 15%-სთვის საერთშორისო ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ქართული ვებგვერდებია.

გამოკითხვის ფარგლებში 12 მარტიდან 2 აპრილის პერიოდში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში 1500 რესპონდენტი გამოიკითხა.

იხილეთ ასევე: გამოკითხულთა 75%-ს პაატა ბურჭულაძე მოსწონს - როგორია IRI-ის პოლიტიკური კვლევის შედეგები