თბილისის ზოოპარკის ახალი სიცოცხლე - ასზე მეტი ცხოველი ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან - კვირის პალიტრა

თბილისის ზოოპარკის ახალი სიცოცხლე - ასზე მეტი ცხოველი ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან

თბილისის ზოოპარკი მაისის ბოლოს, ასზე მეტ ცხოველს მიიღებს, - ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკმა რიგის ზოოპარკიდან 7 ცხოველი უკვე მიიღო, ხოლო 100-ზე მეტ ცხოველს ისინი ევროპის სხვადასხვა ქალაქის ზოოპარკებიდან ელოდებიან.

„ველოდებით ევროპის სხვადასხვა ქალაქის ზოოპარკიდან ასზე მეტ ცხოველს, ბევრი ისეთი ცხოველი იქნება, რომელიც ჯერ არასდროს ყოლია თბილისის ზოოპარკს. მაგალითად, ანტილოპა გნუ და მაიმუნების ორი სახეობა“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ზოოპარკის დირექტორის განმარტებით, ახალი ცხოველების დასახვედრად ვოლიერები უკვე მზად არის.

ამასთან, როგორც გურიელიძემ აღნიშნა, ზოოპარკის იმ ტერიტორიაზე, რომელიც სტიქიის დროს გადარჩა, ახლა მიმდინარეობს ვოლიერების მშენებლობა, რომელიც დღე-დღეზე დასრულდება და მზად იქნება ახალი ცხოველების მისაღებად.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, 13 ივნისს თბილისში სტიქიამ ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა.

სტიქიის გამო თბილისი იმ პერიოდში უცხოური მედიის ინტერესის სფეროც გახლდათ. ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოტის ფოტო კი, რომელიც თბილისის ქუჩებში დასეირნობდა, დღის ფოტოდ იქცა. ქალაქის სხვადასხვა უბნებში პოულობდნენ დათვის ბელებს, მგლებს. ვოლიერიდან გამოქცეულმა ვეფხვმა კი ზოოპარკის მომვლელი დაგლიჯა. იხილეთ

იხილეთ ასევე