უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა - კვირის პალიტრა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მკვიდრი რევაზ წიკლაური ემსხვერპლა.

''ინტერპრესნიუსის'' კორესპონდენტის ინფორმაციით, 33 წლის რევაზ წიკლაური ბოლო 13 წლის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა და უკრაინის ჯარში კონტრაქტით იმყოფებოდა. სოფელ ლაფანყურის მოსახლეობის თქმით კი, ის უკრაინის მოქალაქე იყო და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.